დემბელე დაიწყებს? | 3 სახის ტაქტიკური მონახაზი ატლეტიკოსთან

დემბელე დაიწყებს? | 3 სახის ტაქტიკური მონახაზი ატლეტიკოსთან

ხვალ "ბარსელონას" ლა ლიგის დარჩენილ 4 ტურში ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი ელის. თუ კატალონიელებს სურთ, რომ ტიტულის მოსაპოვებლად საკუთარ თავზე იყვნენ დამოკიდებულნი და ერთბაშად ორი გუნდის ფეხის დაცდენის იმედად არ დარჩნენ, ამ მატჩში 3 ქულა აუცილებლად ესაჭიროებათ.

ქვემოთ 3 სახის ტაქტიკური მონახაზი შეგვიძლია განვიხილოთ, რომელთაგან ერთ-ერთიც, შესაძლოა, რონალდ კუმანმა პირველ წრეში "ვანდა მეტროპოლიტანოზე" განცდილი მარცხის შემდეგ რევანშის ასაღებად გამოიყენოს.

ვარიანტი N1

წინა მატჩის გამოტოვების შემდეგ, შესაძლოა, ოსკარ მინგესა ისევ სასტარტო თერთმეტეულში ვიხილოთ. რონალდ არაუხო საუკეთესო ფორმაში ჩადგომას ჯერჯერობით ისევ ვერ ახერხებს. მიუხედავად ზედმეტად დიდი დატვირთვისა და გადაღლილობისა, ძირითად შემადგენლობაში ვიხილავთ პედრისაც.

ვარიანტი N2

ამ შემთხვევაში რონალდ კუმანი არაუხოს ზედიზედ მეორე მატჩში კიდევ ერთ შანსს მისცემს და ოსკარ მინგესა ისევ სკამზე დარჩება. "ატლეტიკოსთან" უფრო მეტი ფიზიკური ორთაბრძოლაა მოსალოდნელი, ამიტომ საკუთარ შანსს პედრის ნაცვლად - ილაიშ მორიბა და დესტის ნაცვლად - სერჟი რობერტო მიიღებენ.

ვარიანტი N3

მესამე ვარიანტში უფრო შემტევ ფორმაციასთან გვაქვს საქმე. 3-4-3 ტაქტიკის დროს უსმან დემბელე პედრის ჩაანაცვლებს და კიდევ ერთ თავდამსხმელად მოგვევლინება. დაცვის ხაზში კი პიკე-არაუხო-მინგესას ტრიო დაიწყებს.


შეხვედრა ხვალ, თბილისის დროით 18:15-ზე დაიწყება, პირდაპირ რეპორტაჟს სილქ უნივერსალი შემოგთავაზებთ.

 

 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 7 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 8 მაისი 2021 15:05
    0
    სათაური, რომ ვნახე დემბელე დაიწყებს? უცებ წავიკითხე, როგორც დებილი დაიწყებს? არადა უხდება ეს სიტყვა.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 8 მაისი 2021 14:37
    0
    თუ მოაჯდა ბურთი ფეხზე, კარგი იქნება, თუ არადა მოგვიშლის ნერვებს
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 8 მაისი 2021 13:20
    1
    ციტატა: რივალდო-მესი
    ძაან მარტივად არის ყველაფერი. დიდი ალბათობით რეალი ხვალ ვერ მოიგებს ( მათი ფორმიდან გამომდინარე) მოვუგებთ ნაჯახებს და გავხდებით დამსახურებული ჩემპიონები და კუმანიც უნდა დარჩეს. ვერ მოვუგებთ მაჯახებს და ზნაჩიტ არანაირად არ ვართ ჩემპიონების ღირსი. ხოლო კუმანს მადლობა და უნდა წავიდეს.

    შენ პირს შაქარი, კომენტარის პირველ ნაწილში. იმედია მეორე ვარიანტი არ იქნება განსახილველი.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 8 მაისი 2021 12:45
    1
    მესამე ვარიანტი ულაპარაკოდ ატლეტიკოს ავტობუსი თუ არ გავწელეთ არაფერი გამოვა დემბელე საჭიროა სულ რო ვერაფერი გააკეთოს ერთ-ორ მოთამაშეს მაინც ჩამოაშორებს მესის
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    ფანი [?]
    #3 8 მაისი 2021 11:49
    1
    ძაან მარტივად არის ყველაფერი. დიდი ალბათობით რეალი ხვალ ვერ მოიგებს ( მათი ფორმიდან გამომდინარე) მოვუგებთ ნაჯახებს და გავხდებით დამსახურებული ჩემპიონები და კუმანიც უნდა დარჩეს. ვერ მოვუგებთ მაჯახებს და ზნაჩიტ არანაირად არ ვართ ჩემპიონების ღირსი. ხოლო კუმანს მადლობა და უნდა წავიდეს.
    Culé [?]
    #2 8 მაისი 2021 08:39
    1
    არც რობერტო მინდა არც ლენგლე და მითუმეტეს არ მინდა დემბელე!!!
    --------------------
    🗣Johan Cruyff:🗣
    "ფეხბურთის თამაში მარტივია, თუმცა მარტივი ფეხბურთის თამაში - რთული"
    " ხარისხი შედეგის გარეშე უსარგებლოა. შედეგი ხარისხის გარეშე მოსაწყენი. "
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 8 მაისი 2021 04:28
    3
    ზანტი რობერტო არ დამანახო კუმან, თორემ მოგიკითხავ ჯიგრულად.