პსჟ-ს პრიორიტეტი ლიონელ მესის გაფორმება აღარაა

პსჟ-ს პრიორიტეტი ლიონელ მესის გაფორმება აღარაა

"ბარსელონას" კაპიტანს, ლიონელ მესის თავის მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერ კიდევ არ მიუღია.

არგენტინელს ორი ვარიანტი აქვს: ან დარჩეს "ბლაუგრანაში", ან "პარი სენ-ჟერმენს" შეუერთდეს. "მანჩესტერ სიტი" 33 წლის სუპერვარსკვლავის გაფორმებით აღარაა დაინტერესებული. ამას Diario Sport, ფრანგულ L’Équipe-ზე დაყრდნობით გვამცნობს.

ამავე წყაროს ინფორმაციით, ფრანგული კლუბისთვის მესის გაფორმება აღარაა პრიორიტეტული. პარიზული გრანდის მთავარი მიზანია, რომ კილიან მბაპესთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე შეთანხმებას მიაღწიოს. 22 წლის შემტევის ამჟამინდელი ხელშეკრულება პსჟ-სთან 2022 წლამდეა ძალაში.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 2 მაისი 2021 15:26
    0
    დავღუპულვართ, რაღა გვეშველება.
    ფანი [?]
    #3 1 მაისი 2021 18:00
    1
    მომიკვდეს თავი, არადა ლეოს ბარგი უკვე ჩალაგებული ჰქონდა.. blush
    ვაი თქვენს პატრონს "ფულის ტომრებო", არ ჭირდებით, აქეთ ინახევრებს ხელფასს!
    Culé [?]
    #2 1 მაისი 2021 17:21
    0
    მბაპე თუ იყიდა რეალმა ჰალანდის გაფორმების კარგი შანსი გვექნება.მომავლის კონკურენტი დუოა მბაპე-ჰალანდი და ალბათ კონკურენტ კლუბებში თამაშის შესაძლებლობა ორივეს აწყობს
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    ფანი [?]
    #1 1 მაისი 2021 15:21
    2
    2 კურდღელს დასდევდა ვერცერთს ვერ დაიჭერენ , მბამპე რეალში გადავა და მესი თავის სახლში დარჩება ... პსჟს გამობრწყინებაც ასე ჩაქვრება