პეპის ბარსელონაში დაბრუნებას არ გამოვრიცხავ - გვარდიოლას მამა

პეპის ბარსელონაში დაბრუნებას არ გამოვრიცხავ - გვარდიოლას მამა

"ბარსელონას" ლეგენდარული ფეხბურთელისა და მწვრთნელის, პეპ გვარდიოლას მამა, ვალენტი გვარდიოლა თავისი შვილის კატალონიაში შესაძლო დაბრუნებაზე საუბრობს.

პეპის "ბარსას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დაბრუნებას არ გამოვრიცხავ. ასევე, შესაძლოა, მან ისეთი თანამდებობა დაიკავოს, რომ კლუბს თავისი ცოდნითა და რჩევებით დაეხმაროს.

- ციტირებს ვალენტის სიტყვებს SuperDeportivoRadio.

პეპ გვარდიოლა "ბლაუგრანას" 2008/12 წლებში წვრთნიდა, რა დროშიც მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო (თუ საუკეთესო არა) გუნდი შექმნა და ყველა შესაძლო ტიტული მოიგო. ამჟამად იგი "მანჩესტერ სიტის" თავკაცია, რომელიც ჩემპიონთა ლიგის ფინალში გაიყვანა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 6 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 7 მაისი 2021 18:42
    1
    ამას რაღაცა მაგარი აწყენინეს, თორემ ასე უაზროდ არ წავიდოდა მგონია.
    გულშემატკივარი [?]
    #5 7 მაისი 2021 11:56
    1
    მოდიიიიი, რეპეტეეეეეე, ბარსას ისტორიული ეპოქა კიდევ ერთხელ გაგვახარებდა
    [?]
    #4 7 მაისი 2021 03:53
    0
    ციტატა: BEQA BARCA
    ვნახოთ რა იქნება...
    პს: პლიუს კიდე თქვა რომ ესპანეთის ნაკრები რომ გაწვრთნას არ მინდაო!

    არადა მავრად მგონია რო ლუჩოს მერე ნაკრების მწვრთნელი გახდება. ბარსაში დაბრუნება შორეულ მომავალში, დირექტორთა საბჭოში ან ახალგაზრდულ გუნდში, რა თაობას დაზრდის. მანამდე 2 გამოწვევა დარჩა, სერია ა და ნაკრები. 4 დიდი ტურნირიდან 3 აიღო ასე თუ ისე. დარჩა ის ტურნირი სადაც თითონაც თამაშობდა. იუვეს ახალ სიმაღლეზე აიყვანდა, საი ტერესო იქნებოდა ტიკი ტაკა იუვეში. სხვაგან არ გარისკავს, რომაში ან ნაოოლიში წასვლას თორე ვაფშე საინტერესო იქნებოდა.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 7 მაისი 2021 02:23
    2
    ოღონდ ეს დაბრუნდეს და მეტი არ მინდა არაფერი
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    Culé [?]
    #2 6 მაისი 2021 22:54
    1
    ვნახოთ რა იქნება...
    პს: პლიუს კიდე თქვა რომ ესპანეთის ნაკრები რომ გაწვრთნას არ მინდაო!
    --------------------
    🗣Johan Cruyff:🗣
    ფეხბურთის თამაში მარტივია, თუმცა მარტივი ფეხბურთის თამაში - რთული"
    ფანი [?]
    #1 6 მაისი 2021 22:50
    5
    კიდევ ერთი დიდებული ეპოქა იქნებოდა 💙❤🙈