ერთი დღე "ბარსას" ისტორიაში - 7 მაისი

ერთი დღე "ბარსას" ისტორიაში - 7 მაისი

წარმოგიდგენთ რუბრიკას "ერთი დღე "ბარსელონას" ისტორიაში". ამჯერად შემოგთავაზებთ "ბარსელონასთან "დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 7 მაისს მოხდა.

თამაშები

7 მაისს "ბარსელონას" 14-ჯერ უთამაშია. კატალონიელებმა 8 მატჩი მოიგეს, 2 ფრედ დაასრულეს და 4 წააგეს.

1916 წელი

"ბარსელონას" საშინაო არენა "კამპ დე ლა ინდუსტრიამ" ესპანეთის თასის ფინალს უმასპინძლა, რომელშიც "ბილბაომ" "რეალ მადრიდი" 4-0 გაანადგურა.

1947 წელი

დაიბადა "ბარსელონას" ყოფილი მცველი და მწვრთნელი ანტონიო დე ლა კრუსი. 1972-1980 წლებში მან "ბლაუგრანას" მაისურით 247 თამაში ჩაატარა და 6 გოლი გაიტანა.

1986 წელი

ჩემპიონთა თასის (ამჟამინდელი ჩემპიონთა ლიგა) ფინალის 0-0 დასრულების შემდეგ "ბარსელონამ" რუმინულ "სტიაუასთან" თერთმეტმეტრიანების სერიაში 0-2 წააგო.

1994 წელი

"ბარსელონამ" "რეალ მადრიდს" ლა ლიგის სეზონის მე-2 თამაშიც მშრალად მოუგო, ამჯერად "ბერნაბეუზე", გილერმო ამორის ერთადერთი გოლით.

ეს მატჩი ანდონი სუბისარეტასთვის ლა ლიგაში "ბარსელონას" მაისურით გამართული მე-300 შეხვედრა გამოდგა.

1997 წელი

დაიბადა "ბარსელონას" ხელბურთელი ალეიშ გომესი.

2005 წელი

"ბარსელონას" ხელბურთის გუნდმა ჩემპიონთა ლიგა მეშვიდედ მოიგო. "სიუდად რეალთან" ფინალის პირველი თამაშის 27-28 წაგების შემდეგ კატალონიელებმა განმეორებითი შეხვედრა თამაშის დასრულებამდე 30 წამით ადრე გატანილი გოლით, 29-27 მოიგეს.

2008 წელი

"ბარსელონას" ფეხბურთელებმა "ბერნაბეუზე" 1-4 წაგების წინ ახლადგაჩემპიონებულ "რეალ მადრიდს" საჩემპიონო კორიდორი გაუკეთეს.

2014 წელი

გარდაიცვალა ჟოან ლაკუევა, ადამიანი, რომელმაც ლეო მესის "ბარსელონაში" გადმოსვლაში დიდი როლი ითამაშა.

2019 წელი

ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალის პირველი მატჩის 3-0 მოგების შემდეგ "ბარსელონამ" "ლივერპულთან" 0-4 წააგო.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #5 7 მაისი 2023 13:04
    0
    მაგ წელს რო არაუხო -კუნდე-ვიკინგი გვყოლოდა ეგ არ მოხდებოდა

    მესის პრაიმ სეზონი იყო, ეგეთი სეზონი ტიპს არ ქონია,
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 7 მაისი 2021 18:19
    1
    2019 წელი
    ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალის პირველი მატჩის 3-0 მოგების შემდეგ "ბარსელონამ" "ლივერპულთან" 0-4 წააგო.
    აი ამის გახსენება ჭრილობაზე მარილის დაყრაა რა.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 7 მაისი 2021 16:39
    1
    ეს იცის, დაცვას რომ ლენგლეს ანდობ scream
    Culé [?]
    #2 7 მაისი 2021 14:46
    1
    კიდე არ მესმის 4-0 როგორ წავაგეთ!! 3-0 რომ მოვიგეთ ვსო მეგონა გავედით თქო მარა სად ხართ. არადა სულ რაღაც ერთი ბურთი გაგვეტანა დაწყებისთანავე და ვსოო ჩავარდებოდა ლივე!! ☹☹☹
    --------------------
    🗣Johan Cruyff:🗣
    "ფეხბურთის თამაში მარტივია, თუმცა მარტივი ფეხბურთის თამაში - რთული"
    " ხარისხი შედეგის გარეშე უსარგებლოა. შედეგი ხარისხის გარეშე მოსაწყენი. "
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 7 მაისი 2021 12:00
    3
    ახლაც კი ცუდად ვხდები ის საღამო რომ მახსენდება😭😭😭😭. ბაიერნთან განადგურებას ისე არ დავუშოკივარ როგორც ლივერპულთან კრახს😞😞. ფეხბურთელების სინდისზე იყო მთლიანად ის დაწყევლილი საღამო!

    --------------------
    "ჩვენ ორი ვართ ქვეყანაზე, მე და ბარსა, მე და ბარსა!!!"