მესი ატლეტიკოსთან მატჩამდე ლუის სუარესთან ერთად ისვენებს | ვიდეო

მესი ატლეტიკოსთან მატჩამდე ლუის  სუარესთან ერთად ისვენებს | ვიდეო

გუშინ კატალონიის "ბარსელონას" ლიდერმა და კაპიტანმა, ლიონელ მესიმ თანაგუნდელები საკუთარ სახლში, სადილზე მიიწვია.

ახლა კი, არგენტინელი ვარსკვლავის მეუღლე, ანტონელა Instagram-ზე ავრცელებს ვიდეოს, სადაც ჩანს, თუ როგორ ისვენებს ლეო მადრიდის "ატლეტიკოსთან" 8 მაისს გასამართ უმნიშვნელოვანეს მატჩამდე.

როგორც ცნობილია, ის ბარი, რომელშიც "ლა პულგა" იმყოფება, "ბარსას" ყოფილი და "როხიბლანკოს" ამჟამინდელი შემტევის, ლუის სუარესის საკუთრებაა. სოციალური ქსელის საშუალებით ვიგებთ, რომ მესისთან ერთად ურუგვაელი და მისი მეუღლეც არიან.

ამჟამად "ლურჯ-ბროწეულისფერები" ლა ლიგის სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზე იმყოფებიან და ლიდერ "ატლეტიკოს" 2 ქულით ჩამორჩებიან. შესაბამისად, ამ გუნდებს შორის ჩასატარებელი შეხვედრა ერთ-ერთი გადამწყვეტი იქნება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #4 5 მაისი 2021 16:08
    0
    ნეტა რა მოილაპარაკეს??
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 5 მაისი 2021 12:14
    0
    ახლა ამის გამოძიებას როდის აპირებს ტებასი, სარჩელად ალბათ რეალის წინააღმდეგ შეთქმულების მომზადებას დაუდებენ. "მესი და სუარესი რეალის არ გაჩემპიონებისთვის შეთქმულებას ამზადებდნენ"
    ეხლა მთავარია ლა ლიგიდან არ მოგვკვეთოს ტებასმა, ეგეთები გაგვიგია ფრანკოს დროიდან.
    გულშემატკივარი [?]
    #2 4 მაისი 2021 20:17
    1
    ანტონელამ მონიშნა ლუისა და ცოლი მისი და უწერია ძალიან გვენატრებითო, სუარესის ბარი😂😂
    ფანი [?]
    #1 4 მაისი 2021 17:51
    8
    laughing მოილაპარაკებენ როგორ დატოვონ რეალი ხახამშრალი smile smile smile