14 დარტყმა ბარსას კარში და 9 გოლი

14 დარტყმა ბარსას კარში და 9 გოლი

"ბარსელონამ" გუშინ "ვალენსიასთან" სტუმრად კი მოიგო და ძალიან მნიშვნელოვანი 3 ქულა მოიპოვა, თუმცა, ეს არ ცვლის იმ ფაქტს, რომ კატალონიური გუნდი დაცვაში ცუდად გამოიყურება, რაზეც სტატისიკა მეტყველებს.

სპორტული სტატისტიკის მწარმოებელი კომპანია Opta-ს ცნობით, ლა ლიგის ბოლო 5 მატჩში "ბარსას" კარში მეტოქე გუნდებმა მხოლოდ 14-ჯერ დაარტყეს, მაგრამ კატალონიელებმა მოახერხეს და 9 გოლი გაუშვეს.

"ვალენსიამ" "ბლაუგრანას" კარში 4-ჯერ დაარტყა და 2 გოლი გაიტანა; "გრანადამ" 2 ზუსტი დარტყმიდან ორივე გოლად აქცია; "ვილიარეალმა" კატალონიელებს კარში 4-ჯერ დაურტყა და 1 ბურთი გაიტანა; "ხეტაფემ" "ლურჯ-ბრწეულისფერთა" კარში მხოლოდ ერთხელ დაარტყა, თუმცა 2 გოლი მიითვალა; "რეალის" შედეგი კი "ბარსასთან" ასეთია - 3 ზუსტი დარტყმა და 2 გოლი.

ეს რიცხვები კიდევ უფრო საგანგაშოა იმის ფონზე, რომ კატალონიელთა პირველმა მეკარემ მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა პრიმერა დივიზიონის ამ 5 შეხვედრაში გაშვებული გოლების 1/3 გაუშვა. ტერ შტეგენმა ესპანეთის ჩემიონატის მიმდინარე სეზონში 28 თამაში ჩაატარა და 27 ბურთი გაუშვა, აქედან 9 კი მხოლოდ ბოლო 5 მატჩში.

ცნობისთვის, "ბარსელონას" უშუალო კონკურენტებმა "რეალმა" და "ატლეტიკომ" ლა ლიგის ბოლო 5 თამაშში, შესაბამისად, 1 და 3 გოლი გაუშვეს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 18 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #18 4 მაისი 2021 14:49
    0
    ანუ ტერ შტეგენზეა ლაპარაკი, წყალი ხო არ შეუყენეს მაგ საცოდავს.
    ფანი [?]
    #17 3 მაისი 2021 21:36
    0
    Clever liar,
    😂😂😂 საინტერესოა
    ფანი [?]
    #16 3 მაისი 2021 21:28
    0
    ციტატა: Diana
    ეგეთი სიაც გაქვს ?

    მაგის გარეშე რთულია კომფორტულად თავის დამკვიდრება მსგავს სივრცეში :)) ჯერ სია შევადგინე და მერე დავრეგისტრირდი აქ მე :D
    ფანი [?]
    #15 3 მაისი 2021 21:17
    0
    Clever liar,
    ეგეთი სიაც გაქვს ? 😂
    ფანი [?]
    #14 3 მაისი 2021 20:59
    0
    ციტატა: Diana
    Clever liar,
    უცნაური ხუმრობები გცოდნია

    იმედია მხოლოდ პოზიტიურ ასპექტში იგულისხმე თორე დაგამატებ იუმორთუცოდინართლა ბლექ ლისტს ახლავე :))
    გულშემატკივარი [?]
    #13 3 მაისი 2021 19:46
    1
    Mekarec magari gaparchakda. Ertaderti nateli mxarec dabnelda
    ფანი [?]
    #12 3 მაისი 2021 19:19
    2
    დაცვას საშინელია მაგრამ ეს სტატისტიკა უფრო მეკარის სისუსტეზე მეტყველებს, მთელ თამაში 2 ჯერ რომ დაგირტყამენ და 2 გოლს გაუშვებ ეს უფრო შტეგენის ბრალია, ვალენსიამ 4 დან 2 გაგვიტანა
    ფანი [?]
    #11 3 მაისი 2021 19:01
    0
    Clever liar,
    უცნაური ხუმრობები გცოდნია
    ფანი [?]
    #10 3 მაისი 2021 18:57
    1
    ციტატა: Diana
    Clever liar,
    კი არ გამოგეკიდე ისე გიპასუხე 😂😂😂

    ვიცი, გეხუმრე :))
    ფანი [?]
    #9 3 მაისი 2021 18:34
    0
    Clever liar,
    კი არ გამოგეკიდე ისე გიპასუხე 😂😂😂
    ფანი [?]
    #8 3 მაისი 2021 18:31
    0
    ციტატა: Diana
    მეც არ ვიძახი მარკს არ აქვს ახლა შეცდომებითქო , რა თქმა უნდა ეგეც უშვებს , მაგრამ ჯერ თუ დაცვის ხაზი არ შეიცვალა არ გვეშველება

    ჰაჰ, აბა იგივეს თუ იძახდი რაღას გამომეკოდე რუხი მგელივით, ყურები მქონდა დაცქვეტილი და სტაფილოს ვჭამდი თუ რას მერჩოდი :DD
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 3 მაისი 2021 18:29
    0
    და აქედან არცერთი იყო შტეგენის ბრალი რა პრახადნოი დვორი დაცვა გვყავს ბიჭოოო
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    ფანი [?]
    #6 3 მაისი 2021 18:12
    0
    Clever liar,
    მეც არ ვიძახი მარკს არ აქვს ახლა შეცდომებითქო , რა თქმა უნდა ეგეც უშვებს , მაგრამ ჯერ თუ დაცვის ხაზი არ შეიცვალა არ გვეშველება 😂😂😂
    ფანი [?]
    #5 3 მაისი 2021 18:09
    1
    ციტატა: Diana
    თუ დააკვირდი ძირითადად გატანილი გოლები კონტრშეტევის შედეგად არის , ჩვენ კონტრშეტევას სწრაფს იშვიათად ვაკეთებთ , ძალიან დიდ სივრცეს ტოვებენ, და რაც შეეხება ლივერპულის და რეალის დაცვას კი ბატონო ამჯერად ჩვენზე კაი ყავს , უმტიტი-ლენგლეზე უარესი არ ეყოლებათ მერწმუნე და პიკე მისი თავის აჩრდილია დარჩენილი

    არ შემიძლია არ დაგეთანხმო, მაგრამ სამწუხაროდ საკუთარ დასაკეტ კუთხეშიც რომ კაი ბლომად გასდის და კუთხრიდან თუ შორეულ ფლანგიდან ჩაწოდებულზე არასდროს დგას ისეთ პოზიციაზე რომ თავით დარტყმულზე რეაგირების მსგავსი მაინც მოახდინოს, გამოგიტყდები და მაგასაც ქე დავაკვირდი :)) არანაირად არ მინდა ჩვენი საგვამეთი დაცვის ხაზის გამართლება რაიმე ასპექტში, მაგრამ გოლის არ გაშვება მხოლოდ დაცვაზე რომ იყოს დამოკიდებული, მაშინ მეკარე აშკარად ზედმეტი რჩება ფეხბურთის თამაშში.. მე უბრალოდ გადასარევად რომ ვიცი როგორი მეკარეა ფორმაში მყოფი ტერ შტეგენი და რა შეუძლია მას, ამ ყველაფერს მხოლოდ მაგიტომ ვიძახი თორე მერწმენუ ჩემი დონის დარაჯი რომ გვედგეს კარში, ხმასაც არ ამოვიღებდი :D
    ფანი [?]
    #4 3 მაისი 2021 17:47
    0
    Clever liar,
    თუ დააკვირდი ძირითადად გატანილი გოლები კონტრშეტევის შედეგად არის , ჩვენ კონტრშეტევას სწრაფს იშვიათად ვაკეთებთ , ძალიან დიდ სივრცეს ტოვებენ, და რაც შეეხება ლივერპულის და რეალის დაცვას კი ბატონო ამჯერად ჩვენზე კაი ყავს , უმტიტი-ლენგლეზე უარესი არ ეყოლებათ მერწმუნე და პიკე მისი თავის აჩრდილია დარჩენილი
    Culé [?]
    #3 3 მაისი 2021 17:44
    0
    გუშინ კი ბატონო იყო ტერშტის ბრალი ყურადღება არ მიაქცია... ხოლო დანარჩენის 85% არის დაცვის ბრალიი. არად 5 მცველით ვთამაშობთ და 14 დან 9 გაგვიტანეს!!
    --------------------
    🗣Johan Cruyff:🗣
    ფეხბურთის თამაში მარტივია, თუმცა მარტივი ფეხბურთის თამაში - რთული"
    ფანი [?]
    #2 3 მაისი 2021 17:43
    3
    აგერ სტატისტიკა იუნკერებს :D არავისზე ნაკლები მეხოტბე ვარ შტეგენის, არც მისი შემცვლელის განხილვას ვაპირებ ლალიგის ნებისმიერი შედეგით დასრულების შემთხვევაში, მარა ფაქტი ურყევია და თანაც უტყუარი.. ამ თითით საძაგებელ დაცვაზე უარესი თუა მთელი მეორე ნახევარი თორე არაფრით უკეთესი. სანამ ვინმე ღრმა ფილოსოფიამდე მიხვალთ მანამ ერთი მარტივი პასუხი გაგვეცით: ანუ სოსიედადს ვილიარეალს და ბილბაოს ბარსელონაზე უკეთესი დონის მცველები ყავთ? სევილია, რეალი ატლეტიკოზე ხო საერთოდ აღარაფერს ვიძახი :))
    ფანი [?]
    #1 3 მაისი 2021 17:38
    2
    დაცვის ხაზი არის უბრალოდ საცოდაობა და მეტი არაფერი , მარკიც უშვებს მცირე შეცდომებს , მაგრამ 80% გაშვებული გოლების არის დაცვის ბრალი , თან რა უბედურებაა რამდენ პასს უკეთებენ ტერ შტეგენს , თვითონ აპრესინგებიებენ თავს , მოკლედ სანამ დაცვის ხაზი არ გამოსწორდება და არ შეიცვლება მანამდე გაგვიტანებენ საკმაოდ ბევრს