ერთი დღე "ბარსას" ისტორიაში - 3 მაისი

ერთი დღე "ბარსას" ისტორიაში - 3 მაისი

განვაგრძობთ რუბრიკას "ერთი დღე "ბარსელონას" ისტორიაში". ამჯერად შემოგთავაზებთ "ბარსელონასთან "დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 3 მაისს მოხდა.

თამაშები

3 მაისს "ბარსელონას" 15-ჯერ უთამაშია. კატალონიელებმა 9 მატჩი მოიგეს, 4 ფრედ დაასრულეს და 2 წააგეს.

1915 წელი

დაიბადა "ბარსელონას" ყოფილი ნახევარმცველი ფლორენსიო კაფარატი. 1947-1949 წლებში მან "ბლაუგრანას" მაისურით 15 თამაში ჩაატარა და 7 გოლი გაიტანა. კატალონიურ კლუბში კაფარატიმ 2 ესპანეთის ჩემპიონატი, 1 ლათინური თასი და 1 ევა დუარტეს თასი (ესპანეთის სუპერ თასი) მოიგო.

1953 წელი

ლა ლიგის ბოლო ტურში "ბილბაოსთან" 3-2 მოგებით "ბარსელონამ" ესპანეთის ჩემპიონატი ზედიზედ მეორედ მოიგო.

1973 წელი

დაიბადა "ბარსელონას" ყოფილი მცველი მიხაელ რაიციგერი. 1997-2004 წლებში მან "ბლაუგრანას" მაისურით 262 თამაში ჩაატარა. რაიციგერმა კატალონიურ კლუბში 2 ესპანეთის ჩემპიონატი, 1 ესპანეთის თასი და 1 ესპანეთის სუპერ თასი მოიგო.

2006 წელი

კონკურენტი "ვალენსიას" წაგების გამო "ბარსელონა" ესპანეთის ჩემპიონი გახდა, ზედიზედ მეორედ.

2011 წელი

ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალის განმეორებით მატჩში, "კამპ ნოუზე", "ბარსელონამ" და "რეალმა" 1-1 ითამაშეს. 2 თამაშის ჯამში კატალონიელებმა 3-1 იმარჯვეს და ფინალში გავიდნენ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 3 მაისი 2021 12:03
    2
    2011 წელი
    ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალის განმეორებით მატჩში, "კამპ ნოუზე", "ბარსელონამ" და "რეალმა" 1-1 ითამაშეს. 2 თამაშის ჯამში კატალონიელებმა 3-1 იმარჯვეს და ფინალში გავიდნენ.
    კიდევ კარგი, პირველ თამაშში გაკეთებული ლეოს ორი გოლი არ გაანიავეს.
    წევრი [?]
    #1 3 მაისი 2021 11:25
    0
    ძალიან მაგარი და დიდი ისტორიის მქონე კლუბი