ანსუ ფატის მეოთხე ოპერაცია ჩაუტარდება - MD

Mundo Deportivo ადასტურებს, რომ "ბარსელონას" ამომავალი ვარსკვლავი ანსუ ფატი კიდევ ერთ ოპერაციას გაიკეთებს.
წყაროს ცნობით, ფატის ოპერაცია ხუთშაბათს ჩაუტარდება. 18 წლის ტალანტისთვის ეს მეოთხე ქირურგიული ჩარევა იქნება და ივარაუდება, რომ იგი ფეხბურთელის მარცხენა მუხლის ყველა პრობლემას გადაჭრის. ესპანელ შემტევს სამკურნალოდ და სრულად გამოსაჯანმრთელებლად კიდევ 2 თვე დასჭირდება.
ასევე MD იტყობინება, რომ ფატის ოპერაციას პორტუგალიის ნაკრების ექიმი გაუძღვება, რომელსაც დახმარებას ძალიან პრესტიჟული ექიმები ანტონიო მაესტრო და ბერტრან სონერი-კოტე გაუწევენ.
კატალონიელი ჟურნალისტების ინფორმაციით, ანსუსთვის მოთხე ოპერაციის ჩატარების თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილება გუშინ მიიღეს. იქიდან გამომდინარე, რომ ფატის მდგომარეობა საგრძნობლად არ გაუმჯობესებულა, მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ კიდევ ერთი ოპერაციის გაკეთება უკეთესია. ივარაუდება, რომ ახალგაზრდა მოთამაშე ახალი სეზონისთვის სრულად გამოჯანმრთელებული იქნება.
ცნობისთვის, ანსუ ფატიმ ბოლოს 7 ნოემბერს ითამაშა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 8 ]