კამპ ნოუს საგზურის გათამაშება Barcamania.ge-ზე

კამპ ნოუს საგზურის გათამაშება Barcamania.ge-ზე

ბარსამანიაზე გათამაშების დღეც მოვიდა. დღეს გამოვავლენთ კიდევ ერთ ადამიანს, რომელიც ბარსელონას 2-კაციანი საგზურის გათამაშებაში ჩაერთვება.

აპრილის თვეში გათამაშებაში მონაწილეობს თვის განმავლობაში ყველაზე მეტი კომენტარის ავტორი 10 მომხმარებელი.

ყურადღება: მომდევნო თვიდან გათამაშების წესი იცვლება. გათამაშებაში მონაწილეობა დამოკიდებული აღარ იქნება კომენტარების რაოდენობაზე. მონაწილეობის მიღება შეეძლება ჩვენი საიტის ყველა რეგისტრირებულ წევრს, რომელიც გათამაშების წესებს აკმაყოფილებს, იმის მიუხედავად, თუ რამდენ კომენტარს წერს. ასევე იცვლება ისიც, რომ ყოველი თვის ბოლოს კითხვები დაისმება მხოლოდ გასული ერთი თვის განმავლობაში ჩვენს საიტზე დამატებული მასალებიდან.

რაც შეეხება დღევანდელ გათამაშებას: ზუსტად 21:00 საათზე საიტზე დაისმება მხოლოდ 1 შეკითხვა. მონაწილე მომხმარებლებმა კითხვაზე პასუხი უნდა გაუგზავნონ საიტის ადმინისტრაციას ამ ფორმის საშუალებით. გამარჯვებული იქნება ის, ვინც კითხვას სწორ პასუხს პირველი გასცემს.

აპრილის თვეში დაწერილი კომენტარების რაოდენობის მიხედვით დღევანდელ გათამაშებაში მონაწილეობის მიღების უფლება აქვთ შემდეგ მომხმარებლებს: nika 54, El pistolero 9, M10 S9 D11, me da barca, Clever liar, Joakim Brodén, Nini, Anano_Ch, Diana, Iniesta_8.

გაეცანი გათამაშების წესებს დეტალურად.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 2 მაისი 2021 16:37
    0
    მადლობა მოწვევისთვის.
    Culé [?]
    #1 30 აპრილი 2021 14:03
    2
    წარმატებები ყველას❤❤
    --------------------
    🗣Johan Cruyff:🗣
    "ფეხბურთის თამაში მარტივია, თუმცა მარტივი ფეხბურთის თამაში - რთული"
    " ხარისხი შედეგის გარეშე უსარგებლოა. შედეგი ხარისხის გარეშე მოსაწყენი. "