ბარსელონა და სერჟი რობერტო ვერ თანხმდებიან | MD

ბარსელონა და სერჟი რობერტო ვერ თანხმდებიან | MD

"ბარსელონა" და გუნდის მე-4 კაპიტანი სერჟი რობერტო კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე შეთანხმებას ვერ აღწევენ. ამ ინფორმაციას Mundo Deportivo ავრცელებს.

სერჟი რობერტოს მოქმედი ხელშეკრულების ვადა 2022 წლის ზაფხულში იწურება. MD-ს ცნობით, "ბარსა" და ესპანელი ფეხბურთელი მოლაპარაკებებს აწარმოებენ, მაგრამ მხარეები ვერ თანხმდებიან. ივარაუდება, რომ ამის მიზეზი ახალი კონტრაქტის ხანგრძლივობაა. "ბლაუგრანა" რობერტოს კონტრაქტის მხოლოდ ერთი წლით გახანგრძლივებას სთავაზობს, ეს კი სერჟის არ აკმაყოფილებს და ყოყმანობს.

იმავე წყაროს ინფორმაციით, "ბარსელონას" ახალმა სპორტულმა კომისიამ მიიღო ახალი წესი, რომლის თანახმადაც, 30 წელს გადაცილებულმა ფეხბურთელებმა კონტრაქტები ერთი წლით უნდა გაახანგრძლივონ. სერჟი რობერტო, ჯერჯერობით, 29 წლის არის, თუმცა, როგორც ჩანს, ახალი რეგულაცია მასაც შეეხო.

აქვე დავძენთ, რომ სერჟი რობერტომ, რომელიც "ბარსას" აღზრდილია, კატალონიელთა რიგებში ცოტა ხნის წინ მე-300 მატჩი ჩაატარა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 12 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #12 27 აპრილი 2021 10:13
    0
    მერე 29 წლის როა, კონტრაქტის ბოლოს ხო ისედაც იქნება 30 წლის, ასე რომ სწორედაც ერთი წლით უწევს გახანგრძლივება. მესი რო იყოს არ იქნებოდა პრობლემა, მაგრამ რობერტოა რა.

    "სერჟი რობერტო, ჯერჯერობით, 29 წლის არის" მე მგონი უფრო სწორი იქნებოდა დაგეწერათ: "სერჟი რობერტო, ჯერჯერობით, 29 წლისაა" ეს "არის" არა საჭირო ყველგან მიაწეროთ, როგორც მაგალითად ერთ სპორტულ გადაცემაში, რეკლამაში რო უწერიათ "ეს არის სპორტი" ნაცვლად უფრო მარტივი ფორმისა: "ეს სპორტია".
    წევრი [?]
    #11 27 აპრილი 2021 08:23
    1
    რა გახანგრძლივება, გააჯმევინონ ამას
    Culé [?]
    #10 27 აპრილი 2021 05:17
    3
    ბარსელონას პრობლემა ესარის,დიდი პრობლემა,რო ამის დონის ფეხბურთელები სასტარტოში არიან, მაგარი მცველია? მაგარი ნახევარმცველი? ჩამშლელი? თუ თავდამსხმელი? არვიტყვი რონუარგისია მთლად,მარა ამას რაუნდა ბარსელონაა ძირითადში? მოგვღალეს ამ რობერტოთი იმენა მოგვღალეს,მოაშორეთ!!!
    --------------------
    მარცხი გარდაუვალია,ეს როდისმე აუცილებლად მოხდება,უბრალოდ ეს უნდა იყოს ღირსეული...
    [?]
    #9 27 აპრილი 2021 01:37
    1
    ციტატა: El pistolero 9
    ისე ვინმე თუ 35-40 მილიონს გადაიხდის ლაპორტას ადგილზე გავატანდი ამას

    20 გადაიხადონ და წავიდეს. ვერ დაბრუნდა ტრავმის მერე. ემერსონს მიეცეს შანსი ჯობია. ან ნახევარდაცვის ზამენა იყოს. პროსტა მაღალი ხელფასი აქვს
    საიტის ლეგენდა  [?]
    #8 26 აპრილი 2021 23:10
    5
    უნივერსალი, რომელიც არსად არ ვარგა.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 26 აპრილი 2021 22:43
    1
    ისე ვინმე თუ 35-40 მილიონს გადაიხდის ლაპორტას ადგილზე გავატანდი ამას
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    Culé [?]
    #6 26 აპრილი 2021 22:16
    1
    გაუშვან
    ფანი [?]
    #5 26 აპრილი 2021 21:43
    3
    ჯერ დემბელეო , ახლა რობერტო , ამას ვერ გადავიტანთ , რა დანაკლისიიი
    ფანი [?]
    #4 26 აპრილი 2021 21:33
    1
    ვაუ, დღის პოზიტივი
    Culé [?]
    #3 26 აპრილი 2021 21:25
    2
    რაბედნიერებააა ) ) )
    --------------------
    მარცხი გარდაუვალია,ეს როდისმე აუცილებლად მოხდება,უბრალოდ ეს უნდა იყოს ღირსეული...
    Culé [?]
    #2 26 აპრილი 2021 21:12
    5
    გასაშვებია და დესტს წესიერი კონკურენტი უნდა მოუყვანონ. უნივერსალი კია მაგრამ ყველა პოზიციაზე ერთნაირად სუსტია და ეგეთი უნივერსალობა უკან გაიკეთოს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 26 აპრილი 2021 20:33
    5
    ესეც გაყიდეთ რა ერთ წლიანი კონტრაქტი მოაშორეთ ეს ნაგავი გუნდს
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued