ბარსელონა მესისთან მოლაპარაკებებს აწარმოებს - Sport

ბარსელონა მესისთან მოლაპარაკებებს აწარმოებს - Sport

"ბარსელონამ" და გუნდის ლიდერმა ლიონელ მესის კონტრაქტის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების დაიწყეს. ამის შესახებ ინფორმაციას Sport ავრცელებს.

კატალონიელი ჟურნალისტების ცნობით, "ბარსას" პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ და ლეოს მამამ ხორხე მესიმ გასულ კვირაში ერთად ისაუზმეს და კონტრაქტის გახანგრძლივებაზე იმსჯელეს. შეხვედრამ კარგ გარემოში ჩაიარა.

Sport-ის ინფორმაციით, "ბლაუგრანა" არგენტინელს შეთავაზებას ფინანსური აუდიტის დასრულების შემდეგ გაუკეთებს. საბოლოო შეთავაზება, როგორც ეკონომიკური, ასევე სპორტული კუთხით, აუდიტის შედეგებზე იქნება დამოკიდებული.

როგორც ჩანს, ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ ლეო მესი "ბარსელონაში" დარჩება, თუმცა, საბოლოო შეთანხმების მიღწევას რამდენიმე კვირა დასჭირდება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 11 მაისი 2021 17:37
    1
    კიდევ ერთი სეზონი უნდა დაუკარგოს ამ ტალანტს, სიტიში ეგ უკვე ოქროს ბურთის კანდიდატი იქნებოდა.
    Culé [?]
    #1 11 მაისი 2021 16:45
    0
    ვინმეს ეჭვი ეპარება რომ დარჩება?