ერთი დღე "ბარსას" ისტორიაში - 27 აპრილი

წარმოგიდგენთ რუბრიკას "ერთი დღე "ბარსელონას" ისტორიაში". ამჯერად შემოგთავაზებთ "ბარსელონასთან "დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 27 აპრილს მოხდა.
თამაშები
27 აპრილს "ბარსელონას" 18-ჯერ უთამაშია. კატალონიელებმა 12 მატჩი მოიგეს, 4 ფრედ დაასრულეს და 2 წააგეს.
1952 წელი
ესპანეთის თასის 1/4 ფინალის პირველ მატჩში, სტუმრად, "ბარსელონამ" "მალაგა" 7-0 გაანადგურა. 3 გოლი კუბალამ გაიტანა, ხოლო 2-2 სესარმა და ვილამ.
1958 წელი
ლა ლიგის გასვლით მატჩში "ოსასუნასთან" 1-2 წაგებულ შეხვედრაში "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ელენიო ერერას დებიუტი შედგა.
1960 წელი
"ბარსელონამ" "რეალთან" ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალის განმეორებითი მატჩიც წააგო, ისევ 1-3, ამჯერად "კამპ ნოუზე".
1991 წელი
დაიბადა "ბარსელონას" ყოფილი თავდამსხმელი ისააკ კუენკა. 2010-2014 წლებში მან "ბლაუგრანას" მაისურით 33 თამაში ჩაატარა და 5 გოლი გაიტანა. კუენკამ კატალონიურ კლუბში 2 ესპანეთის სუპერ თასი, 1 ევროპის სუპერ თასი, 1 მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი და 1 ესპანეთის თასი მოიგო.
2011 წელი
ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალის პირველ მატჩში "ბარსელონამ" "რეალი" მადრიდში 2-0 დაამარცხა. ორივე გოლი ლიონელ მესიმ გაიტანა.
ამ მატჩში ჩემპიონთა ლიგაზე სერჟი რობერტოს დებიუტი შედგა.
2012 წელი
პეპ გვარდიოლამ სპეციალურად მოწვეულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ სეზონის ბოლოს "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტს ტოვებდა. იმავე პრესკონფერენციაზე გაირკვა, რომ გვარდიოლას მისი თანაშემწე ტიტო ვილანოვა შეცვლიდა.
2014 წელი
ტიტო ვილანოვას გარდაცვალებიდან ორ დღეში "ბარსელონა" "ვილიარეალს" ეწვია. 65-ე წუთზე სტუმრები 0-2 აგებდნენ, მაგრამ მათ 3-2 მოგება და ტიტოსთვის გამარჯვების მიძღვნა მაინც მოახერხეს. გაბრიელ პაულისტამ და მუსაჩომ ავტოგოლები გაიტანეს, წერტილი კი შეხვედრას მესიმ დაუსვა.
2018 წელი
ანდრეს ინიესტამ განაცხადა, რომ სეზონის ბოლოს გუნდს ტოვებდა.
2019 წელი
ლეო მესიმ მე-10 და კაპიტნის რანგში პირველი ლა ლიგა მოიგო.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 3 ]