ბარსელონამ თვალი ლუის ფელიპეს დაადგა

ბარსელონამ თვალი ლუის ფელიპეს დაადგა

"ბარსელონა" რომის "ლაციოს" ცენტრალური მცველით, ლუის ფელიპეთი დაინტერესდა. ამ ინფორმაციას TuttoMercatoWeb-ის ჟურნალისტი მარკო კონტერიო ავრცელებს.

წყაროს ცნობით, "ბარსა", შესაძლოა, ფელიპეს შეძენას შეეცადოს. კატალონიური კლუბის წარმომადგენლები გასულ კვირაში 24 წლის უკანახაზელის აგენტს შეხვდნენ და ფეხბურთელით დაინტერესების შესახებ აცნობეს.

ფელიპე ამჟამად ტრავმირებულია. ბრაზილიელ მცველს ტრავმის გამო მიმდინარე სეზონის დიდი ნაწილი გაუცდა. მან ამ სეზონში მონაწილეობა მხოლოდ 14 მატჩში მიიღო.

Transfermarkt-ის მიხედვით, ლუის ფელიპეს ამჟამინდელი სატრანსფერო ფასი 20 მილიონი ევროა. მისი მოქმედი კონტრაქტის ვადა 2022 წლის ზაფხულში იწურება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 4 მაისი 2021 14:52
    0
    ეს ეგრევე დამტვრეული მოგვყავს? რაც ჩვენ გვემტვრევა არ არის საკმარისი?
    წევრი [?]
    #3 3 მაისი 2021 23:32
    0
    ციტატა: Iniesta_8
    ერთი მაღალი კლასის მცველი რა გახდა. არ მახსოვს ბოლოს შემდგარი ტოპ კლასის მცველი როდის ვიყიდეთ.

    მარკესი ვოყიდეთ ბოლოს😁
    ფანი [?]
    #2 3 მაისი 2021 17:14
    0
    ერთი მაღალი კლასის მცველი რა გახდა. არ მახსოვს ბოლოს შემდგარი ტოპ კლასის მცველი როდის ვიყიდეთ.
    ფანი [?]
    #1 3 მაისი 2021 16:32
    0
    ლაზარეთს ხსნის ბარსელონას შტაბი ?