ერთი დღე "ბარსას" ისტორიაში - 14 მაისი

ერთი დღე "ბარსას" ისტორიაში - 14 მაისი

განვაგრძობთ რუბრიკას "ერთი დღე "ბარსელონას" ისტორიაში". ამჯერად შემოგთავაზებთ "ბარსელონასთან "დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 14 მაისს მოხდა.

თამაშები

14 მაისს "ბარსელონას" 13-ჯერ უთამაშია. კატალონიელებმა 7 მატჩი მოიგეს, 3 ფრედ დაასრულეს და 3 წააგეს.

1922 წელი

"ბარსელონამ" ესპანეთის თასის ფინალში "რეალ უნიონი" 5-1 დაამარცხა და ეს ტურნირი მეხუთედ მოიგო.

1994 წელი

ლა ლიგის ბოლო ტურში "დეპორტივოსა" და "ვალენსიას" შორის გამართული შეხვედრის 89-ე წუთზე ლა კორუნიელთა ფეხბურთელმა, მიროსლავ ჯუკიჩმა თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა. თამაში 0-0 დასრულდა, პარალელურ მატჩში "ბარსამ" "სევილია" 5-2 გაანადგურა და ძალიან დაძაბულ ბრძოლაში ჩემპიონი გახდა.

1997 წელი

თასების მფლობელთა თასის ფინალში "ბარსელონამ" "პარი სენ-ჟერმენი" 1-0 დაამარცხა და ტურნირი მეოთხედ მოიგო. ერთადერთი გოლი რონალდომ გაიტანა. ეს სარეკორდო მე-14 ევროპული ფინალი იყო და 10 ევროპული თასით "ბარსა" "რეალს" გაუთანაბრდა.

2005 წელი

"ლევანტესთან" 1-1 დასრულებული შეხვედრის შემდეგ "ბარსელონამ" 21-ე საუკუნეში ესპანეთის ჩემპიონატი პირველად მოიგო.

2016 წელი

"გრანადას" 3-0 დამარცხებით "ბარსელონამ" ბოლო 8 წლის განმავლობაში ესპანეთის ჩემპიონატი მეექვსედ მოიგო.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 14 მაისი 2021 15:18
    0
    2016 წელი
    "გრანადას" 3-0 დამარცხებით "ბარსელონამ" ბოლო 8 წლის განმავლობაში ესპანეთის ჩემპიონატი მეექვსედ მოიგო.
    რა დრო იყო, ენრიკეს და ვალვერდეს რო ვაგინებდით ლიგა სად არისო.
    რედაქტორი [?]
    #2 14 მაისი 2021 13:32
    0
    5 წლის წინ ჩემპიონები, წელს Possible მესამე ადგილი.. თან გრანადასთან სახლში წაგება ცოტახნის წინ..
    --------------------
    “No Matter Where Are You I Will Always Support And Love You ♥ ..”

    No Country for Old Men ❤️

    R e t i r e d
    Culé [?]
    #1 14 მაისი 2021 12:28
    0
    თასების თასზე გამახსენდა კონფერენს ლიგაც დაახლოებით ამავე დონის ტურნირი იქნება და ნეტა მოხვდეს ძირითად ეტაპზე რომელიმე ქართული კლუბი.დინამო ბათუმის იმედი მაქვს ყველაზე მეტად
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.