ბარსელონამ გეგმები შეცვალა

ბარსელონამ გეგმები შეცვალა

მას შემდეგ, რაც ოფიციალურად ცნობილი გახდა, რომ ნეიმარმა "ბარსელონაში" დაბრუნებას "პარი სენ-ჟერმენთან" კონტაქტის გახანგრძლივება ამჯობინა, კლუბმა პრიორიტეტები შეცვალა.

Sport-ის ცნობით, ახლა მთავარი კანდიდატი ერლინგ ჰოლანდია. ახალგაზრდა ვარსკვლავის "დორტმუნდიდან" გადაბირება კი მარტივი ოპერაცია ნამდვილად არ იქნება. თუმცა, კლუბში იმედი აქვთ, რომ გერმანელები ნორვეგიელს საბოლოოდ, წასვლის უფლებას მისცემენ.

გეგმა ბ-ს ლაუტარო მარტინესი წარმოადგენს, რომლის შეძენასაც "ბარსა" ბოლო წლებია, აქტიურად ცდილობს. "ინტერში" არსებული ფინანსური პრობლემების გამო, კატალონიელებს სჯერათ, რომ ფეხბურთელის გადაბირება ახლა უფრო რეალურია.

მორიგი ვარიანტი ჰარი კეინია, რომელმაც "ტოტენჰემს" წასვლის თხოვნით უკვე მიმართა. "სპურსს" ურჩევნია, რომ ის არაინგლისურ კლუბში გადავიდეს. კეინის გარემოცვა "ბლაუგრანას" გაესაუბრა, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ პრემიერ ლიგის ფეხბურთელებს ლა ლიგაში ადაპტაცია უჭირთ, კლუბი, ჯერჯერობით, თავს იკავებს.

ასევე არ გამოირიცხება ფეხბურთელების გაცვლის ფორმულაც.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 10 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    ფანი [?]
    #10 10 მაისი 2021 00:17
    0
    რა ლაუტაროოო! არა რააა!
    [?]
    #9 9 მაისი 2021 16:02
    1
    ყველა ვინც ოდნავ მაინც ჩახედულია თემაში დამეთანხმება რო ჰოლანდი კეინი ლაუტარო, ზღაპრებია და მეტი არაფერი. რეალური არი აგუერო დეპაი ან ლა ლიგის საშუალო დონის ფორვარდი ვინმე. იმედია ლაპორტა არ კადრულობს წინამორბედივით და ამ სტატიების შეთხზვაში ფულს არ იხდის. და უბრალოდ სპორტების და ამ ყვითელი პრესის ფანტაზიის წყაროა ის რო ბარსა ამათ შეძენას ცდის. წელს ბარსაში მოვა აგუერო დეპაი ვეინალდუმი რაბიო გარსია გაია და ეგეთი სასტავი, ამათგანაც ყველა არა. დაივიწყეთ დე ლიხტი, ნეიმარი ჰოლანდი კუნდე კეინი ლაუტარო. 40 მილიონზე მეტს ვერავისში გადაიხდიან და მაგასაც მარტო იმ შემთხვევაში მოვახერხებთ თუ უმტიტი კოუტინიო პიანიჩი და ეგ უვარგისი სასტავი ნორმალურ ფასში შევასაღეთ ვინმეს. ისე კუმანმა თუ ააცვა დეპაი ვეინალდუმიც აღარ მოვლენ და პიანიჩი დარჩება. აშკარად შეუძლია თამაში უბრალოდ კუმანი არაკაცურად წასვლას აიძUლებს რო ვეინალდუმს გზა გაუხსნას.
    Culé [?]
    #8 9 მაისი 2021 15:25
    0
    ციტატა: me da barca
    გეგმა ბ გაატანეთ წყალს.
    ლაუტარო იქნება მეორე გრიზმანი.

    ეგ არა მგონია, მეფეს უნდა, რომ გოლზე დაგეშოს... გადაუგდებს ბურთს, სტაცებს პირს ლაუტარო და შეიტანს კარში... smiley
    თან ინტერს მაგარი დარხეული აქვს ფინანსურად, ჩინელები კლუბს ყიდიან და ლიგაზე გასასვლელად ვიღაც-ვიღაცებტან შელევა მოუწევთ
    მაგრამ აგუერო,დეპაი ეს ორი უფასო შემტევი და პლუს ანსუ ბრუნდება, კიდევ ვინმე საჭიროა?!?!?!?!
    ანსუს ვხედავ 9-იანზე, ბრაითვაიტი-გრიზმანს წასვლა მოუწევთ სავარაუდოდ, ისე, როგორც დემბელეს
    ჰალანდი კი თუ ანსუ დაბრუნდა ჯანმრთელი და უვნებელი, რამდენად გაინაწილებენ სათამაშო დროს? ვეტერანი დუბლიორის თემა იმიტომაა მომგებიანი
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 9 მაისი 2021 15:20
    2
    გეგმა ბ გაატანეთ წყალს.
    ლაუტარო იქნება მეორე გრიზმანი.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 9 მაისი 2021 15:19
    0
    ჰოლანდის ამბავი ზღაპარს გავს, ვინ მისცემს მაგ ლაწირაკს 50 მილიონს ხელფასს და რაიოლას და ჰოლანდ უფროსს კიდევ 40 მილიონს. და პლიუს კონტრაქტის თანხა 150 თუ 180 მილიონ საიდან.
    ფანი [?]
    #5 9 მაისი 2021 15:17
    1
    ლაუტაროს ადაპტაციასაც არაფერი აქვს გარანტირებული და თუ ვინმეს შანსი უნდა მიეცეს, ბარემ კეინი იყოს. ჩამოყალიბებული ფეხბურთელი მაინც არის და თავის საქმის უბადლო მცოდნე კაცი :))
    ფანი [?]
    #4 9 მაისი 2021 14:30
    2
    აი ლაუტაროს ტრანსფერი იქნება ლაპორტას ძალიან დიდი იაღლიში. კეინს კიდე ადამიანი რომ დაიწუნებს იმას მართლა არ უნდა აყურებინო ფეხბურთი საერთოდ. იდეალური ვარიანტია. მოზრავი, დაცვას ეხმარება. დარტყმა, დრიბლინგი,თავით თამაში და მომენტებუს ძაან დიდი გამოყენების სტატისტიკა. რავი მარტო ინგლისელობას თუ უწუნებენ მალადეც მაგათ.
    ფანი [?]
    #3 9 მაისი 2021 14:00
    1
    აგუერო, დეპაი და გარსია კი კაია, მარა ვერ მოვიგებთ მაგით ლიგას. მინიმუმ 2 ტოპ ტრანსფერი, მაინც გვინდა მარა სად გვაქ მაგის თავი.
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid
    ფანი [?]
    #2 9 მაისი 2021 13:56
    0
    დაცვაში: გარსია + დაწინაურება მინგესასი
    ნახ.დაცვაში: ალენია, ვეინალდუმი + მორიბას დაწინაურება
    შეტევა: დეპაი, აგუერო + დაწინაურება კოლიადო, ლა დე ფუენტე
    --------------------
    ბარსელონა ეს ჩემი ცხოვრებაა


    me miyvars barsa,da meyvareba sicocxlis bolomde.......


    kule samudamod


    alenya the talent, puig isn't the talent.


    ალენია არის ინიესტა ნ2, ხოლო პუჩი-ჩინური ინიესტა
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 9 მაისი 2021 13:49
    1
    ტყუილად ეპოტინებინ ამ ჰალანდსაც არ აქვს გუნდს მაგის სახსრები დეპაი და აგუერო მოიყვანეთ და ეგაა დაცვაში სჭირდება გუნდს ყველაზე მეტად გაძლიერება
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued