დღე, როცა მატეუ ლაოსმა მადრიდის ატლეტიკო გააჩემპიონა

დღე, როცა მატეუ ლაოსმა მადრიდის ატლეტიკო გააჩემპიონა

დღეს ცნობილი გახდა, რომ 8 მაისს, კატალონიის "ბარსელონასა" და მადრიდის "ატლეტიკოს" შორის გასამართი უმნიშვნელოვანესი შეხვედრის მთავარ არბიტრად მატეუ ლაოსი დაინიშნა.

ახლა კი, Mundo Deportivo სწორედ ზემოხსენებული მსაჯის მიერ დაშვებულ შეცდომას გვახსენებს, რომელმაც 2013/14 წლების სეზონის ლა ლიგის გამარჯვებულის ბედი გადაწყვიტა.

2014 წლის 17 მაისს, პრიმერა დივიზიონის 38-ე ტურში, "კამპ ნოუზე" "ბარსა" პირველადგილოსან "როხიბლანკოს" დაუპირისპირდა, რომელსაც 3 ქულით ჩამორჩებოდა - შესაბამისად, ამ მატჩის მოგებით კატალონიელებს ჩემპიონობა შეეძლოთ (ურთიერთშეხვედრებში უკეთესი შედეგის მიღების შემთხვევაში - პირველი წრის მატჩი მადრიდში 0-0 დასრულდა), დიეგო სიმეონეს გუნდს კი ფრეც აწყობდა.

ტაბლოზე ანგარიში 33-ე წუთზე ალექსის სანჩესმა "ბარსელონას" სასარგებლოდ ააციმციმა, მადრიდელთა მხრიდან კი წონასწორობა 49 წუთზე დიეგო გოდინმა აღადგინა და საბოლოო შედეგიც დააფიქსირა.

თუმცა, 64 წუთზე ანტონიო მატეუ ლაოსმა ლიონელ მესის გოლი "თამაშგარის" გამო უსამართლოდ გააუქმა - აღნიშნულ მომენტში არგენტინელს ბურთი მეტოქისგან, ხუანფრანისგან მოუვიდა, რის შემდეგაც ტიბო კურტუას აჯობა და "ბლაუგრანა" დააწინაურა, მაგრამ...

სასურველი ანგარიშის წყალობით, "ჩოლოს" შეგირდებმა ესპანეთის ჩემპიონატი 90 ქულით მოიგეს, "ბარსელონა" კი 87 ქულით მეორე ადგილზე გავიდა.

მოგვიანებით, "ლურჯ-ბროწეულისფერთა" იმჟამინდელი მწვრთნელის, ტატა მარტინოს ასისტენტი, ელვიო პაოლოროზო ამტკიცებდა, რომ შეხვედრის დასრულების შემდეგ ლაოსი კლუბის გასახდელ ოთახში შემოვიდა და მომხდარის გამო ბოდიში მოიხადა.

მაგრამ, 2019 წელს, Radio Marca-სთან საუბარში, მატეუმ შემდეგი რამ განაცხადა:

ჯერ კიდევ არ არსებობს იმის დამადასტურებელი საბუთი, რომ ბურთი მხოლოდ ხუანფრანს შეეხო. VAR-ს მივესალმები - მსგავსი პრობლემების გადაჭრა მხოლოდ ამ სისტემითაა შესაძლებელი.

7 წლის შემდეგ ეს გუნდები ერთმანეთს განსხვავებულ სიტუაციაში ხვდებიან - 34 ტურის შემდეგ რონალდ კუმანის ბიჭებს 74 ქულა აქვთ და ლიდერ "ატლეტიკოს" 2 ქულით ჩამორჩებიან.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 10 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #10 7 მაისი 2021 19:01
    1
    ისე რამაინტერესებს, გუნდს რო ქულას აკარგინებ და შესაბამისად ტიტულს, იმ ღამით როგორ იძინებს, ამდენ გინებას ალბათ აიტანს, მაგრამ ღმერთისა არ ეშინია?
    ფანი [?]
    #9 7 მაისი 2021 11:49
    1
    ბარსას შანსი ერთადერთი დარჩა, ვინატროთ, როგორც ხეტაფემ და ბეტისმა გაგვახარა რეალთან ფრე და სევილიაც თუ ასე გაგვახარებს მაგარია. ბარსამ სვარჩიკები უეჭველი უნდა დაადუღოს და დაადუღებს კიდეც! წ ე რ ტ ი ლ ი!
    საიტის ლეგენდა  [?]
    #8 7 მაისი 2021 02:22
    0
    იმენა სუფთა გოლი არ ჩაუთვალეს მესის ამ თამაშში
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 7 მაისი 2021 01:26
    2
    ლაოსი თეთრი ფორმით იქნება მოედანზე?!?!?!?! smiley
    Culé [?]
    #6 6 მაისი 2021 23:04
    0
    ციტატა: DE PE FA
    ამ სეზონში აურია საკაიფოდ🙃ყველა მნიშვნელოვან თამაში ყლაპა გოლი

    მეც მასე მეგონა, მარა ლენგლე და ასტრა ზენეგას ბრალი ყოვილა. გავიგე სანდო წყაროებიდან :))
    ფანი [?]
    #5 6 მაისი 2021 22:22
    0
    ციტატა: Clever liar
    თითქოს ჩემპ ლიგის ფინალის ბოლო კომპესირებული წამები იყო და ბარსელონას ბურთი ქონდა გასაქვითი, ისე იდგა შტეგენ კუმან შროიდერიანად მეტოქის საჯარიმოში :D

    ამ სეზონში აურია საკაიფოდ🙃ყველა მნიშვნელოვან თამაში ყლაპა გოლი😁
    Culé [?]
    #4 6 მაისი 2021 22:11
    1
    პუჩიმ ფეხბურთს კუმანი აღარ მათამაშებსო და მზარეულობა დაიწყოო... 😁😁https://www.facebook.com/fcbarcelona/videos/221956232608275/
    --------------------
    🗣Johan Cruyff:🗣
    "ფეხბურთის თამაში მარტივია, თუმცა მარტივი ფეხბურთის თამაში - რთული"
    " ხარისხი შედეგის გარეშე უსარგებლოა. შედეგი ხარისხის გარეშე მოსაწყენი. "
    Culé [?]
    #3 6 მაისი 2021 22:10
    2
    ციტატა: CHEPE
    ნაგაო უნდა გამოასწორო ის შეცდომა თორე მაგ სასტვენს გაგტენი უკანალში... რევანში გვაქვს ასაღები მაგის გამო და წელს 1:0 გავარდნა მოგების გამო შტეგენის ქაჯობით

    თითქოს ჩემპ ლიგის ფინალის ბოლო კომპესირებული წამები იყო და ბარსელონას ბურთი ქონდა გასაქვითი, ისე იდგა შტეგენ კუმან შროიდერიანად მეტოქის საჯარიმოში :D

    My Webpage
    Culé [?]
    #2 6 მაისი 2021 21:46
    0
    იმედია ახლაც თავისებურად არ გაუბერავს!!
    --------------------
    🗣Johan Cruyff:🗣
    "ფეხბურთის თამაში მარტივია, თუმცა მარტივი ფეხბურთის თამაში - რთული"
    " ხარისხი შედეგის გარეშე უსარგებლოა. შედეგი ხარისხის გარეშე მოსაწყენი. "
    ფანი [?]
    #1 6 მაისი 2021 21:42
    1
    ვახ როგორ მახსოვს ეს იგრა