არაუხო გუნდთან ერთად ვარჯიშობს და შესაძლოა სელტასთან ითამაშოს

არაუხო გუნდთან ერთად ვარჯიშობს და შესაძლოა სელტასთან ითამაშოს

შესაძლოა, "ბარსელონას" ურუგვაელი ცენტრალური მცველი, რონალდ არაუხო, კვირას, "სელტასთან" გასამართ შეხვედრაში მოედანზე ვიხილოთ, იტყობინება Marca.

არაუხომ "ლევანტესთან" მატჩში მარცხენა ფეხის კოჭი დაიზიანა. მიმდინარე სეზონში, მან კოჭზე ტრავმა მესამედ მიიღო.

დღეს, "სიუტატ ესპორტივაზე" გამართულ სავარჯიშო სესიაში ახალგაზრდა ფეხბურთელი თანაგუნდელებთან ერთად ემზადებოდა. როგორც ჩანს, მისი ტრავმა იმაზე მსუბუქი აღმოჩნდა, ვიდრე ეს თავდაპირველად ჩანდა.

ჯერჯერობით, არ არის ცნობილი, ითამაშებენ თუ არა ოსკარ მინგესა და ილაიშ მორიბა "ბარსა B-სთან" ერთად სეგუნდა B-ის ფლეი-ოფში. რონალდ კუმანი გადაწყვეტილებას მომდევნო საათებში მიიღებს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 6 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 14 მაისი 2021 22:56
    0
    იმედია დასრულდება ერთხელ და სამუდამოდ ამის ტრამვები გავიდა ლევანტესთან და დაცვას დედა ეტირა
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    ფანი [?]
    #5 14 მაისი 2021 15:44
    0
    ციტატა: nika 54
    გუშინ არ წერდით ამ სეზონში მორჩა ამის ფეხბურთიო? საიდან აგროვებთ ესეთ განსხვავებულ ინფორმაციებს.

    ტვ-პირველი, მთავარი და ფორმულადან! laughing
    ფანი [?]
    #4 14 მაისი 2021 15:16
    1
    ცხოველაი ეს კიდე ტრამვები რო არ უშ₾იდეს ხელს კიდე უფრო მაგარ ჯანზე იქნებოდა
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 14 მაისი 2021 15:02
    0
    გუშინ არ წერდით ამ სეზონში მორჩა ამის ფეხბურთიო? საიდან აგროვებთ ესეთ განსხვავებულ ინფორმაციებს.
    გულშემატკივარი [?]
    #2 14 მაისი 2021 14:35
    1
    როგორი კლასნი მცველია, ყველაფერი აქ ვაბშე, რაც მაღალი დონის მცველს სჭირდება, მაგრამ იმედია ტრავმებისაკენ არ არის მიდრეკილი, ამხელა მოზვინული ტიპია და მერამდენე ტრავმაა უკვე...
    Culé [?]
    #1 14 მაისი 2021 14:25
    1
    ანუ ისეთი არაფერი, ხომ არ მეჩვენება, რომ "გააგორეს" და ტაიმბოლიც ამოაგდეს?! ჰალანდისთვის ფული სჭირდება