ერთი დღე "ბარსას" ისტორიაში - 6 მაისი

ერთი დღე "ბარსას" ისტორიაში - 6 მაისი

წარმოგიდგენთ რუბრიკას "ერთი დღე "ბარსელონას" ისტორიაში". ამჯერად შემოგთავაზებთ "ბარსელონასთან "დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 6 მაისს მოხდა.

თამაშები

6 მაისს "ბარსელონას" 12-ჯერ უთამაშია. კატალონიელებმა 7 მატჩი მოიგეს, 2 ფრედ დაასრულეს და 3 წააგეს.

1923 წელი

დაიბადა "ბარსელონას" ყოფილი მცველი და მწვრთნელი ჟოზეპ სეგუერი. 1943-1957 წლებში მან "ბლაუგრანას" მაისურით 269 თამაში ჩაატარა და 47 გოლი გაიტანა. სეგუერმა კატალონიურ კლუბში 5 ესპანეთის ჩემპიონატი, 4 ესპანეთის თასი, 3 ევა დუარტეს თასი (ესპანეთის სუპერ თასი) და 1 ბაზრობათა თასი (ამჟამინდელი ევროპა ლიგა) მოიგო.

1939 წელი

სამოქალაქო ომის დასრულების შემდეგ დიქტატორმა ფრანკომ "ბარსელონაში" მმართველი კომისია დანიშნა, რომლის მმართველადაც ჟოან სოლერი შეირჩა. ის გახდა სამოქალაქო ომის შემდეგ "ბარსელონას" პირველი პრეზიდენტი.

1976 წელი

დაიბადა "ბარსელონას" ყოფილი ნახევარმცველი ივან დე ლა პენია. 1994-2001 წლებში მან "ბლაუგრანას" მაისურით 125 თამაში ჩაატარა და 15 გოლი გაიტანა. დე ლა პენიამ კატალონიურ კლუბში 2 ესპანეთის თასი, 1 ესპანეთის სუპერ თასი, 1 თასების მფლობელთა თასი, 1 ევროპის სუპერ თასი და 1 ესპანეთის ჩემპიონატი მოიგო.

1978 წელი

დემოკრატიულ პერიოდში კლუბის პირველი საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა, რომელშიც ხოსეპ ლუის ნუნიესმა  მცირე უპირატესობით მოიგო.

1983 წელი

დაიბადა "ბარსელონას" ლეგენდარული მარჯვენა მცველი დანი ალვესი. 2008-2016 წლებში მან "ბლაუგრანას" მაისურით 391 თამაში ჩაატარა და 21 გოლი გაიტანა. კატალონიურ კლუბში ალვესმა 6 ესპანეთის ჩემპიონატი, 4 ესპანეთის სუპერ თასი, 4 ესპანეთის თასი, 3 ჩემპიონთა ლიგა, 3 ევროპის სუპერ თასი და 3 მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი მოიგო.

2009 წელი

ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალის განმეორებით მატჩში "ბარსელონამ" "ჩელსისთან" ლონდონში 1-1 ითამაშა. სტუმართაგან გოლი ანდრეს ინიესტამ დამატებით დროში გაიტანა და გუნდი ჩემპიონთა ლიგის ფინალში გაიყვანა.

2015 წელი

ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალის პირველ მატჩში "ბარსელონამ" პეპ გვარდიოლას "ბაიერნი" "კამპ ნოუზე" 3-0 გაანადგურა. 2 გოლი მესიმ გაიტანა, ხოლო ერთი - ნეიმარმა.

2018 წელი

"კამპ ნოუზე" გამართული "ელ კლასიკო" 2-2 დასრულდა და ლა ლიგაში "ბარსელონას" წაუგებელი სერია 42 თამაშამდე გაიზარდა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 6 მაისი 2021 15:04
    0
    ვულოცავთ დანი ალვესს, რა უაზროდ გაუშვეს ესეც.
    Culé [?]
    #1 6 მაისი 2021 14:08
    0
    2015ში ის საღამო არ დამავიწყდება არასდროს❤️❤️❤️❤️ რევანში ორი წლის წინ შერცხვენისთვის და მესის რაღაც საოცარი თამაში🙌🙌🙌🙌
    --------------------
    "ჩვენ ორი ვართ ქვეყანაზე, მე და ბარსა, მე და ბარსა!!!"