ოფიციალურად: ანსუ ფატის ოპერაცია ჩაუტარდა

ოფიციალურად: ანსუ ფატის ოპერაცია ჩაუტარდა

კატალონიის "ბარსელონა" ოფიციალურად ადასტურებს, რომ ანსუ ფატიმ მარცხენა მუხლის მიდამოში ქირურგიული ოპერაცია - ართროსკოპია ჩაიტარა. 

ფატის ოპერაცია პორტუგალიელმა გამოცდილმა ექიმმა, ჟოზე კარლოს ნორონიამ ჩაუტარა, რაც "ლურჯ-ბროწუელისფერთა" სამედიცინო ჯგუფის დაკვირვების ქვეშ მიმდინარეობდა.

აღსანიშნავია, რომ ართროსკოპია მცირე ზომის ინსტრუმენტების საშუალებით ხორციელდება, რის გამოც ქირურგს ოპერაციისათვის დიდი ზომის განაკვეთის გაკეთება არ სჭირდება. ეს კი პოსტოპერაციულ ტკივილს ამცირებს და რეაბილიტაციის პროცესს აიოლებს. მოკლედ რომ ვთქვათ, ანსუს ეს საშუალებას აძლევს, რომ ჩვეულ საქმიანობას მოკლე დროში დაუბრუნდეს.

კატალონიის რადიოს ცნობით, ანსუ მოედანზე დაბრუნებას პრესეზონისათვის შეძლებს.

ARA-ს ცნობით, ექიმმა ნორონიამ ფატის მენისკის ნაწილი მოაშორა...ამ შემთხვევაში კი, როგორც უკვე განვიხილეთ, ფეხბურთელს წესით მომდევნო სეზონის გარკვეული ნაწილის გაცდენაც უნდა მოუწიოს.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 12 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    გულშემატკივარი [?]
    #12 7 მაისი 2021 19:54
    0
    მცირე ზომის ინსტრუმენტებით stuck_out_tongue აბა, ნაჯახით -ხერხით-ხანჯლით გააკეთებდნენ? stuck_out_tongue_winking_eye
    საიტის ლეგენდა  [?]
    #11 7 მაისი 2021 18:27
    0
    ეს კიდევ ახალი ნიუსია? გუშინ არ დაწერეს იგივე.
    Culé [?]
    #10 7 მაისი 2021 13:55
    1
    იმედია ეს ბოლო ოპერაციაა.ძალიან მეცოდება ამდენი ოპერაცია 18 წლის ასაკში როგორი გასაძლებია frowning worried
    რედაქტორი [?]
    #9 7 მაისი 2021 13:05
    0
    ციტატა: MARI=BARCA-fan
    ვერ გავიგე - ჯერ წერია ართროსკოპია ჩაუტარდაო, რაც ნიშნავს მენისკის ზემოდან გადაფხეკა-გასუფთავებას და პრესეზონისთვის დაბრუნდებაო.
    მერე ბოლოში წერია მენისკის ნაწილი მოაშორა და სეზონის დიდი ნაწილი გაუცდებაო.
    ეს სხვადასხვა რამეა - პირველ შემთხვევაში მენისკს მხოლოდ ზემოდან მარტივად ასუფთავებს, მეორეში კი დაზიანებული მენისკის ნაწილს კვეთავს, იღებს..ეს ჭრილობაა და უფრო რთული მოსაშუშებელია..
    ........ და რომელი გაუკეთეს???

    ართროსკოპია უწერია ოფიციალურს,როგორც ნახსენები მაქვს. ქვემოთ გარკვევით მიწერია ARAს ცნობით...
    გულშემატკივარი [?]
    #8 7 მაისი 2021 11:34
    2
    ფატი თავიდან დიდი სიფრთხილით ითამაშებს, ეს ფსიქოლოგიური ინსტიქტია რომელიც ეს ცუდად აისახება თამაშებშიც და რათქმა უნდა გულშემატკივრებისთვის, ეეეჰ ის ფატი აღარა გვყავს.
    Culé [?]
    #7 7 მაისი 2021 08:17
    4
    არ მინდა პრესეზონი სეზონიდან შეუერთდეს ოღონდ ტრავმა აღარ აიკიდოს!
    --------------------
    🗣Johan Cruyff:🗣
    ფეხბურთის თამაში მარტივია, თუმცა მარტივი ფეხბურთის თამაში - რთული"
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 7 მაისი 2021 02:26
    3
    იმედია ბოლო ოპერაციაა დაჯიჯგნეს ბავშვი
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    Culé [?]
    #5 7 მაისი 2021 01:43
    2
    ციტატა: MARI=BARCA-fan
    ვერ გავიგე - ჯერ წერია ართროსკოპია ჩაუტარდაო, რაც ნიშნავს მენისკის ზემოდან გადაფხეკა-გასუფთავებას და პრესეზონისთვის დაბრუნდებაო.
    მერე ბოლოში წერია მენისკის ნაწილი მოაშორა და სეზონის დიდი ნაწილი გაუცდებაო.
    ეს სხვადასხვა რამეა - პირველ შემთხვევაში მენისკს მხოლოდ ზემოდან მარტივად ასუფთავებს, მეორეში კი დაზიანებული მენისკის ნაწილს კვეთავს, იღებს..ეს ჭრილობაა და უფრო რთული მოსაშუშებელია..
    ........ და რომელი გაუკეთეს???

    მგონია, რომ 1 ნაწილია სწორი
    რადგანაც ართროსკოპიის დროს მიკროოპერაცია კეთდება და ზედმეტი ნადები-ნაწიბურები სცილდება მხოლოდ
    უწვრილესი ნემსებით შედიან და ასეთ დროს ამოკვეთა ალბათ შეუძლებელი იქნება
    და ესეც ალბათ არ გარისკავდა კარიერის შემოკლებას, რადგან მენისკის გარეშე ტრამვის რეციდივი და კარიერის დასრულების ალბათობა უფრო დიდია
    ფანი [?]
    #4 7 მაისი 2021 01:35
    3
    ვერ გავიგე - ჯერ წერია ართროსკოპია ჩაუტარდაო, რაც ნიშნავს მენისკის ზემოდან გადაფხეკა-გასუფთავებას და პრესეზონისთვის დაბრუნდებაო.
    მერე ბოლოში წერია მენისკის ნაწილი მოაშორა და სეზონის დიდი ნაწილი გაუცდებაო.
    ეს სხვადასხვა რამეა - პირველ შემთხვევაში მენისკს მხოლოდ ზემოდან მარტივად ასუფთავებს, მეორეში კი დაზიანებული მენისკის ნაწილს კვეთავს, იღებს..ეს ჭრილობაა და უფრო რთული მოსაშუშებელია..
    ........ და რომელი გაუკეთეს???
    ფანი [?]
    #3 7 მაისი 2021 00:07
    2
    ამას ტრამვა რო არ მიეღო ახლა თვითონაც და ჩვენც შეილება სულ სხვაგან ვყოფილიყავით
    Culé [?]
    #2 6 მაისი 2021 23:55
    2
    კარგია, ესე იგი მენისკი შეუნარჩუნეს... მოზარდია და სავარაუდოდ, მალე აღიდგენს ორგანიზმი ფორმას
    ფანი [?]
    #1 6 მაისი 2021 23:36
    2
    იმედია ამით დასრულდება მისი ტანჯვა და ახალი სეზონიდან იქნება ჩვენთან 💙❤