ერთი დღე "ბარსას" ისტორიაში - 5 მაისი

ერთი დღე "ბარსას" ისტორიაში - 5 მაისი

წარმოგიდგენთ რუბრიკას "ერთი დღე "ბარსელონას" ისტორიაში". ამჯერად შემოგთავაზებთ "ბარსელონასთან "დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 5 მაისს მოხდა.

თამაშები

5 მაისს "ბარსელონას" 13-ჯერ უთამაშია. კატალონიელებმა 10 მატჩი მოიგეს და 3 წააგეს.

1976 წელი

დაიბადა "ბარსელონას" ყოფილი მცველი ხუან პაბლო სორინი. 2002/03 წლების სეზონში მან "ბლაუგრანას" მაისურით 15 თამაში ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.

1984 წელი

ესპანეთის თასის ისტორიაში ყველაზე ცნობილი ფინალი გაიმართა. "ბილბაო" "ბარსელონას", ხავიერ კლემენტე სესარ ლუის მენოტისა და მარადონა იმ გოიკოეჩეას წინააღმდეგ, რომელმაც 7 თვის წინ მას ფეხი მოტეხა. თამაში "ბილბაოს" გამარჯვებით (1-0) და დაუნდობელი ჩხუბით დასრულდა.

2012 წელი

პეპ გვარდიოლამ "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე "კამპ ნოუზე" ბოლო თამაში ჩაატარა. მისმა გუნდმა ბარსელონურ დერბიში "ესპანიოლი" 4-0 გაანადგურა. ლეო მესი ლა ლიგის ისტორიაში პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ერთ  გათამაშებაში მე-8 ჰეთ თრიქი შეასრულა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 5 მაისი 2021 16:33
    1
    ეეჰ ერთ გათამაშებაში 8 ჰეთთრიქი ქონდა და ახლა არცერთი არ აქვს.ბოლო მატჩები სუსტ გუნდებთან გვაქვს და იქნებ სადმე გააკეთოს
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 5 მაისი 2021 13:45
    1
    აი ესეთი ხულიგანი იყო მარადონა, მახსოვს მსოფლიო ჩემპიონატზე ესპანეთში 1982-ში, მეტოქეს რომელიც მარადონას თანაგუნდელს ეუხეშა და წააქცია, ამან ისე რომ არც დაფიქრებულა გაექანი და გაშლილი ფეხი შიპებით პირდაპირ მუცელში სთხლიშა. რა თქმა უნდა იმ წუთში გააძევეს.