ანტუან გრიზმანი: ჩემპიონატის მოგებისთვის შესაფერისი გუნდი ვართ

ანტუან გრიზმანი: ჩემპიონატის მოგებისთვის შესაფერისი გუნდი ვართ

"ვილიარეალსა" და "ბარსელონას" შორის ცოტა ხნის წინ დასრულებული შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ, რა თქმა უნდა, დუბლის ავტორი ანტუან გრიზმანი დასახელდა, რომელმაც მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

ჩემპიონატის მოგება ყველას გვინდა. ვეცდებით, ყველა თამაში მოვიგოთ. ჩემპიონატის მოგების ერთადერთი გზა ესაა. ეს ადვილი არ იქნება, მაგრამ შეგვიძლია.

ვცდილობ, გუნდს დავეხმარო. "ბარსელონაში" ასეთ თანაგუნდელებთან ერთად ყოფნა დიდი სიამოვნებაა. ჩემპიონატის მოგება გვინდა. ეს ადვილი არ იქნება, მაგრამ ამისთვის შესაფერისი გუნდი ვართ.

მნიშვნელოვანია, რომ გაშვებულ გოლზე სწრაფი რეაქცია გვქონდა.

"ატლეტიკოს" შესანიშნავი სეზონი აქვს, მაგრამ ჩვენი ბედი ჩვენს ხელშია. თუ ყველა დარჩენილ შეხვედრას მოვიგებთ, ჩემპიონები გავხდებით. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 12 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #12 26 აპრილი 2021 12:12
    0
    me da barca,
    გაამართლა🤣
    საიტის ლეგენდა  [?]
    #11 26 აპრილი 2021 12:04
    0
    ციტატა: MARI=BARCA-fan
    მიიღებენ მისაღებს კუმანისგან..

    მეც ეგრე მეგონა სხვათა შორის, მაგრამ კუმანის მატჩის შემდგომმა კომენტარმა გამაკვირვა:
    "მეორე ტაიმში გავისაუბრეთ და ვფიქრობდი, რომ თამაშის გასაკონტროლებლად მზად ვიყავით. გადავწყვიტეთ, ცოტა უკან დაგვეხია და ისე არ გაგვერისკა, როგორც პირველ ნახევარში"
    მიხვდით? მე ფეხბურთელებს ვლანძღავდი და თურმე ამას შეუმუშავებია გეგმა, როგორ უნდა მოუშალონ მაყურებელს ნერვები, რო გაგვეშვა ნეტავ რას იტყოდა?
    ფანი [?]
    #10 25 აპრილი 2021 22:11
    5
    ბაზარი არააააააააააააა, მიდი ასე მიაწექიიიით, სვარჩიკები დაადუღეთ და ეგააა
    Culé [?]
    #9 25 აპრილი 2021 21:16
    1
    მეორე ტაიმში ოროსნები,
    კაცნაკლულებს ვერ უმკლავდებოდნენ, დაიკიდეს და მარტო დროის გაყვანაზე რომ იყვნენ კინაღამ ერთი კი არა ორი გოლი მიიღეს ცოტა ვილიარეალსაც რომ არ დაეკიდა, ან ჟილკა აღარ ეყოთ..
    მიიღებენ მისაღებს კუმანისგან..
    არც პირველ ტაიმში იკლავდნენ თავს..
    ხანდახან მეჩვენება რომ შელოცვილებივით დარბიან! 🤨🤨🤨
    გრიზო ბრავო! ეს რომ ხასიათზე არ ყოფილიყო რა გვეშველებოდა!!!
    გულშემატკივარი [?]
    #8 25 აპრილი 2021 20:47
    3
    Mifi jigaro egre gaahrdzele
    Culé [?]
    #7 25 აპრილი 2021 20:47
    6
    ვერ ვუყურე თამაშს და ახლა გამოისხა ფრთები ამ ჩემისამ🤣 საღოლ, სტატისტიკას რომ ჩავხედე ყველაფერი გრიზმანს უკეთებია🤗 გოლებს თავი დავანებოთ ყვეთელი და შეცვლაც თვითონ მოუსწრია❤️🙌 გააგრძელოს ახლა ასე და სეზონის დასრულებამდე თუ ასეთ დონეზე იქნება ვინ რას დაგვაკლებს?! ამის შემხედვარე მესი კიდე უფრო მხეცი გახდება და მერე ითვალონ მადრიდში ქულები😁❤️🙌🤗
    --------------------
    "ჩვენ ორი ვართ ქვეყანაზე, მე და ბარსა, მე და ბარსა!!!"
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 25 აპრილი 2021 20:45
    2
    ეხლა უხმეთ შამანებს და მიუსიეთ ატლეტიკოს.
    Culé [?]
    #5 25 აპრილი 2021 20:44
    4
    შემდეგი გაჩერება გრანადა 🤣🥳
    Culé [?]
    #4 25 აპრილი 2021 20:39
    11
    ქება და ქება გრიზმანს, მარა მთელი მეორე ტაიმი ცეცხლს ვეთამაშებოდით..
    ფანი [?]
    #3 25 აპრილი 2021 20:35
    6
    საღოლ დღეს შენ. უმნიშვნელოვანესი თამაში მოაგებინა გუნდს. ახლა მთავარია ხუთდაბათს გრანადა დავაყუდოთ და ყველაფერი საჩვენოდ იქნება. დღეს ძაან მეეჭვება ატლეტიკოს მოგება. პირიქით წააგებს ვფიქრობ.
    ფანი [?]
    #2 25 აპრილი 2021 20:33
    10
    Აუ დᲦეს ბილბაო გვიჯიგრებდეს ვაბᲨე მაგარი იქნება 😁
    ფანი [?]
    #1 25 აპრილი 2021 20:30
    8
    ჰე ახლა, აწი აღარაფერი მიქაროთ, მკვტრებოო