ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს კუმანი? 7 კანდიდატი

ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს კუმანი? 7 კანდიდატი

მიმდინარე სეზონში განცდილი ბევრი წარუმატებლობის შემდეგ, კატალონიის "ბარსელონას" მმართველ შტაბში რონალდ კუმანისადმი ნდობა ნელ-ნელა კლებულობს.

მიუხედავად იმისა, რომ ნიდერლანდელი სპეციალისტის კონტრაქტი ძალაში მომდევნო სეზონშიცაა, შესაძლოა, მან თანამდებობა ვადაზე ადრე დატოვოს.

ესპანური გამოცემა Sport იმ თავკაცების ვინაობას ასახელებს, ვინც სავარაუდოა, რომ მომდევნო სეზონიდან რონალდის ადგილს გადაიბარებს.

ჩავი ერნანდესი

ყველასთვის ცნობილი ფაქტია, რომ ადრე თუ გვიან, ჩავი "ბარსას" მწვრთნელად მოგვევლინება. ჟოან ლაპორტამ საარჩევნო კამპანიაში ადრე უკვე აღნიშნა, რომ ერნანდესის კლუბში ხილვა სურს, თუმცა მან ჯერ სარეზერვო გუნდი უნდა გაწვრთნას.

ჟორდი კრუიფი

ბოლო პერიოდში ჟორდის კანდიდატურის შესახებ ხშირად გაჟღერდა. თუმცა, აღსანიშნავია ისიც, რომ კრუიფს "შენჟენთან" ამჟამინდელი კონტაქტი დეკემბერში უმთავრდება. ის "ბარსას" სტრუქტურაში მოსვლის იდეას განიხილავს, თუმცა, ჯერჯერობით უცნობია, რა პოზიციას დაიკავებს ის. ჟოან ლაპორტას ჟორდის ოჯახთან ახლო ურთიერთობა აქვს.

იურგენ კლოპი

იურგენს "ლივერპულთან" კონტრაქტი 2024 წლამდე აქვს გაფორმებული, თუმცა უკანასკნელ პერიოდში დაფიქსირებული ცუდი შედეგების ფონზე, შესაძლოა, მხარეების გზები გაიყოს. Sport-ის ცნობით, "ბლაუგრანას" გასახდელი ოთახი მის მოსვლას ერთ-ერთ საუკეთესო არჩევანად მიიჩნევს. 

გაბი მილიტო

ლაპორტას, ზოგადად, სიურპრიზები უყვარს - ეს მან ერთხელ პეპ გვარდიოლასთან დაკავშირებითაც დაამტკიცა. პეპმა მისი იმედები გაამართლა. ახლა, შესაძლოა, რომ პრეზიდენტმა ყოფილი ფეხბურთელის ფორმულა გაიმეოროს და გაბი მილიტო მოიყვანოს.

ტიერი ანრი

მილიტოს მოყვანის ფორმულაში ტიერი ანრიც ჯდება - ფრანგი სპეციალისტი ამჟამად გუნდის გარეშე იმყოფება. ის აქამდე ბელგიის ეროვნულ ნაკრებში რობერტო მარტინესის ასისტენტი იყო, შემდეგ კი სათავეში კანადურს "მონრეალსაც" ედგა.

გარსია პიმიენტა 

გარსია ამჟამად "ბარსელონას" სარეზერვო გუნდს წვრთნის. მას არაერთხელ განუცხადებია, რომ მზადაა, ძირითადი გუნდის თავკაცი გახდეს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ გარსიას ხელში "ბარსა ბ" შესანიშნავად გამოიყურება.

მარსელო გალიარდო

გასულ სეზონებში მარსელო კატალონიურ კლუბს ბევრჯერ დაუკავშირეს. ის ამჟამად "რივერ პლეიტს" თავკაცობს და მსოფლიო ფეხბურთის მასშტაბით, ერთ-ერთ ყველაზე ნოვატორ მწვრთნელად ითვლება...

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 24 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #24 13 მაისი 2021 16:48
    0
    კლოპი ან პიმიენტა.
    გულშემატკივარი [?]
    #23 13 მაისი 2021 16:46
    0
    კლუპი ძირითადი გუ დის მწვრთნელად და ჩავი ბ გუნდისან ახალგაზრდულის მწრვთნელად
    წევრი [?]
    #22 13 მაისი 2021 15:42
    2
    ყველაზე მაგარი ვარიანტი მაინც კლოპია
    წევრი [?]
    #21 13 მაისი 2021 14:29
    0
    პიმიენტა,ბ ვარიანტი გალიარდო და ხავი ყველა ვარიანტში ბარსა ბ.ნუ ეს ყველაფერი პეპის ვარიანტის გამორიცხვის მერე🙂🙂
    საიტის ლეგენდა  [?]
    #20 13 მაისი 2021 12:54
    0
    კრუიფმა და ანრიმ სერთოდ დაანებონ თავი მწვრთნელობას ჯობია. ანრის დიდ პატივს ვცემ როგორც ფეხბურთელს, მაგრამ როგორც მწვრთნელი 0.
    Culé [?]
    #19 13 მაისი 2021 05:56
    4
    სანამ შემადგენლობას არ მიხედავთ,ვინც გინდათ ის მოიყვანეთ, აზრი არააქვს, კუმანი დებილი გგინიათ? ესე ფიქრობთ? და დანარჩენი ყველა ჭკვიანი? შეცვალეთ კამანდა, თუ გინდათ ტიტულები....
    --------------------
    მარცხი გარდაუვალია,ეს როდისმე აუცილებლად მოხდება,უბრალოდ ეს უნდა იყოს ღირსეული...
    გულშემატკივარი [?]
    #18 13 მაისი 2021 05:17
    1
    "sauketeso shvideuli" baax buuux dddd karoche xavi truxa temaa, klopic truxaaa galiardos ar umushavia europashi mara rikashetaa tipia ise, duxianicaa da mshvenieri inovaciuri ideebic aqvs, es pimienta natelashvilivitaa-ertxel mandeto ro gaidzaxis da kak raz magas visurvebdi mec, mshvenieri jilkiani tipi chans+b gunds sakaipod ayomarebs+shida atmospheros azrzea da ravi...
    ფანი [?]
    #17 12 მაისი 2021 23:55
    1
    ციტატა: El pistolero 9
    გვარდიოლა არ ჩანს აქ დამბრუნებელი.

    რატომ? აბა სახლი რისთვის იყიდა ბარსელონაში საინტერესოა?
    საერთოდ საცხოვრებლად ლონდონი უნდა, ნათქვამი აქვს ადრე პრესასთან..
    წევრი [?]
    #16 12 მაისი 2021 22:54
    2
    უმეტესობას გვინდა ხავი ან ჯერ პიმიენტა და ხავი ბარსა ბ-ს თავკაცად, მაგრამ მე მგონი კლოპი სჯობს. ბარსელონას მთავარი პრობლემა ისაა, რომ პრესინგი და სირბილი არ შეუძლიათ ფეხბურთელებს. ასაკოვნები უკვე გატუტუცებულები არიან, ახალგაზრდები კი ვერ ახერხებენ 2 ადამიანის მაგივრად სირბილს. არადა თანამედროვე ფეხბურთის დიდი ნაწილი პრესინგი და კონტრპრესინგის მიზნით სწრაფად გაშლა ანუ ენერგიულად მოძრაობაა საჭირო. ჰოდა კლოპი რომ არბენინებს ფეხბურთელებს მასე უნდა... 2-3 წლის შემდეგ კი ხავის უკვე საოცრად ძლიერი, მოძრავი გუნდი დახვდება. ტიკი-ტაკას ელემენტებს კი ბარსა ბ-მდე სწავლობენ ისედაც
    Culé [?]
    #15 12 მაისი 2021 22:51
    2
    ნუ ხავის სიტუაცია ნათელია და ტქვა ლაპორტამ რომ ჯერ სარეზერვო გუნდში უნდა დაამტკიცოს რა შეუძლიაო და მეც ვეთანხმები. ერთი სიტყვით კლოპსა და პიმიენტას შორის უნდა მოხდეს არჩევა. მე უფრო კლოპისკენ ვიხრები იმიტომ რომ რარაც ახალს შემატებს გუნდს. კრუიფს და ანრის არც განვიხილავ. არგენტინელებს კი ჯერ ევროპაში არაფერი დაუმტკიცებიათ. მოკლედ კლოპი გამოვიდეს იქნებ.
    Culé [?]
    #14 12 მაისი 2021 22:48
    1
    ნაგელსმანი კარგი ვარიანტი იყო მაგრამ წაიყვანა ბაიერნმა. გვარდიოლა არ ჩანს აქ დამბრუნებელი. ჩავი და პიმიენტა ყველაზე რეალური ვარიანტებია და ამათ გარდა ტენ ჰაგის კანდიდატურა მხიბლავს ძაან, მგონი გაახანგრძლივა აიაქსთან კონტრაქტი მაგრამ შეიძლება გადმობირებაზე ჩალიჩი. დანარჩენი აქ ჩამოთვლილები სეტიენზე უარესს უზამენ ბარსას
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    გულშემატკივარი [?]
    #13 12 მაისი 2021 22:45
    1
    ამ შვიდეულიდან,გალიარდო-პიმიენტა- ჩავის სამეულიდან რომელიმე. ზოგადად ევროპა-მსოფლიოს მაშტაბით სულ 7-8 სუპერ მწვრთნელია.ისე გვარდიოლა ...იფ,იფ...რას დახატავს.
    ფანი [?]
    #12 12 მაისი 2021 22:33
    1
    7 არა 27 სულ 3 იდეალური ვარიანტია ხავი-კლოპი- გვარდიოლა

    თუ გვარდიოლა მოვა რა თქმა უნდა სხვაზე არავინ იფიქრებს განსაკუთრებით მჯერა მაგის თუ ლიგა მოიგო წელს

    კლოპმა ამოწურა თავი ლივერპულში თუმცა მისი აგენტი ამბობს რომ წასვლას არ აპირებს, თუმცა ჩვენთვის მისი ქარიზმა ხასიათი და ცოდნა იდეალური იქნებოდა

    და ხავი რომელიც ამ ორის შემდეგ ყველაზე საინტერესო იქნება
    Culé [?]
    #11 12 მაისი 2021 22:32
    0
    გალიარდო და მილიტო, ორი არგენტინელი... რომ გადავხედე სტატისტიკას, ცუდი სტატისტიკა არც ერთს არა აქვს, მაგრამმმმ
    ჰოლანდიელის მოსვლა არ მინდა, ნამეტანი ფლეგმა ხალხია და მარცხს ზედმეტად "ტოლერანტულად" ხვდებიან
    კლოპი? პროფესიონალია, ჟილკიანი და მებრძოლი, მაგრამ ვნახოთ, გარისკავს რო?!
    საიტის ლეგენდა  [?]
    #10 12 მაისი 2021 22:32
    2
    რა მილიტო რა გალიარდო რა ანრი ხომ არ ღადაობენ ხავი პიმიენტა კლოპიდან ერთ-ერთი უნდა დანიშნონ
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    გულშემატკივარი [?]
    #9 12 მაისი 2021 22:31
    0
    გვარდიოლა ჩემი აზრით არ დაბრუნდება მილიტო და ანრი არ მგონია ბარსას დონეზე იყვნენ ჩავის ჯერ ბარსა ბ-ში აქვს დასამტკიცებელი აი გარსია პიმიენტა არუნდა გავუშვათ ხელიდან თან აკრეფილიაქ საკაიფოდ და კარგად მოერგება გუნდს ენრიკესავით მარტო ეგ უშველის ბარსას დღეს
    წევრი [?]
    #8 12 მაისი 2021 22:29
    0
    ხავი ან პიმიენტა.თუ მოვა ხავი და სარეზერვო გუნდს ჩაიბარებს 1 წლით იდიალური იქნება🙃პიმიენტა იხვეწება დამნიშნეთ მე მივხედავო და ჩვენიანია ეს ჩემისა მასზე მეტად არავინ იცის რა ხდება და როგორ კლუბში და ღირს კარისკვა მგონი.
    მე კლოოპს ვერ ვხედავ ბარსელონაში და დამცხრილეთ თუ გინდათ.🙃
    გულშემატკივარი [?]
    #7 12 მაისი 2021 21:34
    1
    კლოპი? თუ ლივერპული ჩემპიონთა ლიგაზე ვერ გავა მაინც არა მგონია მოვიდეს ევროლიგა ვფიქრობ კლოპისთვის სტიმული იქნება იბრძოლოს მომავალ სეზონში პრემიერ ლიგის მოსაგებად ევროლიგის მოსაგებადაც რათა 2023 წელს ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშოს ასეთივე ბედი ელის ტურინის იუვენტუსს ინტერს სასწაული სეზონი ჰქონდა სკუდეტო მოიგო წელს და მომავალ სეზონზე ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს ჩვენ რაც შეგვეხება ძალიან ცუდი სეზონი გვაქვს კოპას მეტი ტიტული არ მოგვიგია კუმანი მართლა გასაშვებია ასე რომ იჩალიჩონ სანამ უმუშევარია მასიმილიანო ალეგრი
    ფანი [?]
    #6 12 მაისი 2021 21:16
    3
    კლოპი!
    --------------------
    Argentina
    გულშემატკივარი [?]
    #5 12 მაისი 2021 21:15
    2
    ჩავი ან პიმიენტა.თუ სასწაული მოხდა გვარდიოლა.