ერთი დღე "ბარსას" ისტორიაში - 8 მაისი

წარმოგიდგენთ რუბრიკას "ერთი დღე "ბარსელონას" ისტორიაში". ამჯერად შემოგთავაზებთ "ბარსელონასთან "დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 8 მაისს მოხდა.
თამაშები
8 მაისს "ბარსელონას" 14-ჯერ უთამაშია. კატალონიელებმა 9 მატჩი მოიგეს, 2 ფრედ დაასრულეს და 3 წააგეს.
1970 წელი
დაიბადა "ბარსელონას" ყოფილი ფეხბურთელი და მწვრთნელი ლუის ენრიკე.
1996-2004 წლებში ენრიკემ "ბლაუგრანას" მაისურით 303 თამაში ჩაატარა და 110 გოლი გაიტანა. კატალონიელებთან ერთად მან 2 ესპანეთის თასი, 2 ესპანეთის ჩემპიონატი, 1 ესპანეთის სუპერ თასი, 1 თასების მფლობელთა თასი და 1 ევროპის სუპერ თასი მოიგო.
2014-2017 წლებში ენრიკე "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი იყო. მან გუნდს 2 ესპანეთის ჩემპიონატი, 3 ესპანეთის თასი, 1 ესპანეთის სუპერ თასი, 1 ჩემპიონთა ლიგა, 1 ევროპის სუპერ თასი და 1 მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი მოაგებინა.
2008 წელი
პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ განაცხადა, რომ სეზონის ბოლოს "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი ფრანკ რაიკარდი და მისი თანაშემწე იოჰან ნეესკენსი გუნდს დატოვებდნენ.
2016 წელი
ბარსელონურ დერბიში "ბარსამ" "ესპანიოლი" 5-0 გაანადგურა. გოლები სუარესმა (2), მესიმ, ნეიმარმა და რაფინიამ გაიტანეს.
2020 წელი
ზედიზედ 4-ჯერ მე-2 ადგილზე გასვლის შემდეგ "ბარსელონას" ქალთა გუნდმა ესპანეთის ჩემპიონატი მოიგო. კატალონიელები ჩემპიონები მას შემდეგ გამოცხადდნენ, რაც კორონავირუსის გამო ჩემპიონატი შეწყდა. დასრულებამდე 9 ტურით ადრე "ბარსა" გათამაშებას 9 ქულით ლიდერობდა. საუკეთესო ბომბარდირებში პირველი 2 ადგილზე "ბარსელონას" მოთამაშეები, ჯენი ერმოსო (23 გოლი) და აზიზატ ოშოალა (20) გავიდნენ.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 5 ]