რონალდ კუმანი ლევანტესთან მატჩის შემდეგ

რონალდ კუმანი ლევანტესთან მატჩის შემდეგ

კატალონიის "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი, რონალდ კუმანი "ლევანტესთან" ფრედ დასრულებული მატჩის შემდეგ (3-3), ჟურნალისტებთან საუბრობს:

პირველ ტაიმში შესანიშნავად გამოვიყურებოდით, მეორე ნახევარში კი ბურთი ბევრჯერ დავკარგეთ, რითაც მეტოქეს შანსები მივეცით. გაუგებარია, ასე რატომ მოხდა.
ლა ლიგაში საქმე გართულდა - ჩვენი გუნდი კონკურენტებზეა დამოკიდებული, მაგრამ ეს მარტივი არ იქნება. ჩვენი მიზანი დარჩენილი 3 დაპირისპირების მოგება იყო. როგორც მწვრთნელს, ყველაზე მეტი პასუხისმგებლობა მე მაქვს.
მაინტერესებს, რა მოხდა, რადგან ინტენსიურ თამაშზე ვისაუბრეთ, ეს კი მეორე ტაიმში არ გამოგვივიდა. იმედგაცრუებული ვარ. 2-ბურთიანი სხვაობით ვიგებდით.
ჩემი მომავალი? მწვრთნელებს ამას ხშირად ეკითხებიან, რაც კარგად მესმის.
ხვალიდან წინსვლა უნდა განვაგრძოთ და მომდევნო 2 შეხვედრისთვის მოვემზადოთ, ისევე, როგორც მომავალი სეზონისთვის. თუმცა, პირველ რიგში, დღევანდელი შედეგი უნდა გავაანალიზოთ.
ზოგჯერ ისეთი რაღაცები ხდება, რასაც ვერ ავხსნით. ვფიქრობ, მეორე ტაიმში ისეთი ინტენსიურები აღარ ვიყავით. შესაბამისად, როცა აგრესიული აღარ ხარ, განვითარებულ მოვლენებზე გვიან რეაგირებ. პრობლემები სწორედ გუნდის შენელებამ გამოიწვია, რასაც მოწინააღმდეგის მოტივირება დაემატა.
ინდივიდუალურად ვერავის დავადანაშაულებ - მთელი კოლექტივი დაცვით კომპონენტში მოიკოჭლებდა. "ბარსასთვის" 45 წუთში 3 გოლის გაშვება ძალიან ბევრია.
სერჟი რობერტო უბრალოდ ტრავმის გამო შევცვალე.
ამ შედეგის შემდეგ, მომავალ სეზონზე საუბარი რთულია. "ლევანტეზე" ვიყავი ფოკუსირებული, მაგრამ იმედგაცრუებული დავრჩი.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 40 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #40 13 მაისი 2021 18:28
    0
    ისე სანამ კარგ მწვრთნელს არ ვიშოვით ვალვერდე ხო არ დაგვებრუნებინა, თუ ორწლიანი ბანი აგვარტყეს ლიგაზე? რაღა გვიჭირს, ესპანეთში მეფე იყო ეგ კაცი და ცოტა ტიტულებს მაინც ავკრიფავთ საშინაოებს.
    ფანი [?]
    #39 13 მაისი 2021 14:42
    0
    არადა კუმანის ბრალი თუ იყოს კიდე რამე.. გუნდი უკვე 2 0 ს იგებდა და კიდევ რამოდენიმე გოლის გატანა შეეძლო.. თუ ცუდი იყო იქნებოდა თავიდანვე.. და მთელი დაცვა 80 წლის კბილებივით იყო მორყეული და უვარგისი...
    Culé [?]
    #38 12 მაისი 2021 14:31
    0
    მომავალ სეზონზე ფიქრით თავს ნუ შეიწუხებ შეიძლება აღარც იყო ბარსაში
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    გულშემატკივარი [?]
    #37 12 მაისი 2021 12:10
    2
    კუმანის იდიოტურ ტაქტიკას ეზოს ბავშვებიც კი ხვდება. კუმანი გასაშვებია და ასევე ნახევარი გუნდი
    ხეტაფესთან 1:0 წაგება
    ატლეტიკოსთან 1:0 წაგება
    კადისთან 2:1 წაგება
    ბილბაოსთან 3:2 წაგება
    გრანადასთან 2:1 წაგება
    კადისთან ფრე 1:1
    ეიბართანაც დრე 1:1
    ალავასთან ფრე 1:1 თან 10 კაცსაც ვერ მოუგეს
    და ლევანტესთან ფრე 3:3
    ეს ყველაფერი "ჭ" კლასის გუნდებთან უაზროდ ქულების დაკარგვა.
    კუმან უნდა წახვიდე!
    ვალიკო "ჭ" კლასს კი არა კლასიკოს, ლა ლიგას, კოპას და ლიგას ადუღებდა შინ და გარეთ, ორი გრანდი შეცდომა ჰქონდა მხოლოდ: რომასთან და ლივერპულთან
    ფანი [?]
    #36 12 მაისი 2021 11:38
    3
    პიმიენტა უნდა მოიყვანონ ან ხავი პირდაპირ ამაზე უარესს არ იზამენ უკეთესად კი დარწმუნებულივარ ერთიც და მეორეც .არც ჰანსი ფლიკი არც გვარდიოლა და კიდე არაერთის მოყვანა შეილება ვინც საერთოდ არ იცოდნენ ვინ იყვნენ ტრენერობაში მარა მსოფლიო დაადუმეს (დოდოლამპარდს და პირლოს ხავის არც შევადარებ)
    თუ პეპმა ლიგა მოიგო და წამოიყვანეს ხომ კანფეტ თუარა პიმიენტას ან ხავის ვისურვებდი ამაზე უარესს არცერთი იზამს
    --------------------
    ❤️ანსუ მანეეეე ბარსას მომავალი ჩემი ოქროს ბიჭუნა❤️riki puig and pedri the best talent❤️joan laporta is back❤️⚽ 🏆(no to racism)🏆
    საიტის ლეგენდა  [?]
    #35 12 მაისი 2021 11:33
    3
    ხო ინტენსიურობის ნაკლებობა დაინახე და შენ რო მზე ტაქტიკა და ცვლილებები გაქვს ეგ არ დაინახო
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    ფანი [?]
    #34 12 მაისი 2021 11:28
    6
    ახლა წადი კუმან ჰო ? აკი ავტორიტეტიაო ესაო ისაო რამოხდა ავტორიტეტი მწვრთნელი აღარაა?
    რო ვიძახდი ყველაზე კარგი ვარიანტი პიმიენტაა იცის ლამასია თან ხავის მოსვლამდე ნიადაგს მოამზადებს და იქნებ ხავი აღარც დაგვჭირდეს თქო აქ 80%ტმა სიცილი დაიწყო ავტორიტეტი გვინდაო ნახე ჰოლანდიას როგორ ათამაშებსო ახლა რამოხდა ? ტიპი სუარესს უშვებს და ბრეიტვეიტს იტოვებს ტიპს პედრის გაშვება უნდოდაო ავტორიტეტი არა იხვის ტოლმა
    --------------------
    ❤️ანსუ მანეეეე ბარსას მომავალი ჩემი ოქროს ბიჭუნა❤️riki puig and pedri the best talent❤️joan laporta is back❤️⚽ 🏆(no to racism)🏆
    ფანი [?]
    #33 12 მაისი 2021 11:21
    3
    დიდი დრო არ გიწერია კუმან
    გულშემატკივარი [?]
    #32 12 მაისი 2021 10:57
    2
    აი ვალიკო შენსავით არ ისვრიდა, იგი თამაშის დროს ჩაცუცქული და ხანდახან მძინარეც იყო, მაგრამ ლა ლიგას, კოპას ბრდღვნიდა ქულების დიდი უპირატესობით, ჩ ლიგასაც ბოლომდე, პროსტო ფინალი არ ევასებოდა

    კუმან ბარსა არაა შენი ადგილი დაგვანებე თავი!
    კუმანი OFF
    წევრი [?]
    #31 12 მაისი 2021 09:06
    6
    კაცი 2ბურთიანი სხვაობით იგებს და შეხვედრას ფრედ ასრულებს წადი რა კუმან!
    საიტის ლეგენდა  [?]
    #30 12 მაისი 2021 08:48
    5
    კუმან დროზე წადი . არაფრის მაქნისი შენ არახარ. რაც მეტ ხანს დარჩები მით უარესი ბარსას ფანებისთვის , ( ბევრი ნერვიულობა კლავს ხალხს)
    --------------------
    ❤️❤️❤️ ილია ჭავჭავაძე ❤️❤️❤️
    ❤️ლელთ ღუნია:"ადრიდა ავად თუ კარგად ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნეს,მით იყვის უკედ."❤️
    წევრი [?]
    #29 12 მაისი 2021 08:46
    4
    Erti sityvit sul moo..........nit gundobac mwvrtnelobac da xelmzgvanelobac .....
    გულშემატკივარი [?]
    #28 12 მაისი 2021 07:07
    5
    მოშორდი!!! მე ის მიკვირს შუა სეზონშივე რატო არ გააგდეს !!!!
    გულშემატკივარი [?]
    #27 12 მაისი 2021 04:23
    2
    ეეე ლელაძეეე...
    ახალბედა [?]
    #26 12 მაისი 2021 03:10
    3
    მარტო კუმანშიც არაა საქმე კაპიტანზეც ბევრი რამეა დამოკიდებული თამაშის დროს მიუხედავად იმისა რომ მესის როგორც ფეხბურთელს უდიდეს პატივა ვცემ როგორც კაპიტანი ნოლია იმენნა მას არ შეუძლია დამუხტოს თანაგუნდელები და კიდე ბევრი ნიუანსია რასაც კაპიტანი უნდა აკეთებდეს თამაშის დროს და როდესაც გუნდის კაპიტანი დანგრეულია თანაგუნდელებიც ტყდებიან მერე

    ხოლო კუმანი როგორც ტრეინერი არაფერი არაა ბარსა მისთვის მეტისმეტად მაღალი დონეა პიანიჩი სკამის სახეხად დაიმატა ???
    ახალბედა [?]
    #25 12 მაისი 2021 03:03
    3
    BaKuRa,
    მაგას ვამბობ მეც.
    და ეს პიანიჩი რატომ გავცვალეთ საერთოდ, ერთხელ მაინც გამოიყვანე ტო, ვინაა ეს კუმანი ნერვები მეშლება, ტრენერი კიარა მაგარი ლეღვია
    საიტის ლეგენდა  [?]
    #24 12 მაისი 2021 03:00
    5
    რა დავაშავეთ ესეთი. ჯერ ვალვერდეს გაგდებას ვნატრობდით რომის მერე და სანამ არ მოგვინელა არ გაუშვა იმ მათხოვარმა, მერე მოათრია მენახირე და დავიწყეთ იმაზე ფიქრი, თუ როდის გააგდებდა. გააგდეს და მოიყვანა ეს ბულდოგი. ახლა ამას როდის გააგდებს ლაპორტა იმაზე უნდა ვიმტვრიოთ თავები. ოდესმე ნორმალური მწვრთნელი გვეღირსება, რომელიც გუნდს დაალაგებს, გასაშვებს გაუშვებს და თამაშით სიამოვნებას მოგვანიჭებს.
    Culé [?]
    #23 12 მაისი 2021 02:54
    11
    რა მიკვირს იცით? ერთი მესიმაც გააკეთოს კომენტარი კაპიტანია თუ დამლაგებელი ვეღარ გავიგე 🤷🏻‍♂️ მთელი სეზონია დუმს. ტყუილად აქვს ის სამკლაური 😡
    ახალბედა [?]
    #22 12 მაისი 2021 02:53
    4
    ბიჭო გვეკაიფება ეს თუ მართლა ასეთი პიკეა? :@
    ფანი [?]
    #21 12 მაისი 2021 02:51
    4
    ბულდოგი ტყუილად შეგარქვეს ის უფრო ჭკვიანია სახელს უფუჭებ, ასეთი მშიშარა ვერც ვერაფერს მოიგებს.

    Giovanni,
    თასიც რომ რა გრიზმანის გამონათება ფინალამდეც ვერ მივიდოდნენ, მანდ კუმანი არაფერ შუაშია და ფაქტია ძაან დაბალი დონის მწვრთნელია.