ლიონელ მესის ბუცები აუქციონზე გაიყიდა

ლიონელ მესის ბუცები აუქციონზე გაიყიდა

კატალონიის "ბარსელონას" ლიდერმა, ლიონელ მესიმ ბუცები, რომლითაც 644-ე გოლი გაიტანა და ერთი გუნდის მაისურით გატანილი გოლების რაოდენობით ლეგენდარულ პელეს გადაასწრო, ქველმოქმედებას შესწირა.

Bleacher Report-ის ინფორმაციის თანახმად, "ლურჯ-ბროწეულისფერთა" არგენტინელი კაპიტნის ბუცები აუქციონზე 173 000 დოლარად გაიყიდა.

წყაროს ცნობით, აღნიშნული თანხა ბარსელონას საავადმყოფოს გადაერიცხება.

ლეომ სარეკორდო გოლი "ვალიადოლიდის" კარში გაიტანა და ზემოხსენებული პელეს მიერ "სანტოსის" რიგებში ნაჩვენები შედეგი გააუმჯობესა - ბრაზილიელის ანგარიშზე 643 ბურთია.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 1 მაისი 2021 14:54
    0
    ციტატა: El pistolero 9
    ვიღაცის გადმოგდებული საღეჭის რეზინიც ხო გაიყიდა არ მახსოვს ვინ იყო

    კი იყო ეგ შემთხვევაც, ეს იყო ფერგიუსონის გადმოგდებული საღეჭი რეზინა, მაშინ ჯერ კიდევ მანჩესტერის მწვრთნელის, რომელიც არ ეწეოდა და საღეჭ რეზინას აყოლებდა დარდს.
    თუ გსურს აქ შემოგთავაზებ ვიდეოს, როგორ ღეჭავდა და როგორ იყო ჩართული თამაშში, რო უბრალო ბუშტის გახეთქვაზე კინაღამ გული გაუსკდა.
    https://www.youtube.com/watch?v=o4cpOpvoWgM
    Culé [?]
    #3 1 მაისი 2021 14:18
    0
    საოცარი თანხაა გადახდილი
    --------------------
    THUGS
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 1 მაისი 2021 13:37
    0
    ვიღაცის გადმოგდებული საღეჭის რეზინიც ხო გაიყიდა არ მახსოვს ვინ იყო
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    Culé [?]
    #1 30 აპრილი 2021 21:56
    3
    RESPECT KING ❤❤💜💜
    --------------------
    🗣Johan Cruyff:🗣
    "ფეხბურთის თამაში მარტივია, თუმცა მარტივი ფეხბურთის თამაში - რთული"
    " ხარისხი შედეგის გარეშე უსარგებლოა. შედეგი ხარისხის გარეშე მოსაწყენი. "