პსჟ ბარსელონას 1.5 მილიონს გადაუხდის

პსჟ ბარსელონას 1.5 მილიონს გადაუხდის

ფრანგულ "პარი სენ-ჟერმენს" "ბარსელონასთვის" 1.5 მილიონი ევროს გადახდის ვალდებულება აქვს. ამ ინფორმაციას Mundo Deportivo ავრცელებს.

კატალონიური წყაროს ცნობით, საქმე "ბარსადან" "პარი სენ-ჟერმენში" რაფინია ალკანტარას გასულ წელს განხორციელებულ ტრანსფერს ეხება. ბრაზილიელი ნახევარმცველისს ტრანსფერის დროს კლუბებს შორის შეთანხმებული ერთ-ერთი ცვლადის მიხედვით, თუ პსჟ ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალში გავიდოდა, მას კატალონიური კლუბისთვის 1.5 მილიონი ევროს გადახდა მოუწევდა.

პარიზელები ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის ნახევარფინალში გავიდნენ, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ისინი "ბლაუგრანას" ხსენებულ თანხას გადაუხდიან.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    Culé [?]
    #4 5 მაისი 2021 16:02
    0
    ისე ბართომეუს დროს რა ჩმორი ხელმძღვანელობა გვყავდა.ინტერმა ეს იჯარით აიყვანა გამოსყიდვის ვალდებულებით იხმარეს და მოგვიგდეს მერე.არც კი მოგვითხოვია ხელშეკრულების ამ პუნქტის შესრულება.ეგ რო ჩვენ გვექნა გვიჩივლებდნენ და კომპენსაციას მოგვთხოვდნენ ორ იმდენს
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    [?]
    #3 5 მაისი 2021 12:54
    1
    ციტატა: Albicelecte
    არსაიდან ჩამოვარდნილი მილიონნახევარი smiley

    ვიდალის ჩემპიონობით მილიონი მივიღეთ. სუარესიც თუ გაჩემპიონდა ცოტას ატლეტიკოც მოგვცემს და მესის ბუცების შესაკერად ფული გვეყოფა
    Culé [?]
    #2 4 მაისი 2021 15:51
    1
    არსაიდან ჩამოვარდნილი მილიონნახევარი smiley
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 4 მაისი 2021 15:11
    0
    ნეტა ლიგა რო მოიგონ, რამდენს მოგვცემენ. და ამის მეტი არაფერი მიგვიღია მაგათგან?