მემფის დეპაი ბარსას შეთავაზებას დასთანხმდა - RAC1
ფრანგული "ლიონის" თავდამსხმელი მემფის დეპაი "ბარსელონაში" გადმოსვლასთან ძალიან ახლოსაა. ამის შესახებ ინფორმაციას RAC1 ავრცელებს.
წყაროს ცნობით, დეპაი, რომელსაც "ბარსაში" თამაში ძალიან სურს, ხელფასის შემცირებასა და კატალონიური კლუბის ფინანსურად უფრო მცირე შეთავაზებას დასთანხმდა. "ბლაუგრანასა" და ნიდერლანდელ შემტევს შორის უკვე ყველაფერი შეთანხმებულია და მისი ტრანსფერი დროის საკითხია.
ცნობისთვის, 27 წლის ფეხბურთელი ზაფხულში თავისუფალი აგენტი გახდება, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი "ბარსას" მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ უფასოდ შეუერთდება.
მემფის დეპაის ანგარიშზე ამ სეზონში 38 მატჩი, 21 გოლი და 10 შედეგიანი გადაცემაა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 17 ]