ბარსელონას აგუეროსა და დეპაის შორის არჩევანის გაკეთება უჭირს - MD

ბარსელონას აგუეროსა და დეპაის შორის არჩევანის გაკეთება უჭირს - MD

Mundo Deportivo-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ბარსელონას" ჯერ არ გადაუწყვეტია, სერხიო აგუერო დაიმატოს თუ მემფის დეპაი, ამის მიზეზი კი ისაა, რომ რონალდ კუმანის მომავალი კატალონიურ კლუბში უფრო და უფრო საეჭვო ხდება.

აგუეროსა და დეპაის სიტუაცია ერთმანეთს ძალიან ჰგავს. "მანჩესტერ სიტისა" და "ლიონის" შემტევები სეზონის ბოლოს თავისუფალი აგენტები ხდებიან და ორივეს "ბარსელონაში" თამაში უნდა, თუმცა "ბლაუგრანა" მხოლოდ ერთ-ერთ მათგანს დაიმატებს.

MD-ს ცნობით, ამ საკითხთან დაკავშირებით კუმანისა და ხელმძღვანელობის აზრი ორადაა გაყოფილი. რონალდს გუნდში მისი თანამემამულის მოსვლა უნდა, ხოლო კლუბის დირექტორები დეპაის შეძენაში დარწმუნებულები არ არიან. ჟოან ლაპორტას სურს, გაიფორმოს აგუერო, რომლის მოსვლის წინააღმდეგი ნიდერლანდელი სპეციალისტია.

იმავე წყაროს ინფორმაციით, ვინ მოვა "ბარსელონაში", აგუერო თუ დეპაი, დამოკიდებულია იმაზე, დარჩება თუ არა კუმანი, ეს კი ჯერჯერობით გადაწყვეტილი არაა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    ფანი [?]
    #5 11 მაისი 2021 23:29
    0
    გრიზმანს მეც ვერჩოდი ის არ იყო რაც გვინდოდა მაგრამ ბოლო მატჩებში საუკეთესო იყო მე გრიზმანს გაშვების მომხრე არ ვარ და ბებერი აგუერო არა საჭირო მაგრამ დეპაი კაი იქნება ერთი სიტყვით ახალი გუნდია ასაწყობი და დრო უნდა მაგას
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 11 მაისი 2021 22:33
    0
    რა არჩევანი ორივე მოიყვანეთ
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 11 მაისი 2021 15:41
    2
    მოიყვანონ ორივე, ორივე თანახმაა ხელფასის დაკლებაზე, ფულს არ ვიხდით და მეტი რა გვინდა. მაყიდები თუ გვყვანან ბრეიტვეიტი, დემბელე, კოუტინიო, გინდაც გრიზმანი ამათზე ნაკლებები არიან? ესენი კიდევ გაყიდონ, რა ფიქრი ამას უნდა. ვინც ვერ ივარგებს და დაჯდება ტრანსფერზე.
    ფანი [?]
    #2 11 მაისი 2021 15:07
    1
    ბრაითვეიტი დემბელე გაუშვან და ორივე უნდა დაითრიონ❤აგუერო დიდ მატჩებში საჭირო იქნებაა,ექსტრა კლასის ფინიშერია მაინც და დეპაისნაირი ტექნიკური და მოძრავი ტიპიც საჭიროა❤გრიზმანი დეპაი აგუერო მესი ფატი ძაან თსლ შეტევა იქნება🙃
    ფანი [?]
    #1 11 მაისი 2021 14:26
    0
    როგორც ერთი ისე მეორე ფეხბურთელია საჭირო რომ იყიდონ.გარემარბიც გვინდა და ფორვარდიც