ESPN | "ბარსა" ჰანსი ფლიკს დაუკავშირდა, თუმცა უშედეგოდ

ESPN-ის ცნობით, ახალი მთავრი მწვრთნელის კანდიდატურასთან დაკავშირებით "ბარსელონას" წარმომადგენლები ჰანსი დიტერ ფლიკის გარემოცვას დაუკავშირდნენ. თუმცა, ეს მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა.
გერმანელი მწვრთნელის გარემოცვამ დაადასტურა, რომ იოაჰიმ ლიოვისაგან ბუნდეს-ნაკრების გადასაბარებლად ფლიკს ფაქტობრივად ყველა დეტალი აქვს შეთანხმებული და ის სხვა შემოთავაზებებს არც განიხილავს.
ლა ლიგის ჩემპიონობის მიზერული შანსების გამო რონალდ კუმანის მთავარ მწვრთნელად დარჩენის შანსი ძალიან მიზერულია. ჟოან ლაპორტა გუნდის ახალი თავკაცის ასარჩევად 7 ვარიანტს განიხილავს, რომელთა შორის სხვა გერმანელიც, იურგენ კლოპიც ფიგურირებს. შვიდეულში, რასაკვირველია, ჩავის სახელსაც შევხვდებით.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 6 ]