Marca: ლაპორტა ჩავის დაუკავშირდა

Marca: ლაპორტა ჩავის დაუკავშირდა

"ბარსელონაში" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატის ძიება მიმდინარეობს.

როგორც მადრიდული Marca იტყობინება, კატალონიური კლუბის პრეზიდენტი, ჟოან ლაპორტა ბოლო კვირებში "ალ სადის" მთავარ მწვრთნელს, ჩავი ერნანდესს დაუკავშირდა.

წყაროს ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ "ბარსას" ლეგენდარულმა ნახევარმცველმა ცოტა ხნის წინ ყატარულ კლუბთან კონტრაქტი გაახანგრძლივა, "ალ სადი" "ბლაუგრანას" შეთავაზების შემთხვევაში ჩავის წასვლას ხელს არ შეუშლის.

ჩავიმ აზიური გუნდი 2019 წლის მაისში ჩაიბარა და მან უკვე ექვსი ტიტულის მოგება მოასწრო.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 11 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #11 15 მაისი 2021 13:52
    0
    ანუ, მაინც არ ეშვება? თუ ეგეთი მიმწოლია ლაპორტა მაშინ პეპს მიუბრუნდეს და იმანაც სიტიდან 2-3 ფეხბურთელი გამოაყოლოს ხელს. როგორც ბარსიდან ბაიერნში წასვლის დროს რო გააყოლა ხელს ტიაგო.
    წევრი [?]
    #10 15 მაისი 2021 00:53
    0
    ყველა მწვრთნელს უნდა დრო მაგრამ ამჟამად მაინც ვფიქრობ რომ კუმანს ერთი სეზონი კიდე უნდა მისცენ სხვა მოვა იმან თავისებურათ უნდა გადაწყობა გადმოაწყოს ტრანსფერები გვინდა ვნახოთ
    წევრი [?]
    #9 14 მაისი 2021 23:48
    0
    lukicha-barca,
    Zan kargad atamashebs gadasarevad magram is sul sxva donea aq sul sxva done schirdeba da ramdebad gaamartlebs eg vnaxot rocamova
    ფანი [?]
    #8 14 მაისი 2021 23:23
    1
    ამ ექსპერიმენტებს არ ჯობია მოვიდეს და აცადონ 2 სეზონი. კლოპმა სანამ არ ააწყო ჩემი ფეხები ქნა . ბარსას მექანიზმიც ასე მუშაობს თუ არ აცადე მწვთნელს და მან არ მოიწყო გუნდი ასე ექსპერიმენტები გაგრძელდება უსასრულოდ. უი კოუ მოვიყვანოთ არ გაამართლა მოდი დემბელე უი არც ამან უი აბა დეპაი ვცადოთ ვა არც ამან. აბა მოდი ნეიმარი დავაბრუნოთ, უი არ გამოვვა მაშინ გრიზმანი ვა არც ამან... და ასე უსასრულოდ......
    Culé [?]
    #7 14 მაისი 2021 22:23
    1
    ჩავის ეს გუნდი რა ფეხბურთს თამაშობს თუ იცით ვინმემ?ადევნებთ თვალს? ტიკიტაკას ელემენტებით უბერავენ?რას თამაშობს ჩავი ეგ მაინტერესებს
    Culé [?]
    #6 14 მაისი 2021 19:47
    1
    ციტატა: me da barca
    გაიგე ახლა ეს სიმართლეა თუ ჭორი.

    კაცმა არ იცის, თუმცა სეზონის ბოლოს გავიგებთ, ან პრესეზონამდე მაინც
    ფანი [?]
    #5 14 მაისი 2021 18:42
    1
    ახალი ოპერა! კუმანს დატოვებენ, ალბათ აჯობებს კიდეც.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 14 მაისი 2021 18:26
    0
    გაიგე ახლა ეს სიმართლეა თუ ჭორი.
    Culé [?]
    #3 14 მაისი 2021 17:03
    0
    ჯობია პიმიენტა დააწინაურონ
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    გულშემატკივარი [?]
    #2 14 მაისი 2021 16:53
    2
    ციტატა: NEYBarca
    სანამ ძველი საძმო იქნება გუნდში მანამდე არ მოვა :)

    ეგ ნამდვილად არაა სიმართლეს მოკლებული, მაგრამ იმ საძმოს მაქსიმუმ 3 წელი დარჩა ბარსაში სათამაშოდ და ეს თუ ამ 3 წლის მანძილზე ისევ ყატარში იქნება, პირდაპირ მწვრთნელად მოყვანა არამგონია სწორი იყოს.
    უფრო სწორი იქნებოდა ახლა ჯერ ბ გუნდი რომ ჩაებარებინა და მანამდე პიმიენტა დაეეწინაურებინათ ან თუნდაც პიმიენტას ასისტენტად რომ მოსულიყო, ანდაც კიდე რომელიმე ევროპული გუნდი რომ ჩაებარებინა.
    რაღაც ძაან არასერიოზულად უყურებს აქ მოსვლის საკითხს და შეიძლება ასე კიდევ კაი ხანს ვერ ვიხილოთ ბარსაში.
    ფანი [?]
    #1 14 მაისი 2021 15:59
    4
    სანამ ძველი საძმო იქნება გუნდში მანამდე არ მოვა :)