ფრენკი დე იონგი, გაკეთებული გადაცემების მხრივ, ლა ლიგაში საუკეთესოა

ფრენკი დე იონგი, გაკეთებული გადაცემების მხრივ, ლა ლიგაში საუკეთესოა

კატალონიის "ბარსელონას" ნიდერლანდელ ნახევარმცველს, ფრენკი დე იონგს, ლა ლიგის მასშტაბით, ყველაზე მეტი, 2577 პასი უგროვდება.

ასევე, აღსანიშნავია, რომ ტოპ 6-ში კიდევ 3 "ბლაუგრანელი" გვხვდება - სერჟიო ბუსკეტსი (მე-2 ადგილი, 2430 გადაცემა), ჟორდი ალბა (მე-4 პოზიცია, 2300 გადაცემა) და ლეო მესი (მე-6 ადგილი, 2078 გადაცემა).

მესამე პოზიციაზე "ვილიარეალის" შუახაზელი, დანი პარეხო იმყოფება, რომლის ანგარიშზეც 2420 პასია, მეხუთე ადგილს კი მადრიდის "ატლეტიკოს" ფეხბურთელი, კოკე 2100 გადაცემით იკავებს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    Culé [?]
    #3 5 მაისი 2021 16:14
    0
    ლეო პლეიმეიქერიცაა,გოლეადორიც და საერთოდ ყველაფერი
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    [?]
    #2 5 მაისი 2021 12:37
    0
    ციტატა: nika 54
    წესით მესის არ უნდა ჭირდებოდეს ამდენი პასის კეთება, პირიქით ის უნდა ღებულობდეს ყველაზე მეტ პასს რო გოლები გაიტანოს, მაგრამ ჩვენ ხო უკუღმა გვაქვს ყველაფერი. საუკეთესო ფეხბურთელი და ბომბარდირი აკეთებს ყველაზე მეტ გადაცემას. აქედან ნახევარი საგოლეა და ჩვენი "ბომბარდირები" ამ გადაცემების მეასედის რეალიზებას ახდენენ.

    უკან ინიესტა ჩავი რო ყავდეს და წინ სუარესი ნეიმარი პასი 2 ჯერ ნაკლები ექნება გაკეთებული, საგოლე პასი ორჯერ მეტი და გოლი 3 ჯერ მეტი ალბათ. მარა გრიზმანი-დემბელეს 5-5 უნდა დაუხატო რო თითო დაარტყან ზუსტად, თუ 10-15 პასს დაუხატავ შეიძლება კიც გაიტანონ. ნახევარდაცვას არაუშავს მარა ყველა დიდი თამაში ჩააგდეს. ძალიან ცოტა მწვავე პასს აკეთებენ. ინიესტა რო თამაშში 3-ს აკეთებდა ესენი 3 ეგეთ პასს 5 თამაშში აკეთებენ. პედრის ძალიან დიდი წუნი აქ იგივე ფოდენთან შედარებით მარა გაიზრდება. ბუსის თუ გაეხსნება ხოლმე ხან თორე ისევ მესის უწევს ყველაფერი. ცოტა გრიზმანი მოფერიანდა ვითომ მარა კაი დროსია მორჩა სეზონი
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 5 მაისი 2021 11:52