ერთი დღე "ბარსას" ისტორიაში - 10 მაისი

ერთი დღე "ბარსას" ისტორიაში - 10 მაისი

წარმოგიდგენთ რუბრიკას "ერთი დღე "ბარსელონას" ისტორიაში". ამჯერად შემოგთავაზებთ "ბარსელონასთან "დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 10 მაისს მოხდა.

თამაშები

10 მაისს "ბარსელონას" 17-ჯერ უთამაშია. კატალონიელებმა 9 მატჩი მოიგეს, 5 ფრედ დაასრულეს და 3 წააგეს.

1925 წელი

სევილიაში გამართულ ფინალში "არენას დე გუეჩოს" 2-0 დამარცხებით "ბარსელონამ" ესპანეთის თასი მეექვსედ მოიგო. გოლები სამიტიერმა და სანჩომ გაიტანეს.

ეს ესპანეთის თასის ისტორიაში მე-200 თამაში იყო.

1973 წელი

დაიბადა "ბარსელონას" ყოფილი მეკარე რუშთუ რეჩბერი. 2003/04 წლების სეზონში მან "ბლაუგრანას" მაისურით 9 თამაში ჩაატარა.

1989 წელი

თასების მფლობელთა თასის ფინალში "სამპდორიას" 2-0 დამარცხებით "ბარსელონამ" ეს ტურნირი მესამედ მოიგო. გოლები სალინასმა და ლოპეს რეკარტემ გაიტანეს.

1997 წელი

"კამპ ნოუზე" გამართული "ელ კლასიკოს" 23-ე წუთზე რობერტო კარლოსის უხეშობის გამო მოედნიდან "ბარსას" 2 ფეხბურთელი იყო გაყვანილი - მიგელ ანხელ ნადალი და ჯოვანი. ამის მიუხედავად თამაში "ბლაუგრანამ" მოიგო. ერთადერთი გოლი რონალდომ გაიტანა.

2000 წელი

ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალის განმეორებით მატჩში "ბარსელონამ" "ვალენსია" 2-1 დაამარცხა, მაგრამ 2 შეხვედრის ჯამში თავად დამარცხდა ანგარიშით 3-5. "ბარსელონასთვის" ეს ჩემპიონთა ლიგაზე ჩატარებული მე-100 თამაში იყო.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 10 მაისი 2021 15:24
    0
    1997 წელი
    "კამპ ნოუზე" გამართული "ელ კლასიკოს" 23-ე წუთზე რობერტო კარლოსის უხეშობის გამო მოედნიდან "ბარსას" 2 ფეხბურთელი იყო გაყვანილი - მიგელ ანხელ ნადალი და ჯოვანი. ამის მიუხედავად თამაში "ბლაუგრანამ" მოიგო. ერთადერთი გოლი რონალდომ გაიტანა.
    ეს რას ნიშნავს? კარლოსი უხეშობდა და ბარსას ფეხბურთელებს აგდებდნენ? თუ ზამენა აღარ გვყავდა.