ვილიარეალი-ბარსელონა - მატჩისწინა მიმოხილვა

ვილიარეალი-ბარსელონა - მატჩისწინა მიმოხილვა

ვინაიდან სეზონის დარჩენილ ნაწილში ყველა თამაში ფინალის ტოლფასია, მეტად და ნაკლებად მნიშვნელოვანი შეხვედრები აღარ არსებობს - ყველა თამაში მოსაგებია, ყოველ შემთხვევაში, ამჟამინდელი სატურნირო მდგომარეობით ასეა.

დარჩენილი 7 მატჩიდან ერთ-ერთი ყველაზე რთული დღეს გველის - ევროსაგზურისთვის მებრძოლ "ვილიარეალთან" სტუმრად. სეზონის პირველ ოფიციალურ შეხვედრაში სწორედ ამ გუნდს დავუპირისპირდით და მარტივად მოვუგრიხეთ კისერი (4-0), მაგრამ მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა, განსაკუთრებით "ბარსელონაში".

სათამაშო ფორმა

მიუხედავად ბოლოსწინა ტურში "რეალთან" წაგებისა, "ბარსელონას" მაინც კარგ ფორმაში მყოფი გუნდი ეთქმის. კატალონიელებმა ლა ლიგის ბოლო 8 თამაშიდან 7 მოიგეს, უკანასკნელ 21 შეხვედრაში კი კუმანის გუნდს მხოლოდ 1 მარცხი აქვს. სტუმრად ასეთი შედეგები გვაქვს - ბოლო 10 თამაშში 9 მოგება და 1 წაგება.

"კლასიკოში" მარცხის შემდეგ "ბარსამ" ჯერ ესპანეთის თასის ფინალში "ბილბაოს" 4-0 განადგურებით გამოიკეთა ხასიათი, შემდეგ კი "ხეტაფესთან" ლა ლიგის საშინაო დაპირსიპირებაში რთულად, მაგრამ მაგრამ მაინც დამაჯერებელი ანგარიშით (5-2) მოიგო.

ბოლო თამაშის წაგების მიუხედავად "ვილიარეალის" ფორმასაც კარგი ეთქმის. "ყვითელმა წყალქვეშა ნავმა" ბოლო 10 თამაშიდან 8 მოიგო. რაც შეეხება ლა ლიგის საშინაო შეხვედრებს, აქ უნაი ემერის გუნდი ძალიან მოიკოჭლებს - ბოლო 10 თამაშში მხოლოდ 2 მოგება, ხოლო უკანასკნელი 4 მატჩში 3 მარცხი.

უნაი ემერი ვახსენეთ და "ბარსელონასთან" მის სტატისტიკას შეგახსენებთ - 26 მატჩში 18 წაგება და მხოლოდ 2 მოგება.

დანაკლისი

"ვილიარეალს" ტრავმირებული ვისენტე იბორას გარეშე თამაში მოუწევს. კითხვის ნიშნის ქვეშაა პერვის ესტუპინიანის მოედანზე ხილვაც. განსაკუთრებული დანაკლისი არცერთს ეთქმის. ორივე მათგანმა ლა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში სასტარტო შემადგენლობაში 10 თამაში დაიწყო.

დიდი დანაკლისი არც "ბარსას" აქვს. დიდი ხნით ტრავმირებულ ანსუ ფატისა და ფილიპე კოუტინიოს მირალემ პიანიჩი და მარტინ ბრეითუეიტი შეუერთდნენ. სამაგიეროდ განაცხადს დაუბრუნდა უსმან დემბელე.

ურთიერთშეხვედრები

ეს გუნდები აქამდე ერთმანეთს სულ 47-ჯერ შეხვედრიან. "ბარსელონას" დიდი უპირატესობა აქვს - 28 მოგება, 10 ფრე, 9 წაგება, 98 გატანილი და 55 გაშვებული გოლი. 

სტუმრად გამართული 23 დაპირისპირებიდან "ბლაუგრანამ" 11 მოიგო, 6 ფრედ ითამაშა და 6 წააგო.

"ბარსელონა" "ვილიარეალთან" ძალიან დიდი ხანია არ აგებს. ვალენსიელებმა ბოლოს 2008 წელს მოიგეს, ისიც "კამპ ნოუზე". საკუთარ კედლებში "ვილიარეალს" "ბარსა" 2007 წლის შემდეგ არ ჰყავს დამარცხებული. წაუგებელი სერიის დროს ჩატარებული 25 თამაშიდან "ბარსელონამ" 19 მოიგო. მეტოქის მოედანზე გამართულ ბოლო 13 დაპირისპირებაში კი "ბარსას" 8 მოგება და 5 ფრე აქვს.

არბიტრი

შეხვედრას კარლოს დელ სერო გრანდე განსჯის.

43 წლის არბიტრს მსაჯობის უკვე 21 წლიანი გამოცდილება აქვს, ლა ლიგაში კი ის 2011 წლიდან მსაჯობს. მოქმედ ესპანელ მსაჯებს შორის მასზე დიდი გამოცდილება მხოლოდ მატეუ ლაოსსა და ესტრადა ფერნანდესს აქვთ.

ლა ლიგაში მსაჯობის დროს გრანდე შეხვედრაში საშუალოდ 5.09 ყვითელ (მე-8 შედეგი მოქმედ მსაჯებს შორის) და 0.23 წითელ (მე-15 შედეგი მოქმედ მსაჯებს შორის) ბარათს აჩვენებს.

"ბარსელონას" შეხვედრაში გრანდეს მონაწილეობა 33-ჯერ მიუღია. კატალონიელებმა თამაშების 82% მოიგეს, რაც ამ მსაჯის კარიერაში ყველაზე მაღალი შედეგია. 33 მატჩიდან "ბლაუგრანამ" 27 მოიგო, 3 ფრედ დაასრულა და 3 წააგო. გრანდემ როგორც "ბარსას", ასევე მეტოქე გუნდებს 4-4 წითელი ბარათი უჩვენა. თერთმეტმეტრიანებში უპირატესობა კატალონიელებს აქვთ - 5-2.

დელ სერო გრანდეს მონაწილეობით "ვილიარეალსაც" კარგი შედეგები აქვს - 23 თამაშიდან 12 მოგება, 5 ფრე, 6 წაგება. გრანდემ ვალენსიელთა ფეხბურთელი მოედნიდან 3-ჯერ გააძევა, მეტოქე - 2-ჯერ. თერთმეტმეტრიანებში უპირატესობა კატალონიელებს აქვთ - 5-3.

საინტერესო ფაქტები

  • "ბარსელონას" "ვილიარეალთან" გამართულ ბოლო 25 თამაშში წაგება არ აქვს;
  • "ვილიარეალის" მიერ ლა ლიგაში ჩატარებულ ბოლო 7 თამაშში 3 ან მეტი გოლი გადიოდა;
  • "ვილიარეალთან" გამართულ ბოლო 8 თამაშში "ბარსელონას" მინიმუმ 2 გოლი გაჰქონდა;
  • "ვილიარეალთან" გამართული ბოლო 4 თამაშიდან 3-ში "ბარსელონას" მინიმუმ 4 გოლი გაჰქონდა;
  • ამ გუნდების ბოლო 4 თამაშში 3 ან მეტი გოლი გადიოდა;
  • "ვილიარეალთან" გამართული ბოლო 6 თამაშიდან 5-ში "ბარსელონამ" პირველი ტაიმიც მოიგო და მთლიანი შეხვედრაც;
  • ამ გუნდების ბოლო 17 თამაშში "ვილიარეალი" კარის მშრალად შენახვას ვერ ახერხებდა;
  • ამ გუდნების ბოლო 8 შეხვედრაში ანგარიშის გახსნას "ბარსელონა" ახერხებდა.
  • ბოლო 10 თამაშიდან 8-ში "ვილიარეალი" ანგარიშის გახსნას ახერხებდა;
  • ბოლო 10 თამაშიდან 8-ში "ვილიარეალმა" პირველი ტაიმი მოიგო;
  • "ვილიარეალის" ბოლო 6 თამაშში მსაჯები 4 ან ნაკლებ ბარათს აჩვენებდნენ;
  • "ბარსელონას" ბოლო 7 თამაშიდან 5-ში გოლი ორივე გუნდს გაჰქონდა;
  • ბოლო 6 თამაშიდან 5-ში "ბარსელონა" ანგარიშის გახსნას ახერხებდა;
  • "ბარსელონას" ბოლო 6 თამაშიდან 5-ში გუნდები 10 ან ნაკლებ კუთხურს აწვდიდნენ.

რონალდ კუმანი მატჩის წინ

"ვილიარეალი" ძალიან კარგ ფეხბურთს თამაშობს. მათ შეტევაში სახიფათო მოთამაშეები ჰყავთ, ასე რომ, საინტერესო მატჩი იქნება.

სეზონის დასრულებამდე 7 მატჩია დარჩენილი და ჩვენთვის, ისევე როგორც ჩემპიონობის სხვა პრეტენდენტებისთვის თითოეულ გამარჯვებას დიდი მნიშვნელობა აქვს.

არის თუ არა ეს თამაში გასვლით შეხვედრებს შორის ყველაზე რთული? არა, ადვილი არც სხვებთან გამკლავება იქნება. ჩვენს მეტოქეებსაც აქვთ მიზნები, რომელთათვისაც ჯერ კიდევ იბრძვიან.

კუმანის კომენტარი სრულად.

სავარაუდო შემადგენლობები

WhoScored

ვილიარეალი (4-3-3): ასენხო, ფოითი, ალბიოლი, ტორესი, პედრასა, კაპუე, პარეხო, ტრიგეროსი, ჩუკვუეზე, ალკასერი, მორენო

ბარსელონა (3-5-2): ტერ შტეგენი, მინგესა, პიკე, ლანგლე, რობერტო, დე იონგი, ბუსკეტსი, პედრი, ალბა, მესი, გრიზმანი

SofaScore

ვილიარეალი (4-3-3): რული, გასპარი, ალბიოლი, ტორესი, პედრასა, ტრიგეროსი, პარეხო, გომესი, პენია, მორენო, ჩუკვუეზე

ბარსელონა (3-5-2): ტერ შტეგენი, მინგესა, პიკე, ლანგლე, რობერტო, დე იონგი, ბუსკეტსი, პედრი, ალბა, მესი, გრიზმანი

Sport

ვილიარეალი (4-3-3): რული, გასპარი, ფოითი, ტორესი, კოსტა, პარეხო, კაპუე, გომესი, მორენო, ალკასერი, იერემი

ბარსელონა (3-5-2): ტერ შტეგენი, მინგესა, პიკე, ლანგლე, რობერტო, ალბა, ბუსკეტსი, დე იონგი, პედრი, მესი, გრიზმანი

Marca

ვილიარეალი (4-3-3): ასენხო, გასპარი, ალბიოლი, ტორესი, პედრასა, ტრიგეროსი, პარეხო, გომესი, პენია, მორენო, ჩუკვუეზე

ბარსელონა (3-5-2): ტერ შტეგენი, არაუხო, პიკე, ლანგლე, რობერტო, დე იონგი, ბუსკეტსი, პედრი, ალბა, გრიზმანი, მესი

პროგნოზი

  • WhoScored: 1-2
  • Sportskeeda: 0-2
  • Sportsmole: 1-2
  • Squawka: 1-3

ტრანსლაცია

თამაში თბილისის დროით 18 საათსა და 15 წუთზე დაიწყება. პირდაპირ რეპორტაჟს სილქ უნივერსალი და Silksport.ge გთავაზობთ.

კომენტარებში დაწერეთ, რა კომპონენტის დამატებას ისურვებდით მატჩისწინა მიმოხილვებში და დავამატებთ.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 7 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 25 აპრილი 2021 16:55
    0
    თვალწინ მიდგას ემერის სიფათი, როცა მეექვსე გოლი გაუტანა ბარსამ პსჟ-ს. იგივე სიფათი მინდა დღესაც ვნახო. ის კეხიანი ცხვირი ნიკაპთან უნდა ქონდეს.
    ფანი [?]
    #6 25 აპრილი 2021 16:36
    1
    ამ ბოლო ტურებში გამოჩნდები ამ გუნდს და მწვრთნელს აქვს კვერცხები თუ არა. სულ მცირე ატლეტიკომდე მოსაგებია ყველა თამაში. აი ატლეტიკოსთან ჩემი აზრით ფრეც გვეყოფა. ხოლო თუ სახლში წავაგეთ სიმიონეს გუნდთან მაშინ გულდასაწყვეტიც არაფერი იქნება. არ ვიქმებით ჩემპიონების ღირსი და ეგაა. ეგ მარტო რეალს შეუძლია ცუდ ფორმაში მოიგოს თასები ( სხვა და სხვა მიზეზების გამო) ხოლო ჩვენ რაც მე
    ფეხბურთს ვუყურებ ( კი არის 22 წელი უკვე) თუ რამეს ვიგებთ ვიგებთ მაშინ როცა ძალიან მაგრად ვთამაშობთ. სამწუხაროდ ასეა. სწორედ ამიტომაა ეს ეს ჩათლახი გუნდი სამეფო. მოგვწონს ეს ჩვენ თუ არა🙂
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 25 აპრილი 2021 13:32
    2
    აღარაფრით წაგება არ შეიძლება, უნდა დადონ თავი მოედანზე. ჩემპიონობის მშვენიერი შანსი გვაქვს და ამ შანსის არ გამოყენება არ იქნება.
    Culé [?]
    #4 25 აპრილი 2021 13:10
    1
    მოსაგები თამაშია და რეალს გავასწრებთ 3 ქულით გამოტოვებული თამაშიც უნდა მოვიგოთ
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    Culé [?]
    #3 25 აპრილი 2021 12:24
    1
    ციტატა: გოგიბერიძე
    ციტატა: Griezzy7
    ბიჭებო ეს ბილეთი დავწერე და რას ფიქრობთ?

    1.ვილიარეალი - ბარსელონა (გრიზის გოლი)
    2.ბილბაო - ატლეტიკო (X2)
    3.ლიდსი - იუნაიტედი (2)
    4.სიტი - ტოტენჰემი (1)
    5.ინტერი - ვერონა (ლუკაკუს გოლი)
    6.ფიორენტინა - იუვე (კი)
    7.ლიონი - ლილი (კი)

    სიტიმ შესაძლოა ვერ მოიგოს. უჩლ აქვთ და ჩემპიონატშიც წინ არიან და ალბათ გვარდი გადაახალისებს. ფეხბურთელის გოლები კიდე ძაან რთული საპროგნოზო არის თუ ლევანდოვსკიზე არ წერ 😀. წარმატებები ბილეთში :)

    გაიხარე heart_eyes ყველაზე მეტად მეც სიტიზე ვყოყმანობდი...
    გულშემატკივარი [?]
    #2 25 აპრილი 2021 11:28
    3
    ციტატა: Griezzy7
    ბიჭებო ეს ბილეთი დავწერე და რას ფიქრობთ?

    1.ვილიარეალი - ბარსელონა (გრიზის გოლი)
    2.ბილბაო - ატლეტიკო (X2)
    3.ლიდსი - იუნაიტედი (2)
    4.სიტი - ტოტენჰემი (1)
    5.ინტერი - ვერონა (ლუკაკუს გოლი)
    6.ფიორენტინა - იუვე (კი)
    7.ლიონი - ლილი (კი)

    სიტიმ შესაძლოა ვერ მოიგოს. უჩლ აქვთ და ჩემპიონატშიც წინ არიან და ალბათ გვარდი გადაახალისებს. ფეხბურთელის გოლები კიდე ძაან რთული საპროგნოზო არის თუ ლევანდოვსკიზე არ წერ 😀. წარმატებები ბილეთში :)
    Culé [?]
    #1 25 აპრილი 2021 10:55
    0
    ბიჭებო ეს ბილეთი დავწერე და რას ფიქრობთ?

    1.ვილიარეალი - ბარსელონა (გრიზის გოლი)
    2.ბილბაო - ატლეტიკო (X2)
    3.ლიდსი - იუნაიტედი (2)
    4.სიტი - ტოტენჰემი (1)
    5.ინტერი - ვერონა (ლუკაკუს გოლი)
    6.ფიორენტინა - იუვე (კი)
    7.ლიონი - ლილი (კი)