ბარსელონა ვარჯიშს დაუბრუნდა [სურათები]

ბარსელონა ვარჯიშს დაუბრუნდა [სურათები]

დღეს "ბარსელონას" პირველმა გუნდმა, "ვალენსიას" სტუმრად დამარცხების შემდეგ, აღდგენითი ვარჯიში გამართა.

დღევანდელ ვარჯიშზე იმ ფეხბურთელებმა, რომლებმაც გუშინდელი მატჩის სასტარტო შემადგენლობაში ითამაშეს, გარკვეული აღდგენითი სამუშაოები შეასრულეს, დანარჩენებმა კი ჩვეულებრივ ივარჯიშეს.

"ბლაუგრანას" მოთამაშეები ხვალ დაისვენებენ. გუნდი მომდევნო ვარჯიშს ოთხშაბათს გამართავს და "ატლეტიკოსთან" მნიშვნელოვანი შეხვედრისთვის მზადებას შეუდგება.

"ბარსელონასა" და "ატლეტიკოს" დაპირისპირება შაბათს თბილისის დროით 18 საათსა და 15 წუთზე გაიმართება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 4 მაისი 2021 14:45
    0
    ისე თუ თამაშის ბოლოსთვის ფრე იქნება, ჯობია ლანგლე დავაყენოთ ბოლოში, იქნებ საკუთარ კარში გაიტანოს და რეალი არ გაახაროს.
    ფანი [?]
    #1 3 მაისი 2021 17:53
    2
    პედრის , პუჩის , მორიბას , ალბას და ბუსკეცის გარდა ყველა გასაყიდია .... ღმერთო 3 მცველი გვესროლე თავიანთი საქმე რომ შეასრულონ სხვას არაფერს ვთხოვთ