სერხიო აგუერო ხელფასის შესამცირებლად მზადაა

სერხიო აგუერო ხელფასის შესამცირებლად მზადაა

"მანჩესტერ სიტის" 32 წლის თავდამსხმელ სერხიო აგუეროს "ბარსელონაში" გადმოსვლა უნდა და ამისთვის იგი მზადაა, ხელფასი შეიმციროს.

ცნობილი სპორტული ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, არგენტინელი შემტევის წარმომადგენლები "ბარსას" კიდევ ერთხელ დაუკავშირდნენ და შეატყობინეს, რომ ფეხბურთელი მზადაა, ხელფასი შეიმციროს, რათა ტრანსფერის განხორციელება შესაძლებელი გახდეს.

იმავე წყაროს ცნობით, "ბარსელონა" აგუეროსთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას სეზონის ბოლოს მიიღებს.

აგუეროს, რომელიც ზაფხულში თავისუფალი აგენტი ხდება, კატალონიურ კლუბს უკვე დიდი ხანია უკავშირებენ. გავრცელებული ინფორმაციით, სერხიოს მიზანი "ბლაუგრანაში" მის მეგობარ ლიონელ მესისთან ერთად თამაშია.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 9 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #9 11 მაისი 2021 17:23
    0
    ციტატა: Giovanni
    ერთი ის ვიცი რომ ამას პენალტები არ უნდა დაუთმოს მესიმ არასოდეს😂😂

    ეხლა რო ვთქვათ რო მესი პენალტებში ღმერთიაო არც მთლად ეგრეა საქმე. როგორც მახსოვს ამას ჩელსისთან პენალტი რო დაარტყმევინეს რაღაც რეკორდზე მიდიოდა მე მგონი უეინ რუნის ეწეოდა, და ეტყობა ნამეტანი ლამაზად მოინდომა გოლის გატანა, და იმიტომ გამოუვიდა ნახევრად პანენკა, მეკარე ბოლომდე არ მოტყუვდა და როცა ნახა იმ კუთხესკენ არ მიდიოდა გოლი უცებ მოასწრო ფეხზე დადგომა და ბურთიც პირდაპირ ხელებში მიიღო.
    წევრი [?]
    #8 11 მაისი 2021 11:25
    0
    ანსუს მომავალი ბურუსითაა მოცული? ხან ინდივიდუალურად ვარჯიშობსო წერენ, ხანაც, კიდევ ოპერაცია ჭირდებაო, რა დაამტვრიეს ასეთი საწყალი ბავშვი ბლიად, წარმომიდგენია რა დღეში იქნება ფსიქოლოგიურად. :(
    აგუერო კი ნამდვილად კარგი შრნაძენი იქნება ბარსასთვის, განსაკუთრებით ლეოზე აისახება დადებითად, რაც პისტოლეტო ჩამოაშორეს , თამაში აღარ უნდა ბლინ, ფსიქოლოგიურად გატყდა კუმანს დავაფსი წელზე, დაახვევინონ დროზე მაგ სლესარს რა!
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 11 მაისი 2021 01:26
    1
    ბრაიტვაიტი და დემბელე უნდა გაუშვან.დეპაი მე უკვე გადმოსული მგონია,ესეც თუ მოვიდა მთლად კარგი და ჰალანდზეც თუ გავიწიეთ გრიზმანიც გასაშვები იქნება.
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 10 მაისი 2021 22:34
    0
    La Pulga10,
    ეს ეხლაა 7-11, მაგრამ მაინც უფრო 9-იანის ტიპია, აი ცოტა ხანი ვაცადოთ და დავრწმუნდებით, მთავარია გამოჯანმრთელდეს
    აი ეტო'ოს ტიპის 9-იანია უფრო, ტექნიკური, ბურთის ფლობით, სიღრმიდან შეტევის უნარით, დამსწრები და კაცის მომტყუებელი, თავით ნორმალურად თამაშობს იმისდა მიუხედავად, რომ საშუალო სიმაღლისაა
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 10 მაისი 2021 19:54
    0
    ვიცით ეგ
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 10 მაისი 2021 19:48
    0
    Albicelecte,
    ანსუ არაა 9 უფრო 7 ან 11
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 10 მაისი 2021 19:44
    1
    რაც არ უნდა იყოს, კლასგარეშე ფორვარდს აღარ ეცმევა 9-იანი მაისური
    თუმცა მე 9-იანი ანსუთვის მინდა, ამას კი 16 ნომრიანს მივცემდი
    პედრის 16 ნომერს გამოვუცვლიდი და 8 ნომერს ჩავაცმევდი
    Culé [?]
    #2 10 მაისი 2021 19:28
    0
    ძაან დონეა აგუერო. მოდი მოდი ნუღა აჭიანურებ❤
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 10 მაისი 2021 19:13
    2
    სკამზე აგუერო&სკამზე ბრაითვაითი
    მაინც თვალში საცემი სხვაობაა