რეალმა ქულები დაკარგა - ლა ლიგისთვის ბრძოლა გრძელდება!

რეალმა ქულები დაკარგა - ლა ლიგისთვის ბრძოლა გრძელდება!

ცოტა ხნის წინ, მადრიდის "რეალსა" და "სევილიას" შორის "სანტიაგო ბერნაბეუზე" გამართული უმნიშვნელოვანესი შეხვედრა, ანგარიშით, 2-2 დასრულდა.

აღნიშნულ მატჩში ანგარიში ანდალუსიელებმა, ფერნანდოს გოლით გახსნეს და პირველი ტაიმიც მოიგეს. მეორე ნახევარში ზინედინ ზიდანის გუნდმა წონასწორობის აღდგენა, ტონი კროოსის შესანიშნავი პასის შემდეგ, მარკო ასენსიოს დარტყმით მოახერხა, თუმცა მალევე მასპინძელთა კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც "ბარსას" ყოფილმა ფეხბურთელმა, ივან რაკიტიჩმა ზუსტად შეასრულა.

თითქოს ყველაფერი იქითკენ მიდიოდა, რომ ხულენ ლოპეტეგის შეგირდები ამ დაპირისპირებას მოიგებდნენ, მაგრამ მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში ტონი კროოსმა შორიდან გაისროლა, ბურთი კი რიკოშეტის წყალობით ბონოს კარში აღმოჩნდა - საბოლოოდ, გუნდებმა ქულები გაიყვეს.

ამ შედეგის შემდეგ, "ბლანკოსმა" 75 ქულა მოაგროვა და მეორე ადგილზე გადავიდა, ამდენივე ქულით "ბარსელონა" მესამეზე იმყოფება, ხოლო პირველ პოზიციას მადრიდის "ატლეტიკო" 77 ქულით იკავებს.

შესაბამისად, "ლურჯ-ბროწეულისფერები" იმედოვნებენ, რომ მომდევნო ტურში კონკურენტები ქულებს დაკარგავენ, თავად კი "ლევანტეს" დაამარცხებენ. წინ 3 რაუნდი რჩება, "ბლაუგრანა" კი მადრიდულ გუნდებზეა დამოკიდებული.

ცნობისთვის, "ბარსელონამ" ყველა შემთხვევაში ყველაზე მეტი ქულა უნდა მოიპოვოს, რათა ჩემპიონი გახდეს, რადგან ურთიერთშეხვედრებში კატალონიურ გრანდს "ატლეტიკომაც" და "რეალმაც" აჯობეს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 16 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    წევრი [?]
    #16 11 მაისი 2021 10:42
    0
    Ronald Araújo,
    ანუ მაინც გჯერა რომ მოიგებს
    ფანი [?]
    #15 10 მაისი 2021 17:29
    1
    სამმა გუნდმა,რომ ერთნაირი ქულები დააგროვოს,მაინც ურთიერთშეხვედრები?
    საიტის ლეგენდა  [?]
    #14 10 მაისი 2021 15:29
    0
    ეხლა კი ატლეტიკოს ვუბალეშიკებ, ჩვენ მაინც აღარა გვაქვს შანსი. რეალი მორჩა ქულების დაკარგვას.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #13 10 მაისი 2021 14:23
    1
    ნუ ისიც კარგია, რომ უხსენებელი უტიტულოდ ჩაამთავრებს სეზონს barca-6
    Culé [?]
    #12 10 მაისი 2021 13:28
    1
    ამ რეალთან რანაერად წავაგეთ ტიჩტო😕
    ჩელსისაც კაკ მინიმუმ 5 ბურთი უნდა შეეგდო წესით
    ყანაზე წავიკითხე ვიღაცა წერდა ადრე ვითომ ფინალში რო გავიდა უკვე რეალი მეორე მატჩის წინ ჩელსთან მაგათი აზრით სიტი ერჩივნათ პსჟსთან გაუჭირდებოდათ 😃😃😃
    დაიცვავდა პეპი 4-5 გოლით 🤣🤣
    --------------------
    ბროწეული კვერცხის წინააღმდეგ,..,
    Culé [?]
    #11 10 მაისი 2021 12:32
    0
    გლოვაა ყანამადრიდზე, მიუსამძიმრეთ!
    ეს რა პენალი დადესო, ბიჯოოო!
    ეს რა ქნესო!
    თითონ რო 6 წუთი დაუმატეს და ყისმათა გოლი რო გააკვეხეს, ის არ უკვირთ,
    პენალიო, ბიჯოოო!
    ფანი [?]
    #10 10 მაისი 2021 12:17
    1
    ატლეტიკოს წაგება და რეალის მინიმუმ ფრე გვინდა და პლიუს ამას ჩვენ სამივე თამაში უნდა მოვიგოთ. რავი ძაან ფანტასტიკის სფერო მგონია.
    ფანი [?]
    #9 10 მაისი 2021 12:14
    4
    ზოგი ისე წერთ ატლეტიკომ და რეალმა რომ წააგოს გავალთ პირველზეო ვითომ დარჩენილ თამაშებს უეჭველი ვიგებთ , მე პირადად ეჭვი მეპარება
    Culé [?]
    #8 10 მაისი 2021 11:44
    0
    ციტატა: Iniesta_8
    რეალმა კიდე 1 ფრე უნდა ითამაშოს და ატლემ წააგოს, რომ ორივეს გადავასწროთ. ურთიერთშეხვედრებში ჩასვრამ განაპირობა რომ თანაბარი ქულები არ გვაწყობს.

    ბარსა იქით იყოს და რონალდუმ რომ თქვა იუვეს ლიგას მოვაგებინებო ცოტა სასაცილოა, რადგან იუვე ლიგის ზონაში ვერც კი შედის. ატალანტამ და მილანმა ფრე ითამაშონ ერთმანეთში და კარგად იყოს მერე იუვე.


    ფანტასტიკის სფეროდანაა!
    [?]
    #7 10 მაისი 2021 10:13
    1
    ჩვენთვის დასრულდა. 4 მატჩის ჯამში მადრიდელებთან სამარცხვინო 1 ქულა ავიღეთ. ატლეტიკოს გოლი ვერ გავუტანეთ
    ფანი [?]
    #6 10 მაისი 2021 09:36
    5
    რა ბრძოლა გრძელდება😂😂😂 ზღაპრების დაჯერება რთულია😂😂 იყო და არა იყო რამ ატლეტიკომ წააგო და რეალმა. წააგო რა ბრძოლა😂😂😡
    Culé [?]
    #5 10 მაისი 2021 09:30
    0
    CHEPE,
    სიტიმ წინა სეზონში ვერ მოიგო პრემიერ ლიგა თორე იქამდე 2 სეზონი ზედიზედ მაგან მოიგო
    ფანი [?]
    #4 10 მაისი 2021 04:50
    9
    ერთი ბარსელონა მოიგებს ლა ლიგას და მეორეც იუვე შევა 4-ეულში🤣
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 10 მაისი 2021 04:18
    15
    ამათი იღბლიანი დედა მივაცენზურე მთელი სეზონი ლოგინში გდია აზარი და მაინც და მაინც ეხლა მოხვდა ბურთი ამ კასტილ მიცენურებულს
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 10 მაისი 2021 03:08
    5
    რამხელა მნიშვნელობა აქვს ურთიერთ შეხვედრას, კუმანმა კი ორივესთან ჩაი-ვა
    Culé [?]
    #1 10 მაისი 2021 02:03
    6
    რეალმა კიდე 1 ფრე უნდა ითამაშოს და ატლემ წააგოს, რომ ორივეს გადავასწროთ. ურთიერთშეხვედრებში ჩასვრამ განაპირობა რომ თანაბარი ქულები არ გვაწყობს.

    ბარსა იქით იყოს და რონალდუმ რომ თქვა იუვეს ლიგას მოვაგებინებო ცოტა სასაცილოა, რადგან იუვე ლიგის ზონაში ვერც კი შედის. ატალანტამ და მილანმა ფრე ითამაშონ ერთმანეთში და კარგად იყოს მერე იუვე.