საგა გრძელდება - ნეიმარი ბარსას დაუკავშირდა

საგა გრძელდება - ნეიმარი ბარსას დაუკავშირდა

ნეიმარისა და "ბარსელონას" საგა კვლავ გრძელდება. ამჯერად, კატალონიის რადიო ავრცელებს ინფორმაციას, რომ ბრაზილიელი ფეხბურთელი კატალონიურ კლუბს დაეკონტაქტა.

როგორც ცნობილია, მან "ლურჯ-ბროწეულისფერებს" დაუდასტურა, რომ "კამპ ნოუზე" დაბრუნება სურს. 

29 წლის ფეხბურთელს "პარი სენ-ჟერმენთან" ხელშეკრულების გახანგრძლივების თაობაზე მოლაპარაკებები შეჩერებული აქვს.

ნეიმარის მიღების წინააღმდეგი არც "ბარსელონაა", თუმცა პრობლემას პარიზული კლუბი ქმნის, რომელსაც ვარსკვლავის დაკარგვა არ სურს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 6 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    Culé [?]
    #6 5 მაისი 2021 16:06
    0
    ხელფასი უნდა დაიკლოს ძაან+სარჩელი უკან უნდა გაიტანოს და სრული სერიოზულობით მოეკიდოს საქმეს
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    [?]
    #5 5 მაისი 2021 12:52
    0
    არ გამოვა. ხელაიფი არ გამოუშვებს, 1 წელს დუბლებში გაატარებინებს და რომც მოვიდეს რას მოგვცემს ნეიმარი არ ვიცი. ფატის იმედი აღარც მაქ. დემბელეში თუ გაგვიცვლიან მოვიდეს კაი. ან კოუში. ნეიმარი ფატი ლაზარეთში იმდენს გაატარებენ დემბელე დავიტოვოთ ჯობს, დეპაი არ მინდა.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 5 მაისი 2021 12:24
    0
    ციტატა: Albicelecte
    ანუ უკვე მე-4 წელი გადის და რამდენხნიანი კონტრაქტი აქვს ამას? 5? 6? თუ 5, მაშინ ხალიფამ 30-40-ში უნდა მოიშოროს, რომ უფასოდ არ დაკარგოს

    2017-ში წავიდა, კონტრაქტი 2022-ში მომავალ წლის ზაფხულში უმთავრდება.

    ციტატა: Griezzy7
    60-100 მილიონად თუ გამოუშვებენ აუცილებლად უნდა მოიყვანონ და ჰოლანდი შემდეგი წლისთვის გადადონ თან ჰოლანდის გამოსყიდვა შემდეგ წელს 75 მილიონად შეგვეძლება.

    მაგრად გაგვიმართლა რო უფასოდ მოგვყავს ორი ფეხბურთელი და ამათშიც ფულის გადახდა არ გვიწევს (გარსია , დეპაი)

    აგუერო?

    მოკლედ გუშინ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ გარდა უდიდესი ტექნიკისა, დიდი მებრძოლიც არის, უკვე წაგებულ თამაშშიც კი ბოლომდე იკლავდა თავს, რაც დღეს ჩვენ ძალიან გვაკლია. ის ნახევარფინალიც ბაიერნთან ამის დამსახურება უფრო იყო ვიდრე მბაპესი.
    ფანი [?]
    #3 5 მაისი 2021 10:36
    0
    გუშინ ძალიან გამისწორდა, რომ ჩაიძირა პსჟ.
    აბა რა ეგონა ფულის მონა ნეიმარს, ერთი კაცის თამაშია ფეხბურთი? თან ხალიფას ფულს აახევდა, თან ჩემპიონი იქნებოდა?
    გდებულიყო ბარსაში, ახლა მინიმუმ 2 გზის თუ არა ერთი ჩლ მაინც ექნებოდა მოგებული.
    Culé [?]
    #2 4 მაისი 2021 18:05
    0
    ანუ უკვე მე-4 წელი გადის და რამდენხნიანი კონტრაქტი აქვს ამას? 5? 6? თუ 5, მაშინ ხალიფამ 30-40-ში უნდა მოიშოროს, რომ უფასოდ არ დაკარგოს
    Culé [?]
    #1 4 მაისი 2021 17:39
    1
    60-100 მილიონად თუ გამოუშვებენ აუცილებლად უნდა მოიყვანონ და ჰოლანდი შემდეგი წლისთვის გადადონ თან ჰოლანდის გამოსყიდვა შემდეგ წელს 75 მილიონად შეგვეძლება.

    მაგრად გაგვიმართლა რო უფასოდ მოგვყავს ორი ფეხბურთელი და ამათშიც ფულის გადახდა არ გვიწევს (გარსია , დეპაი)