გიოტებორგში მოსაგებად წავალთ - ლუის კორტესი

გიოტებორგში მოსაგებად წავალთ - ლუის კორტესი

დღეს "ბარსელონას" გოგონების გუნდმა "პარი სენ-ჟერმენი" დაამარცხა და ჩემპიონთა ლიგის ფინალის საგზური მოიპოვა.

ამ ტრიუმფის შემდეგ კატალონიელთა თავკაცი, ლუის კორტესი ჟურნალისტებთან საუბრობს:

ჩემი გუნდით ძალიან ვამაყობ! თამაშის წინ ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ მოედანზე რაც არ უნდა მომხდარიყო, მაინც ვიამაყებდი.
მათ დასამტკიცებელი არაფერი აქვთ - ფინალში გასვლა დავიმსახურეთ. 
ვიცით, რომ "ჩელსის" წინააღმდეგ თამაშისას ჩვენი კარის მისადგომებთან შეცდომები არ უნდა დავუშვათ. 
დღეს ბურთის ფლობით არ გამოვირჩეოდით, თუმცა ერთმანეთს ევროპის ორი უდიდესი კლუბი უპირისპირდებოდა.
"ბლაუგრანას" მეტოქე ევროპის უპრესტიჟულესი საკლუბო ტურნირის ფინალში "ჩელსი" იქნება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 3 მაისი 2021 14:07
    0
    იმედია ესენი იმდენს არ გვანერვიულებენ, რასაც ვაჟკაცები გვიკეთებენ.