საბალეტამ მესისა და აგუეროზე ისაუბრა

საბალეტამ მესისა და აგუეროზე ისაუბრა

წარსულში ცნობილმა არგენტინელმა ფეხბურთელმა პაბლო საბალეტამ მისი თანამემამულეების, ლიონელ მესისა და სერხიო აგუეროს მომავალთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

ამ ეტაპზე, ვფიქრობ, მესის ტრანსფერი ცოტათი ძნელი იქნება, მაგრამ ვნახოთ, რა მოხდება. კლუბში ლაპორტას მისვლისა და სპორტული სტაბილურობის წყალობით, ჩემი აზრით, ის ისევ ბედნიერი იქნება. ჩანს, რომ ლეო ახლა უკვე ბედნიერია. იგი მოედანზე ყველაფერს აკეთებს.

აგუერო "ბარსაში"? დიახ, ამას ვვარაუდობ. თუ ის ფიზიკურად ჯანმრთელი იქნება, მინიმუმ 2 სეზონს მაღალ დონეზე ჩაატარებს.

- ციტირებს საბალეტას სიტყვებს SER Catalunya.

ლეო მესი ამ დროისთვის დარჩენასთან ძალიან ახლოსაა. გავრცელებული ცნობებით, მას "ბლაუგრანასთან" გრძელვადიანი კონტრაქტის გაფორმება უნდა.

რაც შეეხება აგუეროს, "მანჩესტერ სიტის" შემტევი, დიდი ალბათობით, ზაფხულში "ბარსას" უფასოდ შეუერთდება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 4 მაისი 2021 14:41
    0
    გულთმისანია რა, როგორ მიხვდა ყველაფერს ზუსტად. თუ ჯანმრთელობამ შეუწყო ხელი ესე იგი ითამაშებს. თუ ვერა მაშინ დემბელეს გზად დაადგება.
    Culé [?]
    #2 3 მაისი 2021 22:07
    0
    ციტატა: Ansu Fati 22
    მაღალი ფორვარდია საჭირო და ლაპორტამ უეჭველი უნდა იჩალიჩოს ჰოლანდზე

    ჰალანდი? არ ვიცი რამდენად რეალურია, მაგრამ ჩემი აზრით ყველას ჯობია, რომ გამოჯანმრთელოდე და 9-იანი მაისური ჩაიცვა
    ცენტრფორვარდად დადგე და ეტო'ოს გაუმჯობესებული ვარიანტი გახდე, ევროპელი ზრდილობიანი და კულტურული ეტოო, გოლის ალღოთი და ქილერის ინსტიქტით barca-1
    ფანი [?]
    #1 3 მაისი 2021 21:24
    0
    მაღალი ფორვარდია საჭირო და ლაპორტამ უეჭველი უნდა იჩალიჩოს ჰოლანდზე
    --------------------
    NJR ❤