43 წელი პირველი დამოკრატიული არჩევნებიდან

43 წელი პირველი დამოკრატიული არჩევნებიდან

1978 წელი როგორც ესპანური ფეხბურთისთვის, ასევე მთლიანად ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. დიქტატორი ფრანკოს სიკვდილის (1975 წელი) შემდეგ ესპანეთი დემოკრატიისკენ გარდამავალ ეტაპში შევიდა და ამ ეტაპის კულმინაცია სწორედ 1978 წელი იყო, ეს ყველაფერი კი ფეხბურთსა და ზოგადად სპორტზეც აისახა.

ეს წელი გამოდგა კულმინაციური "ბარსელონას" დემოკრატიისთვისაც. ზუსტად 43 წლის წინ 1978 წლის 6 მაისს "ბლაუგრანაში" პირველი დემოკრატიული არჩევნები ჩატარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ პრეზიდენტი არც დირექტორთა საბჭოს წევრებს აურჩევიათ და არც დიქტატორს დაუნიშნავს - კლუბის პირველი პირი პირდაპირ გულშემატკივრებმა (Socios) აირჩიეს.

არჩევნებში მონაწილეობდა ბასკი ხოსეპ ლუის ნუნიესი, რომელსაც მანამდე ფეხბურთთან შეხება არ ჰქონია. ის "ბარსას" იმ იშვიათ პრეზიდენტთა კატეგორიას მიეკუთვნება, რომლებიც პრეზიდენტობამდე კლუბის დირექტორთა საბჭოს წევრები არასდროს ყოფილან. ნუნიესის დევიზი იყო "Per a Barça triomfant" (ძლევამოსილი ბარსასთვის). ამ დევიზმა განაპირობა ის, რომ სპორტთან კავშირის არმქონე პირი "ბარსელონას" პირველივე დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტი გახდა. ნუნიესმა 10 352 ხმა მიიღო და მან კონკურენტები მცირე სხვაობით დაამარცხა - ფერან არინიომ 9 527 ხმა მიიღო, ხოლო ნიკოლაუ კაზაუსმა - 6 202.

ნუნიესი თავისი დევიზის გამართლებას შეუდგა და მიზნად 2 რამ დაისახა - კლუბის ეკონომიკური განვითარება და "ბარსელონას" ყველაზე დიდ სპორტულ ინსტიტუციად ჩამოყალიბება. რამდენად გამოუვიდა მას ეს? 1978 წელს "ბლაუგრანას" ბიუჯეტი დაახლოებით 5 მილიონი ევროს ექვივალენტი იყო, 2000 წელს კი, ნუნიესის კლუბიდან წასვლის დროს, 106 მილიონის. რაც შეეხება მეორე მიზანს: ნუნიესის პრეზიდენტობის დასრულების დროსაც ასე იყო და დღესაც ასეა - "ბარსელონა" ყველა დროის ყველაზე წარმატებული სპორტული კლუბია. კატალონიელებს გრანდები ჰყავთ ფეხბურთში, კალათბურთში, ხელბურთში, ფუტსალსა და გორგოლაჭებიან ჰოკეიში, ხოლო ნუნიესის დროს გრანდი ჰყავდათ ამერიკულ ფეხბურთში. ნუნიესის დროს "ბარსელონამ" სულ 175 ტიტული მოიგო, წელიწადში საშუალოდ 8 ტიტული.

ხოსეპ ლუის ნუნიესის დროს დაარსდა "ლა მასია" (1979 წელი), გაიხსნა სათადარიგო არენა "მინისტადი" (1982) და კლუბის მუზეუმი (1984).

არის თუ არა  ხოსეპ ლუის ნუნიესი "ბარსელონას" ისტორიაში საუკეთესო პრეზიდენტი? წარმატება მას ნამდვილად ბევრი ჰქონდა, მაგრამ მართვის თავისებური სტილის გამო კლუბისთვის საზიანოც არაერთი გადაწყვეტილება მიიღო. მარტო მარადონასა და რონალდოს გუნდიდან გაშვება რად ღირს...

ნებისმიერ შემთხვევაში, 6 მაისი "ბარსელონაში" ახალი ერის დასაწყისია.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 8 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #8 7 მაისი 2021 19:18
    0
    ეეხ, დემოკრატია დემოკრატიად, მაგრამ ფეხბურთის ფედერაციაში ისევ ის ფრანკისტები არ იჯდნენ.
    გულშემატკივარი [?]
    #7 7 მაისი 2021 02:53
    0
    დამოკრატიული🤣
    გულშემატკივარი [?]
    #6 7 მაისი 2021 02:24
    0
    ციტატა: Albicelecte
    ციტატა: ჯორჯ
    სულ მაინტერესებდა მაიკაზე სპონსორს რატო არ აწერდა

    ეროვნულს აწვებოდა, ბასკი იყო და ბასკურ-კატალონიურ ამბავში ბარსას ეროვნული გუნდის რანგში მიიჩნევდა და ამით ხაზს უსვამდა, რომ არაფერზე არ იყიდებოდა
    ნუ შემდეგ სხვანაირად შეუძლებელი გახდა, იმხელა ფული დატრიალდა ფეხბურთში

    მადლობა სულ მაინტერესებდა ლაპორტამ დაარღვია შემდეგ ეგ ტრადიცია
    ჩემი აზრით 90-იანებში უნდა დაეწერა სპონსორი შეიძლებოდა ამით რონალდოს შენარჩუნება თან რივალდოს მოყვანა
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 7 მაისი 2021 01:25
    0
    ციტატა: ჯორჯ
    სულ მაინტერესებდა მაიკაზე სპონსორს რატო არ აწერდა

    ეროვნულს აწვებოდა, ბასკი იყო და ბასკურ-კატალონიურ ამბავში ბარსას ეროვნული გუნდის რანგში მიიჩნევდა და ამით ხაზს უსვამდა, რომ არაფერზე არ იყიდებოდა
    ნუ შემდეგ სხვანაირად შეუძლებელი გახდა, იმხელა ფული დატრიალდა ფეხბურთში
    გულშემატკივარი [?]
    #4 6 მაისი 2021 22:09
    0
    სულ მაინტერესებდა მაიკაზე სპონსორს რატო არ აწერდა
    წევრი [?]
    #3 6 მაისი 2021 21:24
    0
    ბილ გეითსი ბარსას ფანი ყოფილა და ცოტა ინვესტიციებით შეგვიწყოს ხელი 😌
    Culé [?]
    #2 6 მაისი 2021 21:16
    0
    ყოჩაღ მწერალს!
    Culé [?]
    #1 6 მაისი 2021 20:53
    0
    ჯიუტი და პრინციპული კაცი იყო ნუნიესი,და შეეწირნენ მარადონა რონალდო,თუმცა რათქმაუნდა ლეგენდარული კაცია!