ალექს კოლიადოს ინტერვიუ

ალექს კოლიადოს ინტერვიუ

"ბარსელონას" სარეზერვო გუნდი სეგუნდა დივიზიონ ბ-დან აღზევებასთან ახლოსაა. კატალონიელებმა სეზონის მეორე ეტაპი მეორე პოზიციაზე დაასრულეს და პლეი-ოფში გადაინაცვლეს, სადაც მალე "უკამ მურსიას" დაუპირისპირდებიან. 

"ბარსა ბ-ს" კაპიტანმა, ალექს კოლიადომ, შეხვედრის წინ კლუბის მედიასთან ისაუბრა. 

როცა კაპიტანი ხარ, შენი მოვალეობაა, სხვებზე მეტი გააკეთო. 
ვცდილობ, მოედანზე გუნდის ლიდერი ვიყო და თანაგუნდელებს ხშირად ვესაუბრო. აქ თავს კომფორტულად ვგრძნობ და კმაყოფილი ვარ იმ შედეგებით, რასაც გუნდი თავდაუზოგავი შრომით აღწევს. 
მიზნის მიღწევამდე, რაც სეგუნდა A-ში დაწინაურებაა, მხოლოდ ერთი ნაბიჯი გვაშორებს. ვცდილობთ, სეზონის ბოლო შეხვედრებისთვის მაქსიმალურად მზად ვიყოთ. 
მთელი გუნდი ერთიანია და ერთი მიზნისთვის იბრძვის. ჩვენ ყოველდღე ვვარჯიშობთ და ვუმჯობესდებით იმისთვის, რომ პირველ გუნდში მოსახვედრად ნებისმიერ დროს მზად ვიყოთ. 
"ბარსაში" წარმატების მიღწევა მინდა. ყოველთვის ვოცნებობდი იმაზე, რომ აქ ვყოფილიყავი, ახლა კი კლუბი მენდობა, რის გამოც მადლობელი ვარ. 
უკვე 11 წელია, კლუბის წევრი ვარ და თითოეულ ეტაპზე ვიზრდები. კარგია, რომ მწვრთნელი მენდობა. მინდა, რომ განვითარება განვაგრძო და პირველ გუნდში მოვხვდე, ახლა კი "ბარსა ბ-ზე" ვარ კონცენტრირებული და ვეცდები, გუნდს დაწინაურებაში დავეხმარო. 

- განაცხადა კოლიადომ. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 11 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #11 15 მაისი 2021 13:39
    0
    გადმო ჩვენთანა, პირველ გუნდში. ოღონდ კუმანი რო წავა მერე თორემ მაგას თუ თავი მოაწონე სიქის გაცლამდე გარბენინებს. სანამ მოედანზე არ დაეცემი.
    Culé [?]
    #10 15 მაისი 2021 10:06
    0
    დააწინაურონ ესეც და კონრადიც
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    ფანი [?]
    #9 14 მაისი 2021 23:19
    1
    ციტატა: BEQA BARCA
    კაპიტნის გარდა მეკარემაც უნდა აკონტროლოს და მცველებმაც ყველამ ერთმანეთი.

    მართალი ხარ მარა ბარსელონაში არ იცნობენ ჯერ მაგ თეორიას..
    ფანი [?]
    #8 14 მაისი 2021 23:18
    0
    გუნდში რო კოლიადო გყავს ლა მასიაში და ტრინკი ტრუნკები რო მოყავთ ბრაგადან. და არათამაშებ და მერე ძლივს ორი მატჩი გადააბა გოლი და მაშინვე სკამზე დაააბეტონა ისევ.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 14 მაისი 2021 22:57
    0
    დააწინაურონ ეს ბიჭი უმაგრესია
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    Culé [?]
    #6 14 მაისი 2021 22:49
    0
    ციტატა: Clever liar
    მე ვფიქრობ, რაც უფრო უკნიდან თამაშობს კაპიტანი და ზურგიდან ადევნებს თვალს საკუთარ გუნდს, მით მეტად პროდუქტიულია მისი კარნახი და დროულ საიმედოც.
    აბა სისწრაფე რო გაქვს აკრეფილი, 4 კაციან დრიბლინგზე ხარ წასული და თან საცაა უნდა დაარტყა კარის მიმართულებით, რანაირად გინდა მაგდორს აკონტროლო პიკე და სირნგლეები ზედმეტად ზემოთ ხომ არ არიან ამოსული :))

    კაპიტნის გარდა მეკარემაც უნდა აკონტროლოს და მცველებმაც ყველამ ერთმანეთი.
    --------------------
    🗣Johan Cruyff:🗣
    ფეხბურთის თამაში მარტივია, თუმცა მარტივი ფეხბურთის თამაში - რთული"
    ფანი [?]
    #5 14 მაისი 2021 22:23
    1
    მე ვფიქრობ, რაც უფრო უკნიდან თამაშობს კაპიტანი და ზურგიდან ადევნებს თვალს საკუთარ გუნდს, მით მეტად პროდუქტიულია მისი კარნახი და დროულ საიმედოც.
    აბა სისწრაფე რო გაქვს აკრეფილი, 4 კაციან დრიბლინგზე ხარ წასული და თან საცაა უნდა დაარტყა კარის მიმართულებით, რანაირად გინდა მაგდორს აკონტროლო პიკე და სირნგლეები ზედმეტად ზემოთ ხომ არ არიან ამოსული :))
    გულშემატკივარი [?]
    #4 14 მაისი 2021 21:45
    0
    ციტატა: Iniesta_8
    იმ ჭკიუს კოლოფმა ერთხელაც არ გამოიძახა პირველ გუნდში, როცა ბარსა ბ-ში ამაზე უკეთესი არავინაა.

    ბარსა იქეთ იყოს და რეალი ძაან ცუდ დღეშია, ზიდანის რამოსის და ვარიანის წასვლა თითქმის გადაწყვეტილია, ამასთანავე პერესმა პირდაპირ თქვა ინტერვიუში რომ მბაპეს საყიდელი ფული არ აქვთ, და თუ მაინც მოახერხეს ყიდვა სხვების გაშვება მოუწევთ, საკმაოდ სუსტი გუნდი დახვდება მბაპეს რეალში, ვეტერანები და 1-2 სეზონში წამსვლელები რომ გამოაკლო ვილიარეალის დონის გუნდიც არ გამოვა. შემდეგ სეზონში ვერ გაძლიედებიან გუნდები და იქნება მოიფიქრონ 1 მაღალი დონის მცველის და მწვრთნელის მოყვანა, ლა ლიგის მოგებას ეგეც ეყოფა. მთავარია ლენგლე რობერტო და ეგეთები აღარ იყვენენ ძირითადში.


    ზიდანი გამორიცხულია წავიდეს და აი რამოსი ძაან არასწორედ იქცევა 1+1 სთავახობს პერესიდ ა 2 უნდა ეს ძალიან არასწორი საქციელია რადგანა რავინ იცის რას იზამს რამოსი ახალი სეზონიდან და იზღვევს თავს, ყველა ბარსასნაირი დებილი არაა სანამ არ გაასვენებენ მოედნიდან რომ არ მიდიან გუნდიდან :დ რაც შეეხება ვარანს უმოტივაციოა ეგ უკვე და კიდია რეალში ყომარი ხოდა კაი ფულადაც გაასუხარებენ აგერ მილიტაო ყავთ ალაბა უფასოდ დაითრიეს , იყიდიან 1-2 კაცს და ეგაა, ბრაჰიმი ყავთ მილანში განათხოვრებული დააბრუნებენ, ოდეგარდსაც, რეალს არაფერი ემუქრება ბარსელონამ იფიქროს 1-2 წელში სრული დედის... რომ ექნება გუნდს ყველა ერთად რომ მოუწევს წასვლა ძველ გვარდიას და მარტო ღლაპები რომ დარჩებიან, სჯობდა ბუსი პიკე ალბა 1-2 წლის წინ გაეშვათ და ნენლენა შეეჩვიათ ახალგაზრდები. მოკლედ ნელნელა ბარსა რეალი იმედია დაბრუნდებიან თორემ ეს ბაიერნი და ფულიანი გუნდები ნამეტანი ტვინს შვებიან :დ
    ფანი [?]
    #3 14 მაისი 2021 20:52
    2
    იმ ჭკიუს კოლოფმა ერთხელაც არ გამოიძახა პირველ გუნდში, როცა ბარსა ბ-ში ამაზე უკეთესი არავინაა.

    ბარსა იქეთ იყოს და რეალი ძაან ცუდ დღეშია, ზიდანის რამოსის და ვარიანის წასვლა თითქმის გადაწყვეტილია, ამასთანავე პერესმა პირდაპირ თქვა ინტერვიუში რომ მბაპეს საყიდელი ფული არ აქვთ, და თუ მაინც მოახერხეს ყიდვა სხვების გაშვება მოუწევთ, საკმაოდ სუსტი გუნდი დახვდება მბაპეს რეალში, ვეტერანები და 1-2 სეზონში წამსვლელები რომ გამოაკლო ვილიარეალის დონის გუნდიც არ გამოვა. შემდეგ სეზონში ვერ გაძლიედებიან გუნდები და იქნება მოიფიქრონ 1 მაღალი დონის მცველის და მწვრთნელის მოყვანა, ლა ლიგის მოგებას ეგეც ეყოფა. მთავარია ლენგლე რობერტო და ეგეთები აღარ იყვენენ ძირითადში.
    [?]
    #2 14 მაისი 2021 20:34
    3
    ტრინკაოს ყველაფრით გავს ვაფშე. და იმედია უფრო წარმატებულიც იქნება
    წევრი [?]
    #1 14 მაისი 2021 20:33
    4
    ტრინკაუ უნდა იყო პირველ გუნდში და ეს ბ-ში,საოცრებაა😐