ბარსელონას უარი პარი სენ-ჟერმენს

ბარსელონას უარი პარი სენ-ჟერმენს

"პარი სენ-ჟერმენი" მზად იყო "ბარსელონასთვის" ემერსონში 15 მილიონი ევრო გადაეხადა, მაგრამ კატალონიურმა კლუბმა ფრანგები უარით გაისტუმრა.

ემერსონი "ბეტისში" თამაშობს და საკმაოდ კარგადაც. ბრაზილიელი მარჯვენა მცველის სატრანსფერო უფლებების 50%-ს "ბარსელონა" ფლობს, რომელსაც დანარჩენი 50%-ის 9 მილიონ ევროდ გამოსყიდვის უფლება აქვს. გავრცელებული ცნობებით "ბლაუგრანა" ამ უფლებას გამოიყენებს და თუ ფინანსურად მიმზიდველი წინადადება არ მიიღო, ფეხბურთელს მომდევნო სეზონისთვის გუნდში დაიტოვებს.

Mundo Deportivo-ს ცნობით პსჟ-მ 22 წლის ფეხბურთელის 15 მილიონად შეძენის სურვილი გამოთქვა. ეს ნიშნავდა, რომ "ბარსა" მხოლოდ 6 მილიონის მოგებას ნახავდა და გასაკვირი არაა, რომ კატალონიელებმა პარიზელები უარით გაისტუმრეს. გავრცელებული ინფორმაციით "ბარსა" სამხრეთ ამერიკელის 25 მილიონ ევროზე ნაკლებად გაყიდვას არ განიხილავს.

ემერსონი სევილიურ გუნდში მე-2 სეზონს ატარებს. მისი მონაგარი 74 შეხვედრაში 5 გოლი და 10 საგოლე გადაცემაა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 28 აპრილი 2021 22:28
    0
    ეიფფ, რა ბიჭია სურათზე?! ნებისმიერ ქალს დარჩება თვალები ზედ. satisfied
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 28 აპრილი 2021 16:12
    0
    ვნახოთ რას იზამს კლუბში
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 28 აპრილი 2021 14:44
    0
    მერე მისცენ უფასოდ, საჩუქარიაო უთხრან და იმათაც გვისახსოვრონ ნეიმარი.

    ციტატა: Maradona
    ბიჭო ცუდი სტატისტიკა არაა მარა , ძაან ჯლაგუნა ტიპია

    იყოს ჯლაგუნა, რაც მთავარია შეიხს მოსწონებია. მიყვნენ ეხლა და დემბელეც შეაპარონ და ასე შემდეგ. იქნება ნეიმარი დავტყუოთ. თუ ჭკუა შერჩა იმ ისედაც უტვინო შეიხს მიხვდება რომ გაისად მაინს უსიტყვოდ მოვა ნეიმარი და წელიწადს ტყუილად ნუ დაკარგავენ. გააძლიერონ გუნდი.
    ფანი [?]
    #2 28 აპრილი 2021 12:02
    0
    აი 100% ით ვარ დარწმუნებული რო ბართომეუ დათანხმდებოდა ამ შემოთავაზებას ბოლო ბოლო სუარეზი გაუშვა 1 მილიონად და ეს ვინ ჩემი ფეხებია :დდ
    Culé [?]
    #1 28 აპრილი 2021 11:45
    0
    ბიჭო ცუდი სტატისტიკა არაა მარა , ძაან ჯლაგუნა ტიპია