Cat Radio მესისა და ბართომეუს ურთიერთობის უცნობ დეტალებს აქვეყნებს

Cat Radio მესისა და ბართომეუს ურთიერთობის უცნობ დეტალებს აქვეყნებს

ჟოზეპ მარია ბართომეუს პრეზიდენტობის პერიოდში "ბარსელონამ" ძალიან დიდი ზიანი მიიღო. გარდა ფინანსური პრობლემებისა, კლუბი ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელის დაკარგვის საფრთხის წინაშე დადგა.

Cat Radio-მ მესისა და ბართომეუს შორის არსებული ურთიერთობისა და საწყისი უთანხმოების სხვადასხვა დეტალი გაასაჯაროვა.

სიტუაცია თავდაპირველად 2019 წელს "ლივერპულთან" შოკისმომგვრელი მარცხის შემდეგ გამწვავდა. არგენტინელის სახლში, კასტელდეფელსში, ბართომეუმ მესისთან ერნესტო ვალვერდეს მოხსნის შესახებ ისაუბრა. თუმცა, ლეომ უთხრა, რომ მწვრთნელს ბრალი ამ წაგებაში არ მიუძღოდა. 

ამასთანავე მესიმ იკითხა, თუ რამდენად შეესაბამებოდა რეალობას გრიზმანის ტრანსფერზე არსებული ჭორები და გახდიდა თუ არა ფრანგის შეძენა ნეიმარის დაბრუნებას ფინანსურად შეუძლებელს. რაზეც ბართომეუმ უპასუხა, რომ ანტუანის გადმობირება არ იგეგმებოდა.

მიუხედავად ამისა, რამდენიმე დღეში გრიზმანის ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა. ამის შემდეგ, მესის პრეზიდენტის მიმართ ნდობა თითქმის სრულად გაუქრა.

შემდგომი ინციდენტი ხელფასების შემცირებას შეეხებოდა. 2019-20 წლებისათვის ფეხბურთელები ხელფასების შემცირებას დათანხმდნენ, თუმცა შემდეგ ბართომეუმ კიდევ ერთხელ მოითხოვა სახელფასო ფონდის შევიწროება და ამაზე უკვე მოთამაშეების მხრიდან უარი მიიღო. მთავარი მიზეზი კი ჟოზეპის მიმართ უნდობლობა გახლდათ.

რამდენიმე თვის შემდეგ, მას მერე რაც "ბარსა" "ბაიერნთან" 2-8 განადგურდა და რონალდ კუმანი მთავარ მწვრთნელად დაინიშნა, მესიმ ბართომეუს მიწერა:

"ჯანდაბა, შენ ისევ ცრუობ და გინდა, რომ ძირი გამომითხარო."

შემდგომ მესი რონალდ კუმანს ესაუბრა და აღნიშნა, რომ საკუთარ თავს უფრო სხვა გუნდში ხედავდა, ვიდრე "ბარსელონაში". 5 დღის შემდეგ კი ოფიციალური ბიუროფაქსი გააგზავნა.

ჟოზეპს მესისთან გასაუბრება სურდა, თუმცა არგენტინელისგან სრულ იგნორს იღებდა. საბოლოოდ მან ლეოს მამასთან შეძლო შეთანხმება, რომლის მიხედვითაც მესი კლუბს მისი პრეზიდენტობის პერიოდში არ დატოვებდა. 

ამის მიუხედავად ბართომეუსა და "ბარსას" კაპიტანს შორის რაიმე სახის კომუნიკაციას ადგილი აღარც ჰქონია.


  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 13 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #13 7 მაისი 2021 19:50
    0
    მოგზავნილი იყო მე მაგის @@@@@@@@@@@@ დააქცია კლუბი rage rage
    გულშემატკივარი [?]
    #12 7 მაისი 2021 19:50
    0
    1.ბარსას დანგრევის,ძალიან გამიზნული კონკრეტული გეგმა ჰქონდა გარკვეულ ძალებს. ამ გეგმას თანმიმდევრულად ანხორციელებდნენ როსელი-ბართომეუ,თავიანთი შტაბებით-ბანდით. ეს გეგმა სუპერლიგის შექმნის საკითხსაც ემსახურებოდა.
    2.ტებასმა-ფედერაციამ( უეფა-ფიფამაც) დროზე ვერ დაინახა საფრთხე, თანმიმდევრულად დაკარგა ნეიმარ-რონალდო და მაღალი რეიტინგის მწვრთნელები გვარდი-ჟოზეს სახით. ყოველივე ეს საბოლოოდ აისახა ლა ლიგის,როგორც ფინანსურ ასევე ფეხბურთის
    ხარისხზე.
    3. მოკლედ ფულის "ტომრები" სერიოზულად მუშაობდნენ და პერესიც მაგრად ეხმარებოდათ.
    მესი ბრავო...მაგარ პრეს-წნეხს გაუძლო და ბართუშა კლასნად მოიცილა. უფრო სწრაფად ეტყობა არ გამოდიოდა.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #11 7 მაისი 2021 18:25
    2
    რამდენი იაფერისტა ამ უსინდისომ, განსაკუთრებით ნეიმარზე რამდენჯერ იცრუა, მაგან გაუტეხა ლეოს გული და სუას გაშვებამ საერთოდ მოასპო ლეო.
    Culé [?]
    #10 7 მაისი 2021 08:20
    4
    ადრე ამოგეღოთ ხმა გა გადაგეყენებინათ. სანამ სამარცხვინო მარცხი არ ვჭამეთ იქამდე ყველას გეძინათ!
    --------------------
    🗣Johan Cruyff:🗣
    ფეხბურთის თამაში მარტივია, თუმცა მარტივი ფეხბურთის თამაში - რთული"
    ფანი [?]
    #9 7 მაისი 2021 06:45
    4
    კიდევ კარგი ეს საზიზღარი კაცი აღარაა პრეზიდენტი
    [?]
    #8 7 მაისი 2021 03:40
    0
    ციტატა: Albicelecte
    ციტატა: Anano_Ch
    ვილიარეალიც გასულა ფინალშიი)) მიუხედავად ეშმაკებისადმი ჩემი დიდი პატივისცემისა იქნებ ევროპა ლიგა დადოს ესპანურმა კლუბმა, ძაან გამიხარდება

    ვილარელის მთავარი მწვრთნელი უნაი ემერია;
    ვინ ვინ და სწორედ ემერიმ იცის ყველაზე კარგად, როგორ მოიგოს ევროპა ლიგა
    ერთი კი წააგო 2018-ში, მაგრამ მაშინ არსენალი ყავდა, რომელსაც ფინალში წაგება იუვენტუსზე ნაკლებად არ ეხერხება

    ემერი სულით ლუზერია. მანჩესტერმა ეს ფინალი დიდი ხნის წინ მოიგო. მას მერე რაც ყველა ნორმალური გუნდი გავარდა. ვილიარეალისკენ ვარ გულით მარა მეეჭვება ეამე გამოუვიდეთ. ის ფინალი ემერიმ კი არა სევილიამ მოიგო. ეგ სევილიამ იცოდა როგორ მოეგო უეფა თორე ემერიმ იცის როგორ წააგოს 4-0 დან, როგორ წააგოს ლიგა 1 მონაკოსთან და როგორ ვერ მოუგოს ბარსას ვერასდროს. მაგაში პროფია
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 7 მაისი 2021 02:26
    3
    იმენა გაუმწარა ამ კაცმა მესის კარიერა
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    Culé [?]
    #6 7 მაისი 2021 02:00
    0
    ციტატა: Anano_Ch
    ვილიარეალიც გასულა ფინალშიი)) მიუხედავად ეშმაკებისადმი ჩემი დიდი პატივისცემისა იქნებ ევროპა ლიგა დადოს ესპანურმა კლუბმა, ძაან გამიხარდება

    ვილარელის მთავარი მწვრთნელი უნაი ემერია;
    ვინ ვინ და სწორედ ემერიმ იცის ყველაზე კარგად, როგორ მოიგოს ევროპა ლიგა
    ერთი კი წააგო 2018-ში, მაგრამ მაშინ არსენალი ყავდა, რომელსაც ფინალში წაგება იუვენტუსზე ნაკლებად არ ეხერხება
    წევრი [?]
    #5 7 მაისი 2021 01:24
    2
    ვილიარეალიც გასულა ფინალშიი)) მიუხედავად ეშმაკებისადმი ჩემი დიდი პატივისცემისა იქნებ ევროპა ლიგა დადოს ესპანურმა კლუბმა, ძაან გამიხარდება
    ფანი [?]
    #4 7 მაისი 2021 01:09
    1
    შე რავარი ნავასარა ვალიკო ამას :D აქ იმისთვის ვერ ვიტანდით ბართოს, ეს პენოპლასტი საიდან მოათრია ამხელა კლუბშიო და ახლა მაგის გაშვებისთვისაც უნდა დავდოთ ბარსას დამაქცევარის ბრალი თუ რაფრაა მაი ამბავი :)))
    Culé [?]
    #3 7 მაისი 2021 01:01
    0
    კაი ნერვები ჰქონია ლეოს, რომ ჩე გევარას ნაქონი პეპეშა-თი არ მიადგა და არ გადაცხრილა barca-6
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 7 მაისი 2021 00:43
    4
    და ეს ვირთხა ყველაფერი ამის მერე მშვიდად დაიარება, ტკბილად ძინავს სახლში და აკეთებს იმას, რაც მოუნდება.
    წევრი [?]
    #1 7 მაისი 2021 00:42
    2
    🤮🤮🤮 კინაღამ გაანადგურა ამხელა კლუბი