ბარსელონასთან მატჩამდე ხოსე მარია ხიმენესმა და რენან ლოდიმ გუნდის ვარჯიში გამოტოვეს | SPORT

ბარსელონასთან მატჩამდე ხოსე მარია ხიმენესმა და რენან ლოდიმ გუნდის ვარჯიში გამოტოვეს | SPORT

8 მაისს, თბილისის დროით 18:15 საათზე, კატალონიის "ბარსელონას" ლა ლიგის ერთ-ერთი გადამწყვეტი მატჩი ელის, რომელშიც მადრიდის "ატლეტიკოს" დაუპირისპირდება.

ახლა კი, Diario SPORT-ის ინფორმაციით, "როხიბლანკოს" დღევანდელ ვარჯიშს ხოსე მარია ხიმენესი და რენან ლოდი აკლდნენ, რომელთაც კუნთის დაზიანება აწუხებთ.

წყაროს ცნობით, დიეგო სიმეონეს გუნდის უკანახაზელებმა ინდივიდუალურად ივარჯიშეს, რათა ტრავმის მოშუშება შეძლონ.

ურუგვაელის "ბლაუგრანასთან" თამაში გამორიცხული არაა, თუმცა - არც დადასტურებული. რაც შეეხება ლოდის, ბრაზილიელს "ბარსასთან" შეხვედრაში დაბრუნება გაუჭირდება.

ამჟამად, "ჩოლოს" შეგირდები პრიმერა დივიზიონის სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე იმყოფებიან, "ლურჯ-ბროწეულისფერები" კი მათ 2 ქულით ჩამორჩებიან.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    Culé [?]
    #3 5 მაისი 2021 16:12
    0
    საკმაოდ დიდი დანაკლისია დაცვაში.ჩოლოსთვის შეტევის გაძლიერების ერთ-ერთი ოპცია ერმოსოს ლოდით შეცვლაა,ხიმენესიც ძაან მნიშვნელოვანი ფიგურაა დაცვის ცენტრში
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 5 მაისი 2021 11:53
    0
    ხოოო, დიდი დანაკლისი იქნება ატლეტიკოსთვის რა.
    გულშემატკივარი [?]
    #1 4 მაისი 2021 20:26
    0
    იცოდნენ ალბათ წინასწარ და მაგიტო ზეიმობდნენ გუშინ ჩემპიონობას