რონალდ არაუხო ისევ გუნდთან ერთად ვარჯიშობს

რონალდ არაუხო ისევ გუნდთან ერთად ვარჯიშობს

ამ წუთებში "ბარსელონას" "სელტასთან" მატჩისთვის მოსამზადებელ ვარჯიშს ატარებს. კარგი ამბავი ისაა, რომ გუნდურ ვარჯიშში კვლავ მონაწილეობას იღებს რონალდ არაუხო.

რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ურუგვაელი ცენტრალური მცველი "ლევანტესთან" მიღებული ტრავმის გამო 3 კვირას გამოტოვებდა და მისთვის სეზონი დასრულებული იყო, თუმცა, როგორც ჩანს, 22 წლის ფეხბურთელის ტრავმა მსუბუქი აღმოჩნდა. არაუხო თავს კარგად გრძნობს - ახალგაზრდა მოთამაშე ზედიზედ მეორე დღეა გუნდთან ერთად ვარჯიშობს.

გამორიცხული არაა, რონალდ არაუხომ ხვალ "სელტასთან" მატჩში მონაწილეობა მიიღოს. თამაში თბილისის დროით 20 საათსა და 30 წუთზე გაიმართება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 16 მაისი 2021 14:30
    0
    მოკლედ ამათმა სამედიცინო შტაბმა ვერცერთი ვარაუდი ფეხბურთელის ჯანმრთელობაზე ვერ გაარტყა რა.
    ფანი [?]
    #2 15 მაისი 2021 23:56
    1
    რა ცხოველია ტიპი 3 კვირა იუქმებსო და უკვე მზადაა .😍 შეცდომები აქვს ( როგორც ყველა მცველს ) მაგრამ ნიჩევო დაღვინდება მალე ჩვენი ლომი
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 15 მაისი 2021 17:10
    0
    კარგია კარგია იმედია ბოლო ტრამვა იქნება ეს
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued