მესი ლევანდოვსკის გაუთანაბრდა!

მესი ლევანდოვსკის გაუთანაბრდა!

ცოტა ხნის წინ დასრულდა ლა ლიგის 34-ე ტურის მატჩი, რომელშიც კატალონიის "ბარსელონამ" "ვალენსია" "მესტალიაზე" ანგარიშით, 3-2 დაამარცხა - სტუმართა მხრიდან თავი ლეო მესიმ (2) და ანტუან გრიზმანმა გამოიჩინეს.

Diario Ole-ს ინფორმაციით, დღევანდელი დუბლის შემდეგ, არგენტინელ ვარსკვლავს 2021 წელს უკვე 26 გოლი დაუგროვდა, რაც "ბაიერნის" შემტევის, რობერტ ლევანდოვსკის შედეგს უტოლდება.

ამ კომპონენტში მეორე ადგილზე კილიან მბაპე იმყოფება (23), რომელსაც ერლინგ ჰოლანდი (20), კრიშტიანუ რონალდუ (19) და ქარიმ ბენზემა (15) მოსდევენ.

გარდა ამ შედეგისა, აღსანიშნავია, რომ "ბარსას" 10-იანმა კარიერაში საიუბილეო, 50-ე ჯარიმა გაიტანა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 3 მაისი 2021 13:33
    0
    2021 წელს გატანილ გოლებს რა აზრი აქვს, თავისივე რეკორდს მაინც ვერავინ გააუმჯობესებს, მთავარი სეზონში გატანილი გოლებია ოქროს ბუცის მოსაგებად.
    გულშემატკივარი [?]
    #1 3 მაისი 2021 01:45
    9
    ხეტაფესთან ჰეტ რიკი რო შეესრულებია და დღეს კიდე ხელზე რო მოხვდა და პენალი დანიშნულიყო ჰეტ რიკს აუცილებლად შეასრულებდა და ლევანას 5 თუ 6 ბურთით ჩამორჩებოდა და შეილება ბუცისთვისაც გაეწია კონკურენცია