ნეიმარს ბარსელონაში დაბრუნება ისევ უნდა - MD

ნეიმარს ბარსელონაში დაბრუნება ისევ უნდა - MD

გუშინ ნეიმარმა განაცხადა, რომ "პარი სენ-ჟერმენში" ბედნიერია, მაგრამ კატალონიური პრესა მაინც ჯიუტად ამტკიცებს, რომ ბრაზილიელს "ბარსელონაში" დაბრუნება უნდა.

Mundo Deportivo-ს ჟურნალისტის, ფერნანდო პოლოს ინფორმაციით, ნეიმარს პსჟ-სთან კონტრაქტი აქამდე იმიტომ არ აქვს გახანგრძლივებული, რომ ის "ბარსელონასგან" შეთავაზებას ელოდება. იგივე წყაროს ცნობით ბრაზილიელმა "ბლაუგრანას" ფეხბურთელებს კიდევ ერთხელ დაუდასტურა, რომ კატალონიურ კლუბში დაბრუნება უნდა.

ნეიმარის სურვილის შესახებ იციან "ბარსელონას" მმართველობაშიც, სადაც ბრაზილიელის დაბრუნების დიდი სურვილი შეინიშნება. რამდენიმე საათის წინ გავრცელებული ინფორმაციით "ბლაუგრანას" ბრაზილიელის დასაბრუნებლად საკმარისი თანხა მალე ექნება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 9 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #9 29 აპრილი 2021 00:00
    1
    ციტატა: basa7
    მოკლედ გაყიდონ გასაყიდი და მოიყვანონ ვინც საჭიროა. წინა ხაზში ნეიმარი თუ მოიყვანეს.ნახევარდაცვაშია აუარი იყიდონ . თუ აგუეროც გადმოვა უკვე თავდასხმა -ნახევარდაცვა იდეალური იქნება

    ერთი პატარა ნიუანსია ნეიმარი რომც მოვიდეს ( მე ძალიან დიდი ეჭვი მაქვს არ მოვა) ის ნეიმარი რაც სუარესთან და მესისთან ერთად იყო აღარ არის მიუხედავად მაღალი კლასისა ! ჩვენი პირველი პრობლემა მაინც ცენტრია ჯერ და მერე წინა ხაზი (სუბიექტური ვარ) მთელი სეზონი ამ ხისთავამ 3 ! ნახევარმცველით ითამაშა !!! აქედან ერთი ოფიციალური პენსიონერია ! მეორე გამოუცდელი 18 წლის ბავშვი და მესამე (დე იონგი) მაგ ხისთავას მაშველი რგოლი ! მეშინია ის 18 წლის ბავშვი ფიზიკურად და დეიონგი მენტალურად არ გადაწვას ყველა ჩასვრილ ადგილზე რომ ტენის და თან იქ სადაც აყენებს უმაღლესი დონის და შედეგის დადებას თხოვს ! ....შეტევა : სანამ მესი გუნდშია ლამასიადან შემტევების ინტეგრირება პირველ გუნდთან ყველაზე კარგი ვარიანტი იქნებოდა (სუბიექტური ვარ) ყველაფერს რომ თავი დავანებოთ მენტალურად გუნდში თავის დამკვიდრებაში დაეხმარებოდა პლიუს მესისთან ერთად უფრო მეტად გაიზრდებოდნენ
    Culé [?]
    #8 28 აპრილი 2021 22:38
    0
    მოვიდეს ოღონდ ხელფასის მნიშვნელოვნად დაკლება მოუწევს.ორ წელიწადში ანსუ ამას სკამზე დასვამს თუ ტრავმებმა არ დაუსამარა ამ ბიჭს კარიერა
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    წევრი [?]
    #7 28 აპრილი 2021 18:07
    2
    ამასთან ერთად მოგებულ ლიგას მირჩევნია 20 წელი არ მოიგოს კიდევ ბარსამ !!! ამის დაბრუნება როგოორ უნდა გინდოდეთ ?!
    Culé [?]
    #6 28 აპრილი 2021 17:32
    0
    მოკლედ გაყიდონ გასაყიდი და მოიყვანონ ვინც საჭიროა. წინა ხაზში ნეიმარი თუ მოიყვანეს.ნახევარდაცვაშია აუარი იყიდონ . თუ აგუეროც გადმოვა უკვე თავდასხმა -ნახევარდაცვა იდეალური იქნება
    გულშემატკივარი [?]
    #5 28 აპრილი 2021 15:39
    1
    თუკი დათანხმდებიან დემბელეს, ლენგლესა და კოუტინიოს ნაცვლად მოცემას მაშინ გვაწყობს შეიძლება კოუტინიოს ნაცვლად გრიზმანის განხილვაც თუკი კოუტი არ იკადრეს. გრიზმანის დონის ფეხბურთელისთვის მაჭანჭყალა გუნდებთან ერთი ორი თამაშის მაღალ დონეზე ჩატარება არაა საკმარისი, რაც არ უნდა იყოს ძალიან არასტაბილურია და სანამ წესიერად გასხვისებას მოვახერხებთ უნდა გავუშვათ ასევეა დემბელეზეც. რა თქმა უნდა კოუტინიოს ჩართვა ყველაზე კარგი ნაწილი იქნებოდა მაგრამ არამგონია დათანხმდნენ.
    ისე ნეიმარის დემბელე+კოუტინიოში გაცვლა უკანა გზაზე დაბრუნებას დაემსგავსებოდა განსხვავებით წლების დაკარგვისა.
    მოკლედ თან მისაღებია ეს ტრანსფერი და თან მიუღებელიც.
    ფატი ძალიან ცუდ დროს დაგვემტვრა თორემ დარწმუნებული ვარ საჭირო აღარ გახდებოდა ამის მოყვანაზე საუბარი.
    წევრი [?]
    #4 28 აპრილი 2021 15:09
    2
    წელსაც რომ ვერ მოიგოს მგონი მართლა წავა მაგრამ მე ჰალანდი უფრო მინდა ახლაგაზრდაა და მონდომებული
    გულშემატკივარი [?]
    #3 28 აპრილი 2021 14:40
    2
    ნეიმარს მგონი პიროვნების გაორება აქვს, ერთადერთი მიზეზი თუ რატომ წავიდა ბარსადან იყო ის , რომ პსჟ სთან ერთად ოქროს ბურთი მოეგო. ანუ ვერ გამიგია თუ იქაც მპამბეს ჩრდილში უნდა ყოფილიყო, მაშინ ფულის გამო წასულა სხვა ახსნას ვერ ვპოულობ.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 28 აპრილი 2021 14:33
    0
    НАПАДАЮЩИЙ «БАРСЕЛОНЫ» ЛИОНЕЛЬ МЕССИ МОЖЕТ ПЕРЕЙТИ В «ПСЖ»
    Стало известно, какие условия предлагает «Пари Сен-Жермен» нападающему «Барселоны» Лионелю Месси.
    Согласно инсайду журналиста TNT Sports Марсело Бехлера, французский клуб предлагает 33-летнему аргентинцу контракт по схеме «2+1». Финансовую часть сделки «Париж» оценивает как недостижимую для остальных клубов.
    Ключевой аргумент в переговорах с Месси – успехи «ПСЖ» в ЛЧ. В прошлом сезоне клуб дошел до финала турнира, а в этом играет в полуфинале, по пути пройдя «Барселону».
    ხო ხედავენ, ნეიმარი რატომ ატორმუზებს კონტრაქტის გაგრძელებას. ელოდება მესის როგორც ფრანგული პრესა წერს შეთავაზება ისეთი იქნება, რომელსაც ვერცერთი სხვა გუნდი ვერ შესთავაზებს. თუ აქ მდგომარეობა არ გაუმჯობესდება და მინიმუმ ნეიმარს არ მოიყვანენ ლეო ნამდვილად წავა. და ნეიმარიც შესაბამისად გააგრძელებს კონტრაქტს პსჟ-თან.

    ციტატა: Joakim Brodén
    შარშან რო 4 ფეხბურთელს და + 150 მილიონს ითხოვდნენ, წელს არაა მაგ 150 მილიონის საშუალება მარა, შესთავაზონ დემბელე, რობერტო, პიანიჩი, ლენგლე, ბრაითვეითი, კოუტინიო, ნეტუ, კუმანი, კუმანის სამწვრთნელო შტაბი, ავტობუსის მძღოლი, ერთი-ორი დამლაგებელი, სტადიონის დაცვა და გამოუშვან რა.
    გრიზმანი არ შევთავაზოთ <3 გრიზმანი გავყიდოთ <3

    მაგდენი ნამეტანია, დემბელე უნდოდათ და ლენგლეც გავატანოთ, მოენატრებოდა სამშობლო.
    ფანი [?]
    #1 28 აპრილი 2021 13:26
    4
    შარშან რო 4 ფეხბურთელს და + 150 მილიონს ითხოვდნენ, წელს არაა მაგ 150 მილიონის საშუალება მარა, შესთავაზონ დემბელე, რობერტო, პიანიჩი, ლენგლე, ბრაითვეითი, კოუტინიო, ნეტუ, კუმანი, კუმანის სამწვრთნელო შტაბი, ავტობუსის მძღოლი, ერთი-ორი დამლაგებელი, სტადიონის დაცვა და გამოუშვან რა.
    გრიზმანი არ შევთავაზოთ <3 გრიზმანი გავყიდოთ <3