ქალთა გუნდის ლიდერის პსჟ-სთან თამაში საეჭვოა

ქალთა გუნდის ლიდერის პსჟ-სთან თამაში საეჭვოა

"ბარსელონას" ქალთა გუნდმა სამწუხარო ინფორმაცია გაავრცელა - გუნდის ლიდერი ჯენი ერმოსო ტრავმირებულია და პსჟ-სთან გასამართ მნიშვნელოვან მატჩში მისი თამაში კითხვის ნიშნის ქვეშაა.

რამდენიმე წუთის წინ გაკეთებული განცხადებიდან ირკვევა, რომ ერმოსოს მარჯვენა მუხლის არეში დისკომფორტი აწუხებს, რის გამოც ის ხვალ "მადრიდთან" გასამართ შეხვედრას გამოტოვებს. 30 წლის ფეხბურთელის გამოჯანმრთელების ვადები მისი მკურნალობის მიმდინარეობაზე იქნება დამოკიდებული.

ერმოსო "ბარსელონას" საუკეთესო ბომბარდირია როგორც ლა ლიგაში, ასევე ჩემპიონთა ლიგაზე. ევროტურნირზე ის საერთოდ გათამაშების საუკეთესო ბომბარდირია.

2 მაისს "ბარსა" "პარი სენ-ჟერმენს" უმასპინძლებს. საფრანგეთში გამართული პირველი შეხვედრა 1-1 დასრულდა და სტუმართაგან გოლი სწორედ ერმოსომ გაიტანა. ამ წყვილში გამარჯვებული კი ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავა.

რომ გავიაზროთ, რამხელა დანაკლისი იქნება ჯენიფერ ერმოსოს არყოფნა - ის ლა ლიგის ბოლო 4 გათამაშების საუკეთესო ბომბარიდია. ერმოსო ასევე ესპანეთის ქალთა ნაკრების ისტორიაში საუკეთესო მეგოლეა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 6 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    ფანი [?]
    #6 27 აპრილი 2021 21:39
    1
    მთავარია ლიკე მარტინესი იყოს👏💪😃😃
    გულშემატკივარი [?]
    #5 27 აპრილი 2021 20:06
    0
    ციტატა: Kaka
    ციტატა: Joakim Brodén
    ციტატა: BEQA BARCA
    ცუდია მარა პსჟს მაინც მოუგებენ გოგონებიიი❤❤

    მანდილოსნები*

    მდედრები*

    ქალები 😂
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 27 აპრილი 2021 19:29
    1
    რაღა ეხლა. პსჟ ნუ გგონიათ მარტივი მეტოქე. ლიონი გააგდო, რომელიც უძლიერესია ევროპაში. ლიონთან სახლში 0:1 წააგო, მაგრამ სტუმრად მოუგო 1:2
    გულშემატკივარი [?]
    #3 27 აპრილი 2021 19:05
    0
    ციტატა: Joakim Brodén
    ციტატა: BEQA BARCA
    ცუდია მარა პსჟს მაინც მოუგებენ გოგონებიიი❤❤

    მანდილოსნები*

    მდედრები*
    ფანი [?]
    #2 27 აპრილი 2021 18:22
    0
    ციტატა: BEQA BARCA
    ცუდია მარა პსჟს მაინც მოუგებენ გოგონებიიი❤❤

    მანდილოსნები*
    Culé [?]
    #1 27 აპრილი 2021 18:03
    1
    ცუდია მარა პსჟს მაინც მოუგებენ გოგონებიიი❤❤
    --------------------
    🗣Johan Cruyff:🗣
    ფეხბურთის თამაში მარტივია, თუმცა მარტივი ფეხბურთის თამაში - რთული"