სამაგალითო დისციპლინა ლეო მესისა და ფრენკი დე იონგისგან

"ვალენსიასთან" მატჩის შემდეგ, გაირკვა, რომ დისკვალიფიკაციის გამო კატალონიის "ბარსელონას" მადრიდის "ატლეტიკოსთან" მნიშვნელოვანი ფეხბურთელები არ დააკლდება.
"როხიბლანკოსთან" გასამართ ერთ-ერთ გადამწყვეტ შეხვედრაში მონაწილეობის მიღებას ლეო მესი, ფრენკი დე იონგი, ანტუან გრიზმანი და ოსკარ მინგესა შეძლებენ.
Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, აღსანიშნავია მესისა და დე იონგის შემთხვევა - არგენტინელმა გაფრთხილების გარეშე ლა ლიგის 9 მატჩი ჩაატარა, ნიდერლანდელმა კი - 13. ისინი დისკვალიფიკაციის ზღვარზე "ვალიადოლიდთან" დაპირისპირებაშიც იყვნენ (1-0), თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ გუნდს წინ "ელ კლასიკო" ელოდა, რონალდ კუმანმა ორივე მათგანი ძირითადში დააყენა.
წყაროს ცნობით, ამ დროის განმავლობაში ლეო და ფრენკი მხოლოდ 5-5-ჯერ დაჯარიმდნენ, ეს უკანასკნელი კი ერთ შეხვედრაში ერთზე მეტჯერ არასდროს დაჯარიმებულა.
რაც შეეხებათ გრიზმანსა და მინგესას, ფრანგმა 4 ყვითელი ბარათით "გრანადასთან" და "ვალენსიასთან" ითამაშა, ახალგაზრდა მცველმა კი - მხოლოდ ანდალუსიელებთან, რადგან "ღამურების" წინააღმდეგ იგი სათადარიგოთა სკამზე დარჩა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 9 ]