ბარსას საკალათბურთო გუნდი ევროლიგის ნახევარფინალშია

ბარსას საკალათბურთო გუნდი ევროლიგის ნახევარფინალშია

რამდენიმე წუთის წინ, "ბარსელონას" საკალათბურთო გუნდმა სანქტ-პეტერბურგის "ზენიტი" დაამარცხა (79-53) და ევროლიგის ნახევარფინალის საგზური მოიპოვა.

ამ მატჩამდე, სერიაში ანგარიში 2-2 იყო. "ბარსელონამ" გადამწყვეტი, მეხუთე, დაპირისპირება შინ გამართა. დღევანდელ შეხვედრაში ყველაზე მეტი ქულა კორი ჰიგინსის ანგარიშზეა (15 ქულა, 3 მოხსნა, 1 ასისტი). მომდევნო ეტაპზე "ბარსას" მეტოქე "მილანი" იქნება.

ისტორიაში, "ბარსას" ევროლიგის ორი ტიტული (2003, 2010) აქვს მოპოვებული. რაც შეეხება ნახევარფინალს, გუნდმა ტურნირის ამ ეტაპზე გასვლა ბოლოს 2014 წელს შეძლო.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 5 მაისი 2021 11:08
    1
    ფინალი და გამარჯვება... აჩვენეთ ფეხბურთელებს მაგალითი, იქნება შერცხვეთ ცოტა და გაიღვიძონ.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 5 მაისი 2021 01:36
    1
    ძალიან კარგი დაცვა აჩვენეს და "ზენიტი" შეჭამეს. მგონია, რომ ფინალში გავლენ და თუ მოიგებენ ამ ტურნირს, არც გამიკვირდება. როდესაც გუნდში მიროტიჩი, დევისი, ჰიგინსი და კალატესი გყავს, იქ უკვე ფავორიტად ითვლები. გარდა მაგისა, კურიჩი, ჰანგა, კლავერი, გასოლი, სმიტი....
    --------------------
    GRACIES JOHAN...
    Culé [?]
    #2 5 მაისი 2021 01:20
    1
    ამათმაც ცოტა გვანერვიულეს მაგრამ ბოლოს შედეგი დადეს მთავარია!
    --------------------
    🗣Johan Cruyff:🗣
    "ფეხბურთის თამაში მარტივია, თუმცა მარტივი ფეხბურთის თამაში - რთული"
    " ხარისხი შედეგის გარეშე უსარგებლოა. შედეგი ხარისხის გარეშე მოსაწყენი. "
    გულშემატკივარი [?]
    #1 5 მაისი 2021 01:09
    1
    ვულოცავ ამათ
    პსჯ არ შეეხება ეს იყო სამარცხვინო მეტი არაფერი შემდეგ კი mma დაიწყეს
    სამი ტაიმი ერთხელაც არ დაარტყეს კარში